fbpx
Skip to main content

ევროკავშირის მხარდაჭერით, ‘’საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსი – მელიორა 2024“-ის განაცხადების მიღება დაიწყო

06/02/2024

განაცხადები მიიღება 2024 წლის 20 თებერვლამდე.

„საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსი – მელიორა 2024“ საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის (CSRDG) ორგანიზებითა და ევროკავშირისა (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მხარდაჭერით ტარდება,  პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატა“ ფარგლებში. 

„მელიორა 2024“ მიზნად ისახავს საქართველოში კორპორაციული პასუხისმგებლობის  განვითარებას და საზოგადოებაში მის პოპულარიზაციას. ყოველწლიური კონკურსის  ფარგლებში ჯილდოვდებიან ბიზნეს კომპანიები მათი საუკეთესო ინიციატივებისა და  პროექტებისთვის, რომლებიც ხელს უწყობენ კორპორაციული სოციალური  პასუხისმგებლობის (CSR) განვითარებას.

“საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსი – მელიორა 2024” გამარჯვებულებს  გამოავლენს შემდეგ კატეგორიებში:

• მწვანე ინიციატივა

• პასუხისმგებლიანი დამსაქმებელი

• კეთილსინდისიერი საქმიანობა ბაზარზე

• საზოგადოების მხარდაჭერა 

• სექტორთა პარტნიორობა – გაზიარებული პასუხისმგებლობა 

• გამჭვირვალობა და ანგარიშგება 

• წლის CSR-მენეჯერი (სპეციალური კატეგორია)

• წლის პასუხისმგებელი მსხვილი კომპანია

• წლის პასუხისმგებელი მცირე და საშუალო კომპანია

კონკურსის „მელიორა 2024“-ის ჟიური შედგება წამყვანი უცხოელი და ქართველი  ექსპერტებისგან, საერთაშორისო და ადგილობრივი საზოგადოებრივი ორგანიზაციებიდან და აკადემიური წრეებიდან.

გამარჯვებულები გამოვლინდებიან მელიორას დაჯილდოების ცერემონიალზე, რომელსაც  დაესწრებიან დიპლომატები, საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები, ადგილობრივი  და საერთაშორისო ექსპერტები, სამოქალაქო საზოგადოებისა და ბიზნესის  წარმომადგენლები.

ევროინტეგრაციის კონტექსტში, მდგრად განვითარებასა და კორპორაციულ მდგრადობას,  როგორც ბიზნეს ოპერაციების განუყოფელ კომპონენტებს გადამწყვეტი მნიშვნელობა

ენიჭება. ბიზნეს კომპანიებმა კორპორატიული პასუხისმგებლობა სამომავლო განვითარების  სტრატეგიულ ასპექტად უნდა განიხილონ. არსებობს მზარდი ტენდენცია, როდესაც  მომხმარებლები, თანამშრომლები და ზოგადად საზოგადოება მოელის, რომ კომპანიები  უფრო აქტიურ როლს შეასრულებენ გარემოსდაცვითი, სოციალური და კულტურული  საკითხების მოგვარებაში. მელიორას მსგავსი კონკურსები მნიშვნელოვან როლს თამაშობს  ბიზნესისთვის სოციალური და გარემოსდაცვითი პროექტების ჩამოყალიბებასა და  განხორციელებაში, რაც მათ საზოგადოების ყურადღების ცენტრში აქცევს.

ინფორმაცია პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა“ შესახებ: 

პროექტი „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული  სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის“  ევროკავშირის და კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით ხორციელდება. 

ინფორმაცია განმახორციელებელი ორგანიზაციის შესახებ:

საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი შეიქმნა 1995 წელს და  სამოქალაქო სექტორში წარმატებული მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს,  როგორც თბილისში, ისე საქართველოს სხვადასხვა რეგიონში. ეს იყო პირველი ქართული  ორგანიზაცია, რომელმაც მოამზადა და გამოაქვეყნა: მდგრადობის ანგარიში GRI (Global  Reporting Initiative) მდგრადობის ანგარიშგების სახელმძღვანელო პრინციპების შესაბამისად;  პირველი ქართულენოვანი სახელმძღვანელო CSR უმაღლესი საგანმანათლებლო  დაწესებულებებისთვის; ყოვლისმომცველი ანალიტიკური კვლევა „კორპორაციული  სოციალური პასუხისმგებლობისა და საჯარო სექტორის როლის შესახებ“ (ანალიზი და  რეკომენდაციები საქართველოს მთავრობისთვის); CSR-ის სახელმძღვანელო მცირე და  საშუალო ბიზნესისთვის; შეიმუშავა კორპორაციული პასუხისმგებლობის საინფორმაციო  ჰაბი; დააარსა საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსი – მელიორა.

საკონტაქტო პირი

ნათია ჩიქოვანი, საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი -„სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა”, (+995) 551514514,ელ. ფოსტა: natia.chikovani@csrdg.ge