fbpx
ჩაერთე, შეცვალე უკეთესობისკენ/Get Involved, make a difference

ხანდახან გვეჩვენება, რომ საზოგადოება სულ უფრო პოლარიზებული ხდება, რაც ადამიანების ერთმანეთისგან დაშორებასა და მათ შორის დაძაბულობას იწვევს. სანამ ჩვენ პოლიტიკაზე, ღირებულებებზე, ცხოვრების წესსა და პანდემიაზე ვკამათობთ, ადამიანებს შორის კომუნიკაცია, როგორც ჩანს, უფრო კონცენტრირებული ხდება ჩვენს შორის არსებულ განსხვავებებზე და კონფლიქტებზე, ვიდრე თანამშრომლობასა და მხარდაჭერაზე. პანდემიის მშფოთვარე წლებმა ადამიანებს შორის უშუალო კომუნიკაცია მინიმუმამდე შეამცირა. ადამიანების ერთმანეთთან დასაახლოებლად შექმნილი სოციალური მედიისა და სხვა ონლაინ საკომუნიკაციო პლატფორმების გამოყენებამ უკანასკნელი წლების განმავლობაში ადამიანებს შორის დაძაბულობა მხოლოდ გაამწვავა, პანდემიის დროს მსოფლიოს მილიონობით ადამიანის სოციალურ იზოლაციასა და შიშთან ერთად ქცევის დაუხვეწავი წესების, ყალბი ამბებისა და შერჩევითი ალგორითმების გაჩენით.

თუმცა, თუ უფრო ღრმად შევხედავთ, ვიპოვით ბევრ ისეთ ადამიანს, რომლებიც სხვა ადამიანებთან კავშირებს და არა გამყოფ საზღვრებს აგებს; ადამიანებს, რომლებიც ხიდების ნგრევის ნაცვლად, ხიდების აშენებას ცდილობენ; ადამიანებს, რომლებიც ცვლიან საზოგადოებაში ფესვგადგმულ სტერეოტიპებს მშვიდობიანი კომუნიკაციის საშუალებითა და საერთო ძალისხმევით. მათი მაგალითების საფუძველზე შეგვიძლია მარტივად დავასკვნათ, რომ ჯერ კიდევ არსებობს საკმარისი სივრცე დიალოგისთვის, ადამიანური კავშირებისა და ურთიერთგაგებისათვის.

საკუთარ საზოგადოებაში აქტიური როლის და მოქალაქის ვალდებულებების შესრულება ევროპული საზოგადოების მთავარი მახასიათებელია. ევროკავშირი მუშაობს ცალკეულ მოქალაქეებთან იმისათვის, რომ მათ გაიუმჯობესონ თავიანთი მდგომარეობა და მეზობლებთან და საზოგადოების სხვა წევრებთან უფრო მჭიდრო კავშირები დაამყარონ. ადამიანების მონაწილეობა და ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების პროცესებში სოციალურ კაპიტალს ზრდის. საზოგადოების სასარგებლოდ მოქმედებისას, ადამიანები სხვებს აძლევენ საერთო მიზნებისა და უკეთესი მომავლის მისაღწევად ძალისხმევაში მონაწილეობისა და თანამშრომლობის მოტივაციას.

აქტიური მოქალაქეები ყველა საზოგადოებაშია, იქნება ეს დიდი ქალაქი თუ შორეული სოფელი. თავიანთი საქმიანობითა და ინიციატივებით ისინი მეტ შესაძლებლობებს უქმნიან იმ ადამიანებს, რომლებსაც ნაკლებად გაუმართლა, და ამით მათ იმედს უბრუნებენ.

თვალი ადევნეთ ახალგაზრდა იურისტების, დეას და რამინის, ისტორიას, რომელთა ინიციატივების შედეგად შშმ მოქალაქეების უფლებები გაძლიერდა. გაეცანით ახალგაზრდა მოდელის, ანას, ისტორიას, რომელმაც მოდის ინდუსტრიაში, დასაქმების უფლებებისა და კანონების შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით, პროფკავშირი დააარსა. გაიგეთ მეტი საზოგადოებრივი აქტივისტი სოფოს შესახებ, რომელიც პანდემიის დროს ხანდაზმულ ადამიანებს ციფრული ტექნოლოგიების ათვისებაში ეხმარება; მარნეულელი ახალგაზრდა აქტივისტი სამაიას შესახებ, რომელიც იბრძვის ადრეული ქორწინებების წინააღმდეგ; სათემო ლიდერებს დიანას, აგასინის და ვლადიმირის შესახებ სამცხე-ჯავახეთიდან, რომლებიც, ადგილობრივი ახალგაზრდული ინიციატივების სტრუქტურული პაკეტის შემუშავების გზით, საკუთარ იდეებსა და ინიციატივებს ადგილობრივ თვითმმართველობას აწვდიან.

ეს შთამაგონებელი ისტორიები გვიჩვენებს იმას, თუ რას ნიშნავს იყო აქტიური მოქალაქე და როგორ შეუძლია თითოეულ ჩვენგანს გააუმჯობესოს გარემო, რომელშიც ვცხოვრობთ. ეს არის ისტორიები იმ ადამიანების სიძლიერისა და მედეგობის შესახებ, რომლებიც იღებენ ინიციატივას იმ ადამიანების დასახმარებლად, რომლებსაც დახმარება სჭირდებათ. ეს არის იმედისა და სიკეთის, აქტიური მოქალაქეების ისტორიები, რომლებიც უკეთეს მომავალს უქმნიან იმ საზოგადოებებს, რომლებშიც ცხოვრობენ.

ვიდეო ისტორიები

ქალის და კაცის საქმე არ არსებობს

კომპიუტერული უნარების დახმარებით აღდგენილი კომუნიკაცია

ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით.
© European Union,