fbpx
Skip to main content

საჯარო სამსახურის ბიუროს შესაძლებლობების გაძლიერება საჯარო სამსახურის რეფორმის განსახორციელებლად

Project Description
პროექტის წარმოადგენს ევროკავშირის ინიციატივის ნაწილს, რომლის დანიშნულებაც სახელმწიფო დაწესებულებების გაძლიერება და კარგი მმართველობის ჩამოყალიბებაა, ასოცირების შეთანხმების შესაბამისად.
პროექტი ემსახურება საჯარო სამსახურის ბიუროს ინსტიტუციური და ადამიანური რესურსების შესაძლებლობების განვითარებას საქართველოში საჯარო სამსახურის რეფორმის ეფექტიანი განხორციელების ხელშეწყობის მიზნით.
პროექტი მიზნად ისახავს საქართველოში მაღალპროფესიული, ანგარიშვალდებული და გამჭვირვალე საჯარო სამსახურის სიტემის ჩამოყალიბებასა და კარგი მმართველობის გაძლიერებას ლიეტუვას გამოცდილების გაზიარების გზით.
Specific Objective
საჯარო სამსახურის ბიუროს ინსტიტუციური და ადამიანური რესურსების შესაძლებლობების განვითარება საქართველოში საჯარო სამსახურის რეფორმის განხორციელების ხელშეწყობის მიზნით, საკანონმდებლო ბაზის გაძლიერების, ადამიანური რესურსების მართვის ინფორმაციული სისტემის, ინსტრუმენტების და მეთოდების დანერგვის, ადამიანური რესურსების მენეჯერებისთვის მომზადების გეგმის შემუშავებისა და ქონებრივი მდგომარეობის დეკლარირების მონიტორინგის სისტემის დანერგვის საშუალებით.
Expected Results
- საჯარო სამსახურის კანონმდებლობის საჯარო ადმინისტრირების პრინციპებთან მიახლოება „ასოცირების შესახებ შეთანხმების“ პრეამბულის დებულებებისა და თანაბარი შესაძლებლობების შესახებ დირექტივების შესაბამისად
- საჯარო სამსახურის ბიუროს სტრუქტურის და ფუნქციების გადახედვა საჯარო სამსახურის მართვაში, კოორდინირებასა და ზედამხედველობაში ბიუროს როლის გაფართოების მიზნით „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის შსაბამისად
- ადამიანური რესურსების მართვის ყოვლისმომცველი პოლიტიკისა და ადამიანური რესურსების მართვის თანამედროვე მეთოდების შემუშავება; ადამიანური რესურსების მომზადების პლატფორმის შექმნა
- საჯარო სამსახურის ბიუროს ი.ტ. სისტემის გადახედვა და ი.ტ. ინსტრუმენტების ეფექტიანი განახლებისთვის მომზადება
- კომუნიკაციის ეფექტიანი ინსტრუმენტებისა და მასალების შემუშავების ხელშეწყობა ინფორმაციის სათანადოდ მიწოდების მიზნით
Project documents
Beneficiaries
Civil Service Bureau
Project map
Photo gallery
Civil Service Bureau
PROJECT DETAILS
საქართველო
Priority Area:
პარტნიორობა, რომელიც იცავს
Subsector:
მმართველობა და საჯარო ადმინისტრაცია
Topic:
სათანადო მართვა
Project Status:
დასრულებულია
Start Date:
22.10.2018
End Date:
30.11.2020
EU Project Number:
399-591