fbpx
Skip to main content

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მხარდაჭერა Covid-19-ის კრიზისის დროს

Project Description
პროექტი წარმოადგენს ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის COVID-19 პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლისათვის გაწეული დახმარების ნაწილს. პროექტის მიზანია უპასუხოს პანდემიის გამოწვევებს და დაიცვას მოწყვლადი ჯგუფების უფლებები. პროექტი მუშაობს აჭარის, გურიის, იმერეთის, სამეგრელო-ზემო სვანეთისა და შიდა ქართლის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებთან და ინდივიდუალურ მხარდაჭერას და სასიცოცხლო სერვისებს თავაზობს პანდემიის პერიოდში.
პროექტის ფარგლებში შექმნილი მობილური ჯგუფები მყისიერად პასუხობენ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების მიერ თხოვნებს, რომელთა აღრრიცხვა ცხელი ხაზის მეშვეობით ხდება. ისინი ბენეფიციარებს ისეთ მხარდაჭერას უწევენ, როგორიცაა ტრანსპორტირება ადაპტირებული ავტომობილით, ბინაზე ვიზიტები, ოკუპაციური თერაპევტისა თუ ფიზიკური თერაპევტის კონსულტაციები, დახმარება გადაადგილებაში და ა.შ.
პროექტის ფარგლებში იქნება ონლაინ საინფორმაციო რესურსი, სადაც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს შეუძლიათ COVID-19 დაკავშირებული, ამ ჯუგფისთვის სპეციფიკური ინფორმაციის მიღება. მზადდება მრავალფეროვანი მასალები, რომელიც მოიცავს საკუთარი თავის მოვლას, პრაქტიკულ რჩევებს დამოუკიდებლად ცხოვრებისათვის და სხვა.
Specific Objective
ინდივიდუალური მხარდაჭერისა და შეზღუდულ შესაძლებლობასთან დაკავშირებულ კონკრეტულ ინფორმაციაზე წვდომის უზრუნველყოფა Covid-19-ით გამოწვეული ბარიერების დასაძლევად აჭარის, გურიის, იმერეთის, სამეგრელო-ზემო სვანეთის და შიდა ქართლის რეგიონებში მცხოვრები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის.
Expected Results
- აჭარის, გურიის, იმერეთის, სამეგრელო-ზემო სვანეთის და შიდა ქართლის რეგიონებში შექმნილია ინდივიდუალური მობილური მხარდაჭერის 5 ჯგუფი (მობილობის ასისტენტის, ექთნის, ოკუპაციური და ფიზიკური თერაპევტების შემადგენლობით).
- პროექტის სამიზნე რეგიონებში მცხოვრები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები იღებენ ინდივიდუალური მხარდაჭერის სერვისებს მათი პირველადი საჭიროებების შესაბამისად.
- Covid-19-სა და შეზღუდულ შესაძლებლობაზე, კონკრეტულად კი თვითმოვლის, დამოუკიდებელ ცხოვრების, ნაწოლების და სხვა საკითხების ირგვლივ მომზადებულია საინფორმაციო მასალები ქართულ ენაზე, ტექსტისა და მულტიმედია ფორმატებში.
- შექმნილია შეზღუდული შესაძლებლობის ონლაინ რესურს გვერდი, სადაც ხელმისაწვდომია საინფორმაციო მასალები შეზღუდულ შესაძლებლობასა და Covid-19-თან დაკავშირებულ საკითხებზე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის, მათი ოჯახის წევრებისა და დაინტერესებული პირებისთვის.
Project documents
Beneficiaries
Individual Support to Persons with Disabilities by Mobile Outreach Teams
Project map
Photo gallery
PROJECT DETAILS
საქართველო
Priority Area:
პარტნიორობა, რომელიც აძლიერებს, პარტნიორობა, რომელიც იცავს
Subsector:
სამოქალაქო საზოგადოება, კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებები
Topic:
ადამიანის უფლებები, სამოქალაქო საზოგადოება, COVID-19
Project Status:
დასრულებულია
Start Date:
28.05.2020
End Date:
27.01.2021
EU Project Number:
416-404