fbpx
Skip to main content

ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს შესაძლებლობების გაზრდა საქართველოში ბაზრის ზედამხედვლეობის სისტემის განვითარებისთვის“

Project Description
პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოს მთავრობას ევროკავშირის ბაზარზე ზედამხედველობის საუკეთესო პრაქტიკასთან თანხვედრაში, მოქალაქეთა ჯანმრთელობის და უსაფრთხოების დაცვის და ვაჭრობის ტექნიკური ბარიერების მოხსნის შელშეწყობის მიზნით. აღნიშნული შეესაბამება ასოცირების შესახებ შეთანხმების(AA), მათ შორის ღრმა და ყოვლისმომცველი სამართლიანი სავაჭრო სივრცის (DCFTA) ფარგლებში არსებულ ამოცანებს, რომელთა მიზანია საქართველოს თანდათანობითი ჩართვა ევროკავშირის საბაზრო სივრცეში.

პროექტი ითვალისწინებს ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს (TCSA) მხარდაჭერას რათა მან განავითაროს საქართველოში ბაზარზე ზედამხედველობის სისტემა ევროკავშირის საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად. კერძოდ, ის ხელს უწყობს სამართლებრივი ჩარჩოს განვითარებას, სააგენტოს შესაძლებლობების გაზრდას და ცნობიერების ამაღლებას (დაწესებულებებში, მომხმარებლებსა და ბიზნესში) პროდუქციის უსაფრთხოებისა და ბაზარზე ზედამხედველობის მიმართულებით.
Specific Objective
პროექტის კონკრეტული მიზანია დაეხმაროს ტექნიკურ და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს ბაზარზე ზედამხედველობის სისტემის განვითარებაში და ხელი შეუწყოს სააგენტოს შესაძლებლობების გაზრდას
Expected Results
• ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოებული ბაზარზე ზედამხედველობის საკანონმდებლო ჩარჩო, რომელსაც ითვალისწინებს ასოცირების შეთანხმების, ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება (DCFTA) ვაჭრობის ტექნიკური ბარიერების III დანართი ინკლუზიური და მტკიცებულებებზე დაფუძნებული მიდგომის თანახმად ახალი და გლობალური მიდგომის დირექტივების შესახებ.
• სააგენტოში შესაბამისი ევროკავშირის დირექტივების გაზრდილი ცოდნა (AA- ს III დანართი რომელიც ეხება დირექტივებს საბაგირო გზების, ლიფტების და ა.შ. შესახებ)
• სააგენტოს მიერ ბაზარზე ზედამხედველობის ინფორმაციის გაცვლის შიდა სისტემის განვითარება
• სააგენტოს ბაზარზე ზედამხედველობის შესაძლებლობების გაძლიერება
• შესაბამისი პროცედურების იდენტიფიკაციის და მომზადების მხარდაჭერა სააგენტოს მიერ
• არასასურსათო პროდუქტებზე საბაზრო მეთვალყურეობის საქმიანობის სრული ჯაჭვი
• სააგენტოს პერსონალის გაზრდილი ტექნიკური კომპეტენცია
• სააგენტოს მიერ განხორციელებული ბაზრის ზედამხედველობის ვიზიტების რაოდენობების გაზრდა
• გაზრდილი ცნობადობის მასშტაბი ბაზარზე ზედამხედველობისა და მომხმარებელთა დაცვის სფეროში
• განხორციელდა სააგენტოსათვის მხარდაჭერა ევროკავშირის ბაზარზე ზედამხედველობისა და მომხმარებლის დაცვის სტრუქტურებში აქტიურ მონაწილეობის მიმართულებით
Project documents
Project map
Photo gallery
Closing Conference
PROJECT DETAILS
საქართველო
Priority Area:
პარტნიორობა, რომელიც ქმნის
Subsector:
ეკონომიკა და ვაჭრობა
Topic:
ბიზნესი
Project Status:
დასრულებულია
Start Date:
13.01.2018
End Date:
12.01.2020
EU Project Number:
394-804