fbpx
Skip to main content

EU4Climate

Project Description
ინიციატივა „EU4CLIMATE“ მხარს უჭერს კლიმატის პოლიტიკის შემუშავებას და დანერგვას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში, რაც ხელს უწყობს ემისიის შემცირებას და კლიმატის ცვლილებისადმი გამძლე გარემოს შექმნას. გარდა ამისა, ინიციატივა მხარს უჭერს ამ ქვეყნების მიერ კლიმატის ცვლილების შესახებ პარიზის შეთანხმებით (2015 წ.) აღებული ვალდებულებების შესრულებას.
Specific Objective
ინიციატივის ზოგადი ამოცანაა კლიმატის ცვლილების გავლენის შერბილების და ადაპტაციის მხარდაჭერა, და დაბალნახშირბადიანი და კლიმატის ცვლილებისადმი გამძლე ეკონომიკის ჩამოყალიბება.
ინიციატივის კონკრეტული ამოცანებია:
- პოტენციალის გაძლიერება ქვეყანაში პარიზის შეთანხმების მოთხოვნების განსახორციელებლად.
- გამჭვირვალობის გაზრდა ემისიასთან და კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლის საკითხებში.
- კლიმატის საკითხების ჩართვა ენერგეტიკის, ტრანსპორტის და სოფლის მეურნეობის პოლიტიკის სექტორებში.
- ევროკავშირთან დადებული ორმხრივი შეთანხმებების და ენერგეტიკული თანამეგობრობის შეთანხმების კლიმატის საკითხებთან დაკავშირებული პუნქტების განხორციელება.
Expected Results
საქმიანობა დაჯგუფებულია შვიდი პრიორიტეტული შედეგის ირგვლივ:
- პარიზის შეთანხმებით ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილის (NDC) განხორციელება და განახლება.
- 21-ე საუკუნის შუა პერიოდის დაბალემისიებიანი განვითარების სტრატეგის (LEDS) შემუშავება.
- ქვეყანაში ემისიის მკაცრი მონიტორინგის, ანგარიშგების და ვერიფიკაციის ჩარჩოების დანერგვა.
- ევროკავშირის ნორმატიულ-სამართლებრივ ბაზასთან შესაბამისობა, რაც შეტანილია ორმხრივ შეთანხმებებში და ენერგეტიკული თანამეგობრობის შეთანხმებაში კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლის საკითხზე.
- კლიმატთან დაკავშირებული საკითხების ჩართვა სექტორებში და სექტორულ გაიდლაინებში პარიზის შეთანხმების განხორციელების მიზნით.
- ინვესტიციები კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლაში.
- ადაპტაციური დაგეგმვა: ადაპტაციური გეგმების დამტკიცება და საჭიროების შემთხვევებში - შემუშავება
Project documents
Project map
Photo gallery
Climate Ambition Forum
Climate Ambition Forum
Videos
Facing climate change
PROJECT DETAILS
რეგიონალური
Priority Area:
პარტნიორობა, რომელიც ამწვანებს
Subsector:
ეკოლოგია და კლიმატის ცვლილება
Topic:
ეკოლოგია
EaP Countries:
სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელარუსი, საქართველოს, მოლდოვა, უკრაინა
Project Status:
დასრულებულია
Start Date:
01.12.2018
End Date:
31.12.2023
Social Media Links:

EU Project Number:
387-538