fbpx
Skip to main content

ევროკავშირის ინიციატივა სოლიდარობა ჯანმრთელობისთვის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში

Project Description
„ევროკავშირის ინიციატივა სოლიდარობა ჯანმრთელობისთვის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში“ წარმოადგენს COVID-19-ის პანდემიაზე საერთო ევროპული პასუხის ნაწილს, რომლის მიზანია მოკლევადიანი გადაუდებელი საჭიროებების მოგვარება. ინიციატივა ასევე თვალისწინებს გრძელვადიანი სტრუქტურული ზეგავლენის განხორციელებას განსაკუთრებული აქცენტით სუსტი ჯანდაცვის სისტემების მქონე ყველაზე დაუცველ ქვეყნებზე. ინიციატივა ხელს უწყობს პარტნიორ ქვეყნებს ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში და მათ ყველაზე დაუცველი მოსახლეობის მოთხოვნების დაკმაყოფილებაში ეხმარება.

Specific Objective
ამ ინიციატივის ზოგადი მიზანია COVID-19-ის გავლენის შესუსტება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში, და ამით მათი გრძელვადიანი სოციალურ-ეკონომიკური სიცოცხლისუნარიანობის ხელშეწყობა.
ინიციატივის კონკრეტული მიზნებია:
- ეფექტური, სწრაფი და კოორდინირებული რეაგირება COVID-19-ზე.
- ეროვნული პოტენციალის გაძლიერება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის გადაუდებელი მდგომარეობების პრევენციის, დადგენის, მათთვის მომზადების და მათზე რეაგირების საკითხებში.
Expected Results

ინიციატივა სამ ფაზად განხორციელდება:
- მოკლევადიანი პასუხი (3-4 თვე) - ინიციატივა დაიწყებს ყველაზე გადაუდებელ საჭიროებებზე რეაგირებას და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მხარდაჭერას მაქსიმალური სიმძლავრეების შექმნაში COVID-19-ის პანდემიაზე რეაგირების მიზნით. ეს მოიცავს სამკურნალო დაწესებულებების და ჯანდაცვის პროფესიონალების მზადყოფნის მხარდაჭერას მათი უზრუნველყოფით ძირითადი აღჭურვილობით, სამედიცინო აპარატურით და ტრენინგით; ასევე COVID-19-ზე რეაგირების ეროვნული კოორდინაციის მხარდაჭერას და მოსახლეობის ინფორმირებას რისკების შესახებ.
- საშუალოვადიანი პასუხი (8-9 თვე) - ინიციატივა გააგრძელებს პარტნიორი ქვეყნების მხარდაჭერას ჯანდაცვის სისტემების გაძლიერებაში COVID-19-ზე რეაგირების მიზნით; გაგრძელდება ძირითადი აღჭურვილობის და სამედიცინო აპარატურის მიწოდება, ასევე პოტენციალის შექმნა ჯანდაცვის დაწესებულებების დასახმარებლად.
- გრძელვადიანი პასუხი და სიცოცხლისუნარიანობა (12 თვე) - პანდემიიდან მიღებული გამოცდილების საფუძველზე, პროგრამა დაეხმარება პარტნიორ ქვეყნებს ჯანდაცვის სამსახურების და გადაუდებელი დახმარების მიწოდებაში და გადაუდებელ მოვლენებზე რეაგირების ეროვნულ სამოქმედო გეგმის შემუშავებაში თითოეული ქვეყნისთვის.
Project documents
Project map
Photo gallery
Videos
Trainings of Healthcare Workers on Communication with patients
Non-communicable diseases and physical activity strategy
Training of Religious Leaders on COVID-19 and vaccination
Why vaccinated people still end up in hospitals (part 2)
Why vaccinated people still end up in hospitals (part 1)
COVID-19 and the cold and flu season
Chat with WHO
Trainings summary video
PROJECT DETAILS
რეგიონალური
Priority Area:
პარტნიორობა, რომელიც ამწვანებს
Subsector:
ჯანმრთელობა
Topic:
ჯანმრთელობა, COVID-19
EaP Countries:
სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელარუსი, საქართველოს, მოლდოვა, უკრაინა, აზერბაიჯანი
Project Status:
დასრულებულია
Start Date:
15.06.2020
End Date:
14.06.2022
Social Media Links:

EU Project Number:
415-628