fbpx
Skip to main content

Building Back Better Through Social Entrepreneurship

Project Description
პროექტი საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას რესპუბლიკის ახალგაზრდებს მდგრადი სოციალური საწარმოების შესაქმნელად საჭირო უნარებითა და ცოდნით აღჭურავს. გარდა ამისა, მონაწილეები გაიუმჯობესებენ დასაქმების შესაძლებლობებს  და მრავალმხრივ განავითარებენ სამეწარმეო კომპეტენციებს, მათ შორის კრეატიულობას, შეუპოვრობას, გუნდურ მუშაობას და სირთულეების მარტივი გზებით დაძლევის უნარს. პროექტი ხელს შეუწყობს სოციალური საწარმოებისთვის ხელსაყრელი ეკოსისტემის განვითარებას. ახალგაზრდებს ექნებათ შესაძლებლობა დაარსონ ანდა შეუერთდნენ სოციალურ საწარმოებს და გახდნენ პროაქტიული ცვლილებების შემქმნელები, რომლებიც თავს უყრიან, მობილიზებას ახდენენ და შთააგონებენ თანატოლებს და მნიშვნელოვანი გავლენა აქვთ მათზე. თითოეულ სოციალურ საწარმოს მენტორობას ბიზნეს მოხალისეები ანდა სოციალური მეწარმეები გაუწევენ, ხოლო ყველაზე პერსპექტიული საწარმოები მიიღებენ შემდგომ მხარდაჭერას, საწყის დაფინანსებას, ხილვადობას, კავშირებს,  განვითარებისა და ზრდის შესაძლებლობებს.
Specific Objective
პროექტის მიზანია წვლილი შეიტანოს ბენეფიციარი ქვეყნების სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებაში. ამასთანავე, ახალგაზრდა ლიდერებს მისცეს საშუალება, იყვნენ დემოკრატიის აქტიური საყრდენები, საზოგადოების აღმშენებლობასა და პოლიტიკურ დიალოგში.



 პროქტს აქვს 5 კონკრეტული ამოცანა:

1. საგანმანათლებლო დაწესებულებებს, ბიზნესსა და ადგილობრივ ორგანიზაციებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება, რაც საბოლოოდ, გააუმჯობესებს სოციალური მეწარმეობის პროგრამების ხარისხის. პროექტი ასევე, მიზნად ისახავს განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდას და ახალგაზრდების უზრუნველყოფას შრომის ბაზარზე მოთხოვნადი/საჭირო უნარებით. სოციალური საწარმოების შექმნის გზით, 2100 ახალგაზრდა მომავალი ლიდერი იქნება აქტიური საყრდენი დემოკრატიის, საზოგადოების აღმშენებლობასა და პოლიტიკურ დიალოგში.

2. სოციალური მეწარმეობის პრე-აქსელერაციის პროგრამაში საუკეთესო ახალგაზრდული სოციალური სტარტაპების ჩართვა, გადაცემადი ფილანტროპული მდგრადი დაფინანსების მოდელის მიხედვით.

3. სოციალური საწარმოების შემქმნელი ახალგაზრდების რაოდენობის გაზრდა და პროგრამის სწავლების შედეგად, მინიმუმ 45 სოციალური საწარმოს შექმნა.

4. აღმოსავლეთ ევროპელ ახალგაზრდებში ევროპული დამოკიდებულებებისა და თვითაღქმის გაუმჯობესება გაძლიერებით და მენტორებით.

5. სოციალური მდგრადობის გასაძლიერებლად, მწვანე და ციფრულ ეკონომიკაზე გადასვლის ხელშეწყობა.
Expected Results
პროექტის პირდაპირი შედეგები:

1. მომზადებული მაღალი დონის სოციალური მეწარმეობის სასწავლო პროგრამა, რომელიც კონკრეტული ქვეყნის სპეციფიკაციების გათვალისწინებით ადაპტირებულია ეროვნულ გარემოზე (ინსტრუმენტები, მეთოდები, გზამკვლევები, აქტივობები) და განკუთვნილია ახალგაზრდების და სხვა დაინტერესებული მხარეებისთვის. სოციალური მეწარმოების ციფრული ტრენინგ პროგრამა და მარკეტინგის ნაკრები, ხელმისაწვდომი იქნება განმანათლებლებისა და ადგილობრივი ორგანიზაციებისთვის. ჯამობრივად პროგრამაში 2100 ახალგაზრდა ჩაერთვება და შეიქმნება 45 სოციალური საწარმო.

2. ახალგაზრდა სოციალური მეწარმეების, მეწარმეული აზროვნება და უნარები გაიზომება ონლაინ თვითშეფასების ინსტრუმენტით (ESP).

3. იმ სტუდნტებისთვის, რომლებიც განავითარებენ სოციალურ საწარმოებს პროგრამის ბოლოს, განხორცილდება პრე-აქსელერატორის პროგრამა შემდგომი ზრუნვისთვის. პრე-აქსელერატორის პროგრამის ფარგლებში მოხდება, როგორც არაფინანსური (ტექნიკური დახმარება, ინკუბაცია, შესაძლებლობების გაძლიერება) მხარდაჭერა, ისე პოტენციური ხელმისაწვდომობა შემდგომ დაფინანსებაზე და შედეგიან ინვეტიციებზე.

4. ჩამოყალიბდება დაფინანსების გადაცემადი მოდელი, რომელიც უზრუნველყოფს ადრეულ ეტაპზე ფილანტროპიულ დაფინანსებას სოციალური მეწარმეებისთვის და სტუდენტებისთვის, სამ ეროვნულ მოდელად, ბენეფიციარ ქვეყნებში.

5. განმახორციელებელ ქვეყნებში მომზადდება გზამკვლევი (თეთრი ფურცელი) პროექტის მეთოდოლოგიებისა და გავლენის შესახებ და წარედგინება შესაბამის აქტორებს.
Project map
Photo gallery
PROJECT DETAILS
რეგიონალური
Priority Area:
Subsector:
Topic:
ბიზნესი, სამოქალაქო საზოგადოება, ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობა, აღმოსავლეთ პარტნიორობა, განათლება, დასაქმება, ადგილობრივი განვითარება, უნარები, ახალგაზრდობა
EaP Countries:
საქართველოს, მოლდოვა, უკრაინა
Project Status:
მიმდინარე
Start Date:
01.08.2023
End Date:
31.07.2025
Social Media Links: