fbpx
Skip to main content

1 ივნისი – ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე

1 ივნისს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნება.

ევროკავშირი ამაყობს საქართველოში ბავშვთა უფლებების მხარდაჭერით, რასაც   სახელმწიფოსა და არასამთავრობო სექტორთან მჭიდრო თანამშრომლობით ახორციელებს. ეს საქმიანობა მოიცავს  ბავშვთა დაცვის პოლიტიკის დანერგვის, აღსრულებისა და სრულყოფის ხელშეწყობას, ბავშვთა დაცვის მექანიზმების განვითარებას, ისეთი სერვისების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას, რომლებიც აუცილებელია ბავშვის ნორმალური ზრდისა და განვითარებისთვის.

ევროკავშირი ხელს უწყობს ინსტიტუციონალური მიდგომის შეცვლასა და ბავშვის ოჯახურ გარემოში აღზდის სისტემაზე გადასვლას. ამ მიმართულებით განხორციელებულ საქმიანობაზე ინფორმაციის მისაღებად იხილეთ ვიდეოები, ასევე გაიგეთ მეტი ჩვენი მხარდაჭერით მიმდინარე სხვა პროექტების შესახებ.

ისტორიები მინდობით აღზრდის შესახებ