დაიწყო მცირე, საშუალო და მსხვილი ბიზნეს გრანტების კონკურსი რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „მთიანი საქართველოს ახალი სიცოცხლე“ (ENPARD 4) ფარგლებში.
მცირე ბიზნეს გრანტების კონკურსის მიზანია რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში ახალი ბიზნესების შექმნის ან არსებული ბიზნესების განვითარების მხარდაჭერა. შესაბამისად, თუ თქვენ გაქვთ ბიზნეს იდეა, გსურთ ბიზნესის დაწყება, ან მოქმედი ბიზნესის განვითარება, ეს საგრანტო კონკურსი შესაძლოა იყოს თქვენთვის.
საგრანტო კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ:
– ფიზიკურ პირებს, რომლებსაც მჭიდრო კავშირი აქვთ რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარესთან;
– სამეწარმეო იურიდიულ პირებს, რომლებიც რეგისტრირებულები არიან და საქმიანობას ეწევიან რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში.
დამატებითი ინფორმაცია:
მცირე ბიზნესი: https://irc.ge/index.php?m=166&news_id=171
საშუალო ბიზნესი: https://irc.ge/index.php?m=166&news_id=170
მსხვილი ბიზნესი: https://irc.ge/index.php?m=166&news_id=169