fbpx
Skip to main content

პრესრელიზი – დირექტორი ლორენს მერედიტი და ელჩი კარლ ჰარცელი იმერეთსა და აჭარას ესტუმრნენ

21/10/2021

20-21 ოქტომბერს, ლორენს მერედიტი, ევროკომისიის დირექტორი აღმოსავლეთ სამეზობლოსთან ურთიერთობასა და ინსტიტუციური მშენებლობის საკითხებში და კარლ ჰარცელი, საქართველოში ევროკავშრის ელჩი, საქართველოს რეგიონებისთვის ევროკავშირის მხარდაჭერის წარმოსაჩენად იმერეთსა და აჭარას ესტუმრნენ. ვიზიტი შედგა ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის შემუშავებულ ეკონომიკურ და საინვესტიციო გეგმის კონტექსტში, განსაკუთრებული აქცენტებით შავი ზღვით კავშირების განმტკიცების საკითხებზე.   

იხილეთ სრულად

ვიზიტისას ლორენს მერედიტმა აღნიშნა, მოხარული ვარ, რომ დავბრუნდი საქართველოში, რათა ხელი შევუწყო ევროკავშირის ეკონომიკურ და საინვესტიციო გეგმ საზოგადოებისთვის ფართოდ წარდგენას. მომდევნო წლებში, ჩვენს პარტნიორებთან ერთად ვიმუშავებთ, ომ დავეხმაროთ საქართველოს მოქალაქეებს მიიღონ წვდომა მაღალი ხარისხის ინტერნეტ კავშირებზე, განვამტკიცოთ კავშირები შავ ზღვის საშუალებით, ხელი შეუწყო ბიზნესს კოვიდ-19ის შემდგომ საქმიანობის აღდგენაში და უზრუნველყოთ, რომ ქვეყანაში ადამიანებმა ისუნთქონ სუფთა ჰაერი.

თავდაპირველად, 20 ოქტომბერს, ლორენს მერედიტი და კარლ ჰარცელი ესტუმრნენ ახალგაზრდა ქალი მეწარმის, ბაია აბულაძის საწარმოს „ბაიას ღვინოს“, რომელიც იმერეთში, სოფელ ობჩაში მდებარეობს. სტუმრებმა დაათვალიერეს ვენახი, საოჯახო მარანი და გაეცნენ ღვინის დაყენების ტრადიციულ მეთოდებს. ბაიამ სამეწარმეო მხარდაჭერა არაფორმალური განათლების, კონტაქტების დამყარების, გაყიდვებისა და პროდუქციის პოპულარიზაციის სფეროებში მიიღო. ევროკავშირის EU4Business ინიციატივის დახმარებით, მან გაიარა უნარ-ჩვევების გაძლიერების ტრენინგი, მონაწილეობა მიიღო კონფერენციებში, გამოფენებში, ჩაერთო სხვადასხვა ქსელებსა და ექსპორტის ხელშეწყობის ღონსძიებებში ევროპისა და მსოფლიოს მასშტაბით. ამჟამად „ბაიას ღვინო“ წელიწადში 18,000 ბოთლ ღვინოს აწარმოებს და ექსპორტზე გააქვს ევროკავშირის სხვადასხვა ქვეყნებში, მათ შორის ავსტრიაში, გერმანიაში, ნიდერლანდებში, საფრანგეთში, დანიაში, შვედეთში, ნორვეგიაში და სხვა.

ვიზიტი გაგრძელდა ქობულეთის მუნიციპალიტეტის პატარა სოფელ ზენითში. ევროკავშირის ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმის ფარგლებში და ევროპის საინვესტიციო ბანკთან (EIB) თანამშრომლობით, ევროკავშირი, ზენითის მსგავს სოფლად მცხოვრებ 1,000 თემს მაღალსიჩქარიან ინტერნეტზე წვდომაში დაეხმარება. დირექტორი მერედიტი და ელჩი ჰარცელი შეხვდნენ მუნიციპალიტეტის წარმომადგენელს და პროექტის ინიციატორს და დაგეგმილი სამუშაოების მოსალოდნელ შედეგებზე ისაუბრეს.

ვიზიტის პირველი დღე დასრულდა ციხისძირში, ქობულეთის მუნიციპალიტეტში. ლორენს მერედიტი და კარლ ჰარცელი ეწვივნენ ადგილობრივ რესტორანს „შუქურა“, რომელსაც აჭარა ჯგუფი მართავს. რესტორანში ახლახანს ხუთი სმენის არ მქონე ახალგაზრდა დასაქმდა. მათ ეს შესაძლებლობა ევროკავშირის Skills4Jobs პროგრამის ფარგლებში ორგანიზებული ბათუმის დასაქმების ფორუმის დახმარებით მიეცათ.

ვიზიტის მეორე დღე, 21 ოქტომბერი, სტუმრებმა ბათუმში გაატარეს. დილით, ლორენს მერედიტი და კარლ ჰარცელი მივიდნენ ტრაგედიის ადგილზე, სადაც 8 ოქტომბერს საცხოვრებელი შენობა ჩამოინგრა.

ვიზიტი ბათუმის პორტში გაგრძელდა, სადაც თამარ იოსელიანმა, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორმა  ევროკავშრის მხარდაჭერით შემუშავებული საქართველოს პირველი საზღვაო სტრატეგია წარადგინა. პორტის ობიექტების დათვალიერებისას, ლორენს მერედიტმა და კარლ ჰარცელმა ხაზი გაუსვეს ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმის მოსალოდნელ შედეგებს შავი ზღვის სატრანსპორტო კავშირების განვითარების კუთხით.

ამის შემდეგ დელეგაცია ესტუმრა წარმატებულ ადგილობრივ სამშენებლო კომპანიას „ნოვა“, რომელმაც საკუთარი წარმოება EU4Business-EBRD საკრედიტო ხაზის დახმარებით გააფართოვა. ევროკავშირის და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ერთობლივი მხარდაჭერა კომპანიას დაეხმარა წარმოების მოცულობისა და საწარმოს ფართობის გაზრდაში, აგრეთვე ახალი აღჭურვილობის შეძენაში, რომელიც შეესაბამება ევროკავშირის სტანდარტებს, როგორც გარემოსდაცვითი, ასევე ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დაცვის კუთხით. კომპანიამ ასევე ისარგებლა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული EBRD-ის საკონსულტაციო მომსახურებით, რის შედეგადაც შექმნა მართვის საინფორმაციო სისტემები, გააუმჯობესა ლოგისტიკა და საერთაშორისო შესყიდვები. შეხვედრის დროს ლორენს მერედიტმა და კარლ ჰარცელმა კიდევ ერთხელ ისაუბრეს იმ დახმარებაზე, რომელსაც ევროკავშირი საქართველოს მცირე და საშუალო ზომის საწარმოებს კოვიდ-19-ით შექმნილი კრიზისის დასაძლევად უწევს. ევროკავშირის ეკონომიკურ და საინვესტიციო გეგმაში გათვალისწინებულია მცირე და საშუალო ზომის კომპანიების მხარდაჭერის გაძლიერება იმისათვის, რომ მათ ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) სარგებლის სრულად მიღება შეძლონ.

ორდღიანი პროგრამა დასრულდა ღონისძიებით „შავი ზღვა – საუბრები კავშირების განმტკიცებაზე“, რომელიც პირველად ჩატარდა. პანელურ დისკუსიაზე, დირექტორმა მერედიტმა და ელჩმა ჰარცელმა, აგრეთვე ევროპის საინვესტიციო ბანკის, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის და მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებმა, ადგილობრივ ახალგაზრდებთან და მეწარმეებთან ერთად, ისაუბრეს საკუთარ ხედვებზე შავი ზღვის მომავალთან დაკავშირებით. დისკუსია წარიმართა საქართველოში ევროკავშირის ეკონომიკურ და საინვესტიციო გეგმის გარშემო. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სატრანსპორტო, ციფრულ და გარემოსდაცვით საკითხებს. კოვიდ-19-ის მიზეზით დაწესებული შეზღუდვების გამო, ღონისძიება ჰიბრიდულ ფორმატში ჩატარდა. მას მონაწილეთა მცირე რაოდენობა ესწრებოდა. ღონისძიების ჩანაწერი შეგიძლიათ იხილოთ ევროკავშირის წარმომადგენლობის Facebook-ის გვერდზე.

დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ:

  • თამარ მიქაძე, პრესისა და ინფორმაციის სამსახური, ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში, Mikadze@eeas.europa.eu, 599 533031
  • ინგა ნიკაგოსიანი, პროექტის ხელმძღვანელი, EU4Georgia III, inga@commwithus.eu, 577 293979

ღონისძიება „შავი ზღვა – საუბრები კავშირების განმტკიცებაზე“

21/10/2021

ორდღიანი პროგრამა დასრულდა ღონისძიებით „შავი ზღვა – საუბრები კავშირების განმტკიცებაზე“, რომელიც პირველად ჩატარდა. პანელურ დისკუსიაზე, დირექტორმა მერედიტმა და ელჩმა ჰარცელმა, აგრეთვე ევროპის საინვესტიციო ბანკის, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის და მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებმა, ადგილობრივ ახალგაზრდებთან და მეწარმეებთან ერთად, ისაუბრეს საკუთარ ხედვებზე შავი ზღვის მომავალთან დაკავშირებით. დისკუსია წარიმართა საქართველოში ევროკავშირის ეკონომიკურ და საინვესტიციო გეგმის გარშემო. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სატრანსპორტო, ციფრულ და გარემოსდაცვით საკითხებს. კოვიდ-19-ის მიზეზით დაწესებული შეზღუდვების გამო, ღონისძიება ჰიბრიდულ ფორმატში ჩატარდა. მას მონაწილეთა მცირე რაოდენობა ესწრებოდა. ღონისძიების ჩანაწერი შეგიძლიათ იხილოთ ევროკავშირის წარმომადგენლობის Facebook-ის გვერდზე.

იხილეთ ღონისძიების პრეს რელიზი.

ვიზიტი კომპანიაში „ნოვა“

21/10/2021

დელეგაცია ესტუმრა წარმატებულ ადგილობრივ სამშენებლო კომპანიას „ნოვა“, რომელმაც საკუთარი წარმოება EU4Business-EBRD საკრედიტო ხაზის დახმარებით გააფართოვა. ევროკავშირის და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ერთობლივი მხარდაჭერა კომპანიას დაეხმარა წარმოების მოცულობისა და საწარმოს ფართობის გაზრდაში, აგრეთვე ახალი აღჭურვილობის შეძენაში, რომელიც შეესაბამება ევროკავშირის სტანდარტებს, როგორც გარემოსდაცვითი, ასევე ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დაცვის კუთხით. კომპანიამ ასევე ისარგებლა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული EBRD-ის საკონსულტაციო მომსახურებით, რის შედეგადაც შექმნა მართვის საინფორმაციო სისტემები, გააუმჯობესა ლოგისტიკა და საერთაშორისო შესყიდვები. შეხვედრის დროს ლორენს მერედიტმა და კარლ ჰარცელმა კიდევ ერთხელ ისაუბრეს იმ დახმარებაზე, რომელსაც ევროკავშირი საქართველოს მცირე და საშუალო ზომის საწარმოებს კოვიდ-19-ით შექმნილი კრიზისის დასაძლევად უწევს. ევროკავშირის ეკონომიკურ და საინვესტიციო გეგმაში გათვალისწინებულია მცირე და საშუალო ზომის კომპანიების მხარდაჭერის გაძლიერება იმისათვის, რომ მათ ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) სარგებლის სრულად მიღება შეძლონ.

ვიზიტი ბათუმის პორტში

21/10/2021

ვიზიტი ბათუმის პორტში გაგრძელდა, სადაც თამარ იოსელიანმა, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორმა ევროკავშრის მხარდაჭერით შემუშავებული საქართველოს პირველი საზღვაო სტრატეგია წარადგინა. პორტის ობიექტების დათვალიერებისას, ლორენს მერედიტმა და კარლ ჰარცელმა ხაზი გაუსვეს ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმის მოსალოდნელ შედეგებს შავი ზღვის სატრანსპორტო კავშირების განვითარების კუთხით.

მასალები მედიისთვის

ვიზიტი ბათუმში

21/10/2021

ვიზიტის მეორე დღე, 21 ოქტომბერი, სტუმრებმა ბათუმში გაატარეს. დილით, ლორენს მერედიტი და კარლ ჰარცელი მივიდნენ ტრაგედიის ადგილზე, სადაც 8 ოქტომბერს საცხოვრებელი შენობა ჩამოინგრა. საქართველოს მოქალაქეებისთვის სამძიმრის გამოხატვის ნიშნად, მათ ტრაგედიის ადგილი ყვავილებით შეამკეს.

მასალები მედიისთვის

განცხადებები პრესისთვის: დირექტორი ლორენს მერედიტი და ელჩი კარლ ჰარცელი ბათუმს ეწვევიან და შავი ზღვით კავშირების განმტკიცების შესაძლებლობებს განიხილავენ

21/10/2021

21 ოქტომბერს, ლორენს მერედიტი, ევროკომისიის აღმოსავლეთ სამეზობლოსთან ურთიერთობისა და ინსტიტუციურ მშენებლობაზე პასუხისმგებელი დირექტორი და კარლ ჰარცელი, საქართველოში ევროკავშირის ელჩი ბათუმს ეწვევიან, რათა ხაზი გაუსვან ევროკავშირის მიერ რეგიონის მხარდაჭერას და შავი ზღვით კავშირების განმტკიცების მნიშვნელობას.

იხილეთ სრულად

21 ოქტომბერს, 09:45 საათზე, მედიისთვის განცხადებები გაკეთდება ბათუმის პორტში.

მისამართი:  ბაქოს ქ. 11, ბათუმი.

  • ლორენს მერედიტისა და კარლ ჰარცელის პროგრამა დაიწყება 8 ოქტომბერს ბათუმში მომხდარი ტრაგედიის ადგილზე მისვლით. დაღუპულთა პატივსაცემად ისინი ტრაგედიის ადგილს ყვავილებით შეამკობენ.
  • საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორთან ერთად, დელეგაცია ეწვევა ბათუმის პორტს, სადაც შედგება ევროკავშირის მხარდაჭერით შემუშავებული საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის პირველი სტრატეგიის პრეზენტაცია. სტუმრები ასევე დაათვალიერებენ პორტს.
  • ვიზიტი გაგრძელდება სამშენებლო და გადახურვის მასალების მწარმოებელი ადგილობრივი კომპანიის “ნოვა”–ს დათვალიერებით. კომპანიამ ისარგებლა ევროკავშირის და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის EU4Business-EBRD საკრედიტო ხაზით.
  • დღის ბოლოს გაიმართება ღონისძიება “შავი ზღვა – საუბრები კავშირების განმტკიცებაზე”. შედგება პანელური დისკუსია ევროკავშირის, ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB), ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) და მსოფლიო ბანკის (WB), ასევე ადგილობრივი ახალგაზრდებისა და ახალგაზრდა მეწარმეების მონაწილეობით. დისკუსია დაეფუძნება ევროკავშირის ეკონომიკურ და საინვესტიციო გეგმას საქართველოსთვის და შეეხება ტრანსპორტთან, ციფრულ კომუნიკაციებთან და გარემოსთან დაკავშირებულ საკითხებს. კოვიდ-19-ის შეზღუდვების გამო, ღონისძიება ჩატარდება ჰიბრიდულ ფორმატში. ბათუმის სასტუმრო „ჰილტონ“-ში, ღონისძიებას მონაწილეები შეზღუდული რაოდენობით დაესწრებიან, ხოლო პირდაპირი გადაცემა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის Facebook გვერდზე იქნება უზრუნველყოფილი.

ვიზიტის შესახებ ინფორმაცია განთავსდება და მუდმივად განახლდება EU4Georgia ვებ-გვერდზე: https://eu4georgia.ge/mediacorner/

დამატებით ინფორმაციისთვის დაუკავშირდით:

  • თამარ მიქაძე, პრესისა და ინფორმაციის სამსახური, ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში, Mikadze@eeas.europa.eu, 599 533031
  • ინგა ნიკაგოსიანი, პროექტის ხელმძღვანელი, EU4Georgia III, inga@commwithus.eu, 577 293979

ვიზიტი ციხისძირში

20/10/2021

ვიზიტის პირველი დღე დასრულდა ციხისძირში, ქობულეთის მუნიციპალიტეტში. დირექტორი მერედიტი და ელჩი ჰარცელი ეწვივნენ ადგილობრივ რესტორანს „შუქურა“, რომელსაც აჭარა ჯგუფი მართავს. რესტორანში ახლახანს ხუთი სმენის არ მქონე ახალგაზრდა დასაქმდა. მათ ეს შესაძლებლობა ევროკავშირის Skills4Jobs პროგრამის ფარგლებში ორგანიზებული ბათუმის დასაქმების ფორუმის დახმარებით მიეცათ.

მასალები მედიისთვის

ვიზიტი ევროპის საინვესტიციო ბანკის პროექტში ქობულეთის სოფელ ზენითში

20/10/2021

ვიზიტის ფარგლებში, ლორენს მერედიტი და კარლ ჰარცელი ქობულეთის მუნიციპალიტეტის პატარა სოფელ ზენითს ესტუმრნენ. ევროკავშირის ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმის ფარგლებში და ევროპის საინვესტიციო ბანკთან (EIB) თანამშრომლობით, ევროკავშირი, ზენითის მსგავს სოფლად მცხოვრებ 1,000 თემს მაღალსიჩქარიან ინტერნეტზე წვდომაში დაეხმარება. დირექტორი მერედიტი და ელჩი ჰარცელი შეხვდნენ მუნიციპალიტეტის წარმომადგენელს და პროექტის ინიციატორს და დაგეგმილი სამუშაოების მოსალოდნელ შედეგებზე ისაუბრეს.

მასალები მედიისთვის

ვიზიტი საოჯახო საწარმოში “ბაიას ღვინო”

20/10/2021

20 ოქტომბერს, ლორენს მერედიტი და კარლ ჰარცელი ესტუმრნენ ახალგაზრდა ქალი მეწარმის, ბაია აბულაძის საწარმოს „ბაიას ღვინოს“, რომელიც იმერეთში, სოფელ ობჩაში მდებარეობს. სტუმრებმა დაათვალიერეს ვენახი, საოჯახო მარანი და გაეცნენ ღვინის დაყენების ტრადიციულ მეთოდებს. ბაიამ სამეწარმეო მხარდაჭერა არაფორმალური განათლების, კონტაქტების დამყარების, გაყიდვებისა და პროდუქციის პოპულარიზაციის სფეროებში მიიღო. ევროკავშირის EU4Business ინიციატივის დახმარებით, მან გაიარა უნარ-ჩვევების გაძლიერების ტრენინგი, მონაწილეობა მიიღო კონფერენციებში, გამოფენებში, ჩაერთო სხვადასხვა ქსელებსა და ექსპორტის ხელშეწყობის ღონსძიებებში ევროპისა და მსოფლიოს მასშტაბით. ამჟამად „ბაიას ღვინო“ წელიწადში 18,000 ბოთლ ღვინოს აწარმოებს და ექსპორტზე გააქვს ევროკავშირის სხვადასხვა ქვეყნებში, მათ შორის ავსტრიაში, გერმანიაში, ნიდერლანდებში, საფრანგეთში, დანიაში, შვედეთში, ნორვეგიაში და სხვა.

მასალები მედიისთვის

განცხადებები პრესისთვის: დირექტორი ლორენს მერედიტი და ელჩი კარლ ჰარცელი იმერეთსა და აჭარაში ევროკავშირის პროექტებს ეწვევიან

20-21/10/2021

20-21 ოქტომბერს, ლორენს მერედიტი, ევროკომისიის აღმოსავლეთ სამეზობლოსთან ურთიერთობისა და ინსტიტუციურ მშენებლობაზე პასუხისმგებელი დირექტორი და კარლ ჰარცელი, საქართველოში ევროკავშრის ელჩი  იმერეთსა და აჭარაში გაემგზავრებიან, რათა ხაზი გაუსვან ევროკავშირის მიერ რეგიონების მხარდაჭერას და შავი ზღვით კავშირების განმტკიცების მნიშვნელობას. ლორენს მერედიტი და კარლ ჰარცელი ეწვევიან სხვადასხვა ადგილებს  და ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტების ბენეფიციარებს შეხვდებიან. რეგიონებში ვიზიტებისას მერედიტი და ჰარცელი განიხილავენ ეკონომიკისა და სოფლის განვითარებას, ბიზნესისა და მეწარმეობის მხარდაჭერას, გარემოს დაცვით თემებს და სხვა.

იხილეთ სრულად

მედიის წარმომადგენლებს შესაძლებლობა ექნებათ ევროკომისიის (ერთ–ერთ) დირექტორს  და ევროკავშირის ელჩს შეხვდნენ ბათუმში (დრო და ადგილი ცნობილი გახდება დამატებით).

20 ოქტომბერს, 09:45 საათზე, მედიისთვის განცხადებები გაკეთდება თბილისში. მედიას ვიწვევთ 09:30 საათიდან საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობაში.

მისამართი: ილია ჭავჭავაძის გამზირი 64ა (ჰილტონ გარდენ ინის შენეობა). 21 ოქტომბერს, ბათუმში ვიზიტის ფარგლებში,  ლორენს მერედიტი და კარლ ჰარცელი მონაწილეობას მიიღებენ ღონისძიებაში “შავი ზღვა –
საუბრები კავშირების განმტკიცებაზე”. ბათუმში ვიზიტთან დაკავშირებით ცალკე მედია ანონსი გამოქვეყნდება და ვიზიტის ფარგლებში მედიისთვის განცხადებები გაკეთდება.

ვიზიტის შესახებ ინფორმაცია განთავსდება და მუდმივად განახლდება EU4Georgia ვებ-გვერდზე: https://eu4georgia.ge/mediacorner/

დამატებით ინფორმაციისთვის დაუკავშირდით:

  • თამარ მიქაძე, პრესისა და ინფორმაციის სამსახური, ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში, Mikadze@eeas.europa.eu, 599 533031
  • ინგა ნიკაგოსიანი, ჯგუფის ხელმძღვანელი, EU4Georgia III, inga@commwithus.eu, 577 293979

მასალები მედიისთვის

შეხვედრა ბიზნეს აქსელერატორთან “500 Startups”