fbpx
Skip to main content

ანალიტიკური ინსტიტუტების ქსელი აღმოსავლეთ პარტნიორობისთვის

Project Description
პროექტი „ანალიტიკური ინსტიტუტების ქსელი აღმოსავლეთ პარტნიორობისთვის“ მიზნად ისახავს ჩართოს წამყვანი ანალიტიკური ინსტიტუტები, პოლიტიკის ექსპერტები და პოლიტიკის დამსახველები ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფოდან, აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვსი ქვეყნიდან და სხვა ქვეყნებიდან მიმდინარე ინკლუზიურ, კოორდინირებულ და სისტემატურ დიალოგში, რომელიც მოიცავს ევროკავშირის აღმოსავლეთის პოლიტიკის საკითხებს 2020 წლის შემდგომ პერიოდში. ეს ქსელი მხარს დაუჭერს სტრუქტურირებული დიალოგის წარმართვას მონაწილე მხარეებს შორის, რომლებიც ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის პოლიტიკის განვითარებით არიან დაინტერესებული.
Specific Objective
- საპილოტე ანალიტიკური ინსტიტუტის საფუძვლების შექმნა და მუშაობა მის გარდასაქმნელად მდგრად, სრულად ფუნქციონირებად ქსელად
- 3 სამუშაო შეხვედრა (დახურულ კარს მიღმა)
- 3 საჯარო ღონისძიება და 3 წყარო-დოკუმენტი
- 12 კონსულტაცია ეროვნულ დონეზე, რომლებიც ასახავს სამუშაო შეხვედრებზე განხილულ საკითხებს.
Expected Results
- სამუშაო შეხვედრები:
დაგეგმილია სამი ყოველკვარტალური შეხვედრა ერთი წლის განმავლობაში პოლიტიკის პრიორიტეტების და გამოწვევების განსახილველად, პოლიტიკური რეკომენდაციების გასაცემად და დოკუმენტების გამოსაქვეყნებლად, რომლებიც ევროკავშირის მიმდინარე და გრძელვადიან პარტნიორობის დღის წესრიგს შეესაბამება.
- კონსულტაციები ეროვნულ დონეზე:
ეროვნული დონეზე ჩასატარებელი კონსულტაციების მიზანია სამუშაო შეხვედრის განხილვების ხარისხის გაუმჯობესება აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონის კონტექსტის ღრმა ანალიზის საფუძველზე, რასაც მოჰყვება ქსელის ჩამოყალიბება ეროვნული თავისებურებების გათვალისწინებით. კონსულტაციები ეროვნულ დონეზე ორგანიზებული იქნება თითოეულ პარტნიორ ქვეყანაში სამუშაო შეხვედრების ჩატარებამდე.
- საჯარო ღონისძიებები:
ყოველი სამუშაო შეხვედრის შემდეგ ჩატარდება საჯარო ღონისძიება, რომლის განმავლობაში გაჟღერდება ძირითადი დასკვნები და ისინი განიხილება ფართო საზოგადოებასთან ერთად. ამის მიზანია სხვა დაინტერესებული მხარეების და უცხოელი პოლიტიკოსების, მათ შორის პარლამენტარების და მასპინძელი ქვეყნის სხვა პოლიტიკური მოღვაწეების ინფორმირება.
Project map
Photo gallery
PROJECT DETAILS
რეგიონალური
Priority Area:
პარტნიორობა, რომელიც აძლიერებს, პარტნიორობა, რომელიც იცავს
Subsector:
სამოქალაქო საზოგადოება, მმართველობა და საჯარო ადმინისტრაცია
Topic:
სამოქალაქო საზოგადოება, სათანადო მართვა
EaP Countries:
სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელარუსი, საქართველოს, მოლდოვა, უკრაინა
Project Status:
დასრულებულია
Start Date:
30.09.2020
End Date:
29.09.2021
EU Project Number:
418-771