fbpx
Skip to main content

ევროკავშირის ელჩმა ჰერჩინსკიმ შიდა ქართლში ევროკავშირისა და FAO-ს ბენეფიციარი ფერმერები მოინახულა

01/11/2023

ევროკავშირის ელჩი საქართველოში, პაველ ჰერჩინსკი, შიდა ქართლში, სოფელ ნადარბაზევსა და ქიწნისს ეწვია,  სადაც,  ევროკავშირის მხარდაჭერით, FAO-ს მიერ განხორციელებული აქტივობებით მოსარგებლე, პროექტის ბენეფინიარ ფერმერებს შეხვდა. მარცვლეულისა და მერძეული მიმართულებით მომუშავე ადგილობრივმა ფერმერებმა და მეფუტკრეებმა, ევროკავშირის ელჩს, საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს და უამბეს თუ რა სახის მხარდაჭერა აღმოუჩინა საქმიანობის გაუმჯობესებაში, კერძოდ, სურსათის უსაფრთხოების, სურსათის უვნებლობისა და ეკონომიკური განვითარების კუთხით, ევროკავშირისა და შვედეთის დაფინანსებული ENPARD IV-ის პროგრამის ფარგლებში, FAO -ს მიერ განხორციელებულმა ინიციატივებმა.

სოფელ ნადარბაზევში, ელჩმა ჰერჩინსკიმ, მონაწილეობა მიიღო ქართული ენდემური დოლის ნულოვანი დამუშავების სარგავი აგრეგატით თესვის პროცესში. აღნიშნული კონსერვაციული სოფლის მეურნეობის ტექნოლოგია, ეკოლოგიურად მდგრადი მეთოდია, როდესაც ნიადაგის სტრუქტურა არ ირღვევა, რადგანაც ის არ მუშავდება. ნულოვანი დამუშავებით მარცვლეულის დარგვა, ფერმერებს ხარჯებსაც მნიშვნელოვნად უმცირებს.  

ENPARD პროგრამის ფარგლებში, ევროკავშირისა და შვედეთის მხარდაჭერით, FAO-მ საქართველოში 200-ზე მეტ მარცვლეულის ფერმერს აღმოუჩინა დახმარება, 1 500 ჰექტარ მიწაზე, მარცვლეულის დარგვაში. ნულოვანი დამუშავების დანადგარებზე, გაუმჯობესებული წვდომის შედეგად, ფერმერებმა, შეამცირეს დანახარჯები. მნიშვნელოვანია, რომ მათი ნაკვეთები  ეკოლოგიური რისკფაქტორებისა და კლიმატის ცვლილების მიმართ მეტად მედეგი გახდა.  

ელჩმა ჰერჩინსკიმ ასევე, მოინახულა ქიწნისში დაარსებული ფერმერთა საველე სკოლა და ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილ FAO-ს ყველის წარმოების ტრენინგში ჩაერთო. 

ევროკავშირისა და შვედეთის დაფინანსებით, ENPARD IV პროგრამის ფარგლებში, FAO-მ       2100 ფერმერს, FAO-ს ფერმერთა საველე სკოლის ბაზაზე, სურსათის უვნებლობის სტანდარტების თემაზე პრაქტიკული ტრენინგები  ჩაუტარა. ტრენინგები მოიცავდა მონაწილეთა შორის ინტერაქციებსა და FAO-ს ტექნიკურ კონსულტაციებს. 

ელჩმა მონაწილეობა მიიღო ყველის წარმოებაში, გაესაუბრა გორის მუნიციპალიტეტში არსებულ ფერმერთა საველე სკოლის მონაწილეებს და ხაზი გაუსვა რძის პროდუქტის წარმოებაში, მაღალი ხარისხისა და კვებითი ღირებულების სურსათზე წვდომის უზრუნველსაყოფად, საქართველოში სურსათის უვნებლობის სტანდარტების გაუმჯობესების მნიშვნელობას. მან ასევე, ისაუბრა ევროკავშირის მიერ მთელი ქვეყნის მასშტაბით, ფერმერებისთვის გაწეული მუდმივი მხარდაჭერის შესახებ. 

“ბედნიერი ვარ, რომ ევროკავშირი, FAO-სთან ერთად, გარემოს დაცვისა და ქართველი ფერმერების შემოსავლის ზრდის  მიზნით, სოფლის მეურნეობის მიდგომებისა და მეთოდების გაუმჯობესებას უწყობს ხელს საქართველოში. ENPARD პროგრამას, ნამდვილად მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ქვეყნის სოფლის მეურნეობის განვითარებაში. მოხარულნი ვართ,  ფერმერებთან, სურსათის ბიზნესოპერატორებთან და სახელმწიფო სტრუქტურებთან თანამშრომლობით, მეტად მდგრადი და ხარჯთეფექტური სოფლის მეურნეობის შესაქმნელად საქართველოში.“ განაცხადა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, პაველ ჰერჩინსკიმ. 

“ევროკავშირისა და შვედეთის ხელშეწყობით, ENPARD პროგრამის ფარგლებში, FAO ათასობით ფერმერს უტარებს ტრენინგებს. ასობით მათგანს თანადაფინანსების გრანტებით დავეხმარეთ დანადგარებზე წვდომის გასაუმჯობესებლად. თუმცა, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რომ ათასობით მცირე ფერმერის პრაქტიკული უნარები განვავითარეთ, რაც აუცილებელია წარმოების ხარისხისა და მოცულობის გასაზრდელად და შედეგად ფერმერთა ეკონომიკური კეთილდღეობისა და სოფლად ეკონომიკური შესაძლებლობების გაუმჯობესებისთვის. თუმცა, ბევრად უფრო მეტის გაკეთებაა შესაძლებელი ევროკავშირის გამოცდილების გათვალისწინებით, რომ უზრუნველვყოთ ინკლუზიურობა და ეკოლოგიური ფაქტორები სოფლის მეურნეობის ინდუსტრიის მხარდაჭერისას. ევროკავშირთან და შვედეთთან პარტნიორობით, FAO აგრძელებს სახელმწიფო სტრუქტურებთან, ფერმერულ თემებთან და კერძო სექტორთან მუშაობას სოფლის მეურნეობის ინდუსტრიაში მდგრადი განვითარების უზრუნველსაყოფად,“ ამბობს FAO-ს პროგრამის კოორდინატორი ხავიერ სანს ალვარესი. 

ევროკავშირი, ENPARD პროგრამის ფარგლებში, მხარს უჭერს სოფლის მეურნეობასა და სოფლის განვითარებას საქართველოში. სოფლად ეკონომიკური შესაძლებლობების გაძლიერებისა და საქართველოში სიღარიბის შემცირების მიზნით,  ENPARD პროგრამა, 2013 წლიდან ხორციელდება. პროგრამა, საწყის ეტაპზე, მხარს უჭერდა სოფლის მეურნეობის პოტენციალის განვითარებას ქვეყანაში. მომდევნო ეტაპზე, პროგრამა ასევე კონცენტრირდა, სოფლის მეურნეობაში, სოფლად მცხოვრები მოსახლეობისთვის, ეკონომიკური შესაძლებლობების გაჩენის ხელშეწყობაზე. 2021 წლიდან, პროგრამა ქვეყნის მხარდაჭერას, სურსათის უვნებლობის გაუმჯობესების კუთხითაც ახორციელებს, შვედეთის ფინანსური მხარდაჭერითაც, ENPARD IV-ის, სურსათის უვნებლობის კომპონენტის მთავარ განმახორციელებელ ორგანიზაციებთან, FAO-სა და ჩეხეთის განვითარების სააგენტოსთან ერთად

კონტაქტი: 

ნათია ხულუზაური, კომუნიკაციების ოფიცერი; natia.khuluzauri@fao.org; +995577245502