fbpx
Skip to main content

ეკონომიკისა და ბიზნესის განვითარება საქართველოში - საბიუჯეტო მხარდაჭერის კონტრაქტი

Project Description
ეკონომიკური ზრდის მხარდაჭერა საქართველოსთვის მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს. სტრუქტურული შემაფერდებელი ფაქტორები და დაუსრულებელი ეკონომიკური რეფორმები ქართულ ბიზნესს, განსაკუთრებით მცირე და საშუალო ზომის საწარმოებს ვერ აძლევს ეფექტური ოპერირებისა და ზრდის საშუალებას.

პროგრამის მიზანია გააძლიეროს ეკონომიკური განვითარება საქართველოსა და მის რეგიონებში, ბიზნესის წარმოება უფრო სწრაფი და ეფექტური გახადოს, დაეხმაროს ფინანსური ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციაში და ბაზარზე ორიენტირებული და ინოვაციური ბიზნეს მოდელების დანერგვაში.

დახმარების გაწევა ხდება საბიუჯეტო მხარდაჭერის სახით - პირდაპირი ფინანსური კონტრიბუცია ეროვნულ ხაზინაში, რაც მდგრადი რეფორმების გასატარებლად გამოიყენება. ამგვარი კონტრიბუცია დამოკიდებულია პოლიტიკის დიალოგზე, შესრულების შეფასებაზე და შესაძლებლობების გაძლიერებაზე. საბიუჯეტო მხარდაჭერა პარტნიორ ქვეყნებს ეხმარება უფრო მეტი პასუხისმგებლობა აიღონ პოლიტიკასა და რეფორმებზე.

საბიუჯეტო მხარდაჭერის კომპონენტს თან ახლავს საგრანტო კომპონენტი და სერვისების შესყიდვის კომპონენტი.
Specific Objective
პროგრამის ამოცანაა ხელი შეუწყოს საქართველოსა და მისი რეგიონების ეკონომიკურ განვითარებას, ხოლო სპეციფიკური ამოცანაა უფრო სამართლიანი გახდეს კომერციული დავების მოგვარება, განახლდეს ფინანსური ინფრასტრუქტურა ბაზარზე ორიენტირებული და ინოვაციური ბიზნეს მოდელებისა და სამუშაო ადგილების შექმნის მიზნით.
საბიუჯეტო მხარდაჭერის კომპონენტი სამივე მიმართულებას მოიცავს.
Expected Results
- უფრო სწრაფად და სამართლიანად მოგვარებული კომერციული დავები
- გაუმჯობესებული სადაზღვევო სისტემა
- გაუმჯობესებული პოლიტიკური ჩარჩო, რომელიც ხელს უწყობს მცირე და საშუალო ბიზნესის, კლასტერებისა და ინკუბატორების განვითარებას
- სულ მცირე 5 საპილოტე რეგიონში ჩამოყალიბებული და ფუნქციური კლასტერული მიდგომა
- სამიზნე რეგიონებსა და სექტორებში ჩამოყალიბებული და ფუნქციური ბიზნეს კლასტერები.
Project map
Photo gallery
PROJECT DETAILS
საქართველო
Priority Area:
პარტნიორობა, რომელიც ქმნის
Subsector:
ეკონომიკა და ვაჭრობა
Topic:
ბიზნესი
Project Status:
დასრულებულია
Start Date:
01.01.2019
End Date:
31.12.2022
EU Project Number:
401-347