fbpx
Skip to main content

მუნიციპალიტეტების საპროექტო იდეების კონკურსი

29/04/2024

GIZ-ი საქართველო, ევროკავშირისა და გერმანიის მთავრობის მიერ დაფინანსებული ინიციატივის „EU4ITD – ეკონომიკური და სოციალური ცხოვრების კატალიზატორი“ (CESL) ფარგლებში, აცხადებს კონკურსს საპროექტო იდეების მიღებაზე. კონკურსის შედეგად განხორციელდება რეგიონული და „ინტეგრირებული” პროექტების დაფინანსება გურიის, იმერეთის, კახეთისა და რაჭა – ლეჩხუმი და ქვემო სვანეთის რეგიონებში სამი პრიორიტეტული მიმართულებით: ურბანული განახლება, ტურიზმის განვითარება და შემოსავლების გენერირება/ეკონომიკური გააქტიურება.

პროექტის ძირითადი მიზანია ეკონომიკური და სოციალური ცხოვრების დაბალანსება საქართველოში, რეგიონებიდან მიგრაციული პროცესების შემცირება და რეგიონული ცენტრების განვითარება.

განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა: 2024 წლის 31 მაისამდე

სააპლიკაციო ფორმა შეგიძლიათ იხილოთ აქ: კონკურის განაცხადის ფორმა;

დეტალური ინფორმაცია: EU4ITD – ეკონომიკური და სოციალური ცხოვრების კატალიზატორი (CESL) მუნიციპალიტეტების საპროექტო იდეების კონკურსი