fbpx
Skip to main content

საქართველოს კონკურენციის სააგენტოს მხარდაჭერა

Project Description
პროექტის ამოცანაა კონკურენციის სააგენტოს შესაძლებლობების გაუმჯობესება კონკურენციის პოლიტიკის სათანადო აღსრულებისთვის, სააგენტოსა და დარგობრივ მარეგულირებლებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება, საქართველოში კონკურენციის კულტურის დახვეწა. პროექტის ფარგლებში მზადდება გზამკვლევი დოკუმენტები და რეკომენდაციები. პროექტი მოიცავს კვალიფიკაციის გაუმჯობესებისა და ცნობიერების ამაღლებისადმი მიძღვნილ აქტივობებს, ასევე, თემატურ სემინარებს სხვადასხვა დაინტერესებულ მხარესთან.
Specific Objective
პროექტის შედეგად გაუმჯობესდება კონკურენციის პოლიტიკის აღსრულება და სააგენტოს შესაძლებლობები, გაღრმავდება ინსტიტუციური თანამშრომლობა კონკურენციის საკითხებზე, დაიხვეწება კონკურენციის სფეროში მოღვაწე ქართველი სპეციალისტების კომპეტენიცები და უნარები, გაიზრდება კონკურენციის კულტურა საქართველოში.
Expected Results
ა) გაუმჯობესდა კონკურენციის სამართლებრივი და ინსტიტუციური ჩარჩო:

კონკურენციის სააგენტოს თანამშრომლების ცოდნის დონე კონკურენციისა და ბაზრის ფუნქციონირების საკითხებთან დაკავშირებით, DCFTA-ს დებულებების შესაბამისად, ამაღლდა.
ეს მოიცავს კონკურენციის სფეროში უწყების შესაძლებლობების გაზრდას, კონკურენციის პოლიტიკისა და კანონმდებლობის გაუმჯობესებას. გაუმჯობესებული ცოდნა და შესაძლებლობები გამოიწვევს კონკურენციის პოლიტიკის შესახებ ცნობიერების ამაღლებას, კონკურენციის კანონმდებლობის სრულყოფას სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის სახლმწიფო დახმარების ნაწილში. ეს ასევე გამოიწვევს, კონკურენციის ორგანოს მიერ ადმინისტრაციული საქმისწარმოების ეფექტიანობისა და საქმის მოკვლევის შემთხვევების გაზრდას, ბაზრის სიღემისეული ანალიზის გაუმჯობესებას.
შიდა პროცედურების პრაქტიკა და გამჭირვალობა გაუმჯობესებულია.
გაიზარდა კონკურენციის სააგენტოს თანამშრომლების, თანამდებობის პირების და ფართო აუდიტორიის წარმომადგენელთა, მათ შორის ბიზნეს სექტორის და ეკონომიკური აგენეტების, ცნოებიერება კონკურენციის საკითხებზე.
აღნიშნული ჩარჩოს ფარგლებში, კონკურენციის სააგენტოს თანამშრომლობა დარგობრივ მარეგულირებლებთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან, გაძლიერდა და გაუმჯობესდა.
გაუმჯობესდა ინფორმაციის მართვის შიდა სისტემა.

ბ) ქართულ საზოგადოებაში კონკურენციის კულტურის შესახებ ცნობიერება ამაღლდა:

საზოგადოების სხვადასხვა სამიზნე ჯგუფში, ცნობიერება კონკურენციის სააგენტოს ფუნქციონირების, მისი როლისა და პოლიტიკის შესახებ ამაღლდა.


Project documents
Project map
Photo gallery
Support to the Georgian Competition Agency Project Launch Event
PROJECT DETAILS
საქართველო
Priority Area:
პარტნიორობა, რომელიც იცავს
Subsector:
მმართველობა და საჯარო ადმინისტრაცია
Topic:
სათანადო მართვა
Project Status:
დასრულებულია
Start Date:
29.12.2016
End Date:
13.01.2020
EU Project Number:
377-781