fbpx
Skip to main content

აღმოსავლეთ პარტნიორობის ევროპული სკოლა საქართველოში

Project Description
ევროპული სკოლის ხედვა აღმოსავლეთ პარტნიორობისთვის - ეს არის ხარისხიანი განათლება პარტნიორი ქვეყნების მოსწავლეებისთვის, მეტი შესაძლებლობები, თანამშრომლობის და ფუნდამენტური ფასეულობების მხარდაჭერა და ევროკავშირის არსის უკეთესად გაგების მხარდაჭერა. ამ პირველ, საპილოტე ფაზაში პროექტი აყალიბებს პარტნიორულ ურთიერთობას თბილისში არსებულ სკოლასთან, და სთავაზობს აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვსი ქვეყნის მოსწავლეებს სტიპენდიებს საერთაშორისო ბაკალავრიატის პროგრამისთვის, რომელშიც განსაკუთრებული ყურადღება ევროპეისტიკას მიექცევა.
Specific Objective
სკოლის ზოგადი მიზანია ხელი შეუწყოს მაღალი ხარისხის საერთაშორისო განათლებას აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონში.

კონკრეტული მიზანია სასტიპენდიო პროგრამის დაწყება კონკურსის საფუძველზე, რომელიც გასცემს საერთაშორისო ბაკალავრიატის (IB) ატესტატს ევროპეისტიკის განხრით. სასტიპენდიო პროგრამაზე მიიღებიან მოსწავლეები ევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლოს ექვსი ქვეყნიდან. პროგრამას ახორციელებს IB-პარტნიორი სკოლა თბილისში (საქართველო).
Expected Results
პირველი საპილოტე ფაზის ძირითადი საქმიანობაა:
- პარტნიორული ურთიერთობის დამყარება თბილისში მდებარე საერთაშორისო სკოლასთან (ახალი სკოლა, საქართველო) საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით.
- საერთაშორისო ბაკალავრიატის სასწავლო პროგრამის მოდიფიკაცია მასში ევროპეისტიკის კონკრეტული ელემენტების შეტანის მიზნით. მოდიფიკაცია განხორციელდება საერთაშორისო ბაკალავრიატის საბჭოს ხელმძღვანელობით და ევროპული სკოლების გენერალური მდივნის (EURSC) მხარდაჭერით.
- სასტიპენდიო სქემის შემუშავება და მართვა საწყისი ფაზისთვის, ყოველწლიურად 30-მდე მოსწავლის მოცვით.
- მასწავლებლების ტრენინგი სპეციალიზებული პროგრამის სწავლებისთვის მოსამზადებლად.
- სავიზო მხარდაჭერის უზრუნველყოფა, მოსწავლეთა მობილობის და უსაფრთხოების მხარდაჭერა.
- ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების კვლევა პროექტის მეორე ფაზისთვის, რომელშიც სწავლების პროცესი, სავარაუდოდ, ახლად აშენებულ სკოლაში გადაინაცვლებს, და მთლიანად ევროპული სკოლების სასწავლო პროგრამის საფუძველზე განხორციელდება.
Project map
Photo gallery
PROJECT DETAILS
რეგიონალური
Priority Area:
პარტნიორობა, რომელიც აძლიერებს
Subsector:
ახალგაზრდობის მონაწილეობა და ლიდერობა
Topic:
განათლება, ახალგაზრდობა
EaP Countries:
სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელარუსი, საქართველოს, მოლდოვა, უკრაინა
Project Status:
მიმდინარე
Start Date:
13.11.2017
End Date:
30.09.2024
Social Media Links:

EU Project Number:
2018/395-929