fbpx
Skip to main content

ინსტიტუციური შესაძლებლობების განვითარება ინოვაციისათვის

Project Description
ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოში ბიზნესის განვითარებას. ამ მიზნით არაერთი პროექტი ხორციელდება, რომელსაც საქართველოს ინოვაციური ეკოსისტემის ჩამოყალიბებაში შეაქვს წვლილი. ეს პროექტი კი საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსთან თანამშრომლობს და ეხმარება გახდეს კარგად ჩამოყალიბებული ორგანიზაცია, რომელიც საქართველოს ინოვაციისა და მეწარმეობის პოლიტიკისა და პრაქტიკის კოორდინაციას უზრუნველყოფს. ტექნიკური დახმარების პროექტი სააგენტოს შესაძლებლობას აძლევს უფრო მეტად დახვეწოს ინსტიტუციური შესაძლებლობები და გაზარდოს ეფექტურობა, შეამოწმოს ტექნოლოგიების ტრანსფერის შესაძლებლობები და გააუმჯობესოს ინოვაციურ, დამწყებ კომპანიებში ინვესტიციის შესაძლებლობები.
პროექტი:
• ზრდის სააგენტოს შესაძლებლობებს ანალიზისა და ტექნიკური დახმარების მეშვეობით
• აჩვენებს საქართველოში ტექნოლოგიების კომერციალიზაციის შესაძლებლობებს, ტექნოლოგიის გადაცემის პილოტური პროგრამის მეშვეობით, რომელიც კარგი პოტენციალის მქონე კვლევით პროექტებს არჩევს ბაზარზე გასატანად და კვლევით ჯგუფებს აკავშირებს პროექტების კომერციალიზაციით დაინტერესებულ კომპანიებთან
• თავს უყრის ადრეულ ეტაპზე ინვესტირეებულ კერძო კაპიტალს, ინოვაციურ კომპანიებს და განავითარებს სააგენტოს მიერ ადრეულ ეტაპზე დაფინანსების სქემებს, ტექნიკურ მხარდაჭერას უწევს ინოვაციურ ახალ ფირმებს.
Specific Objective
საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს შესაძლებლობების განვითარება ინოვაციების პოლიტიკის ფორმულირებისა და განხორციელების ეფექტურად კოორდინაციისთვის.
Expected Results
• უფრო მეტი და უფრო მარტივად მხარდაჭერილი მეწარმეები და მცირე და საშუალო კომპანიები
• ინოვაციური წარმოებების და მცირე საწარმოების მხარდაჭერის უფრო ერთიანი მიდგომა
• უფრო მეტი გამოგონების გატანა ბაზარზე და გაზრდილი ინოვაციური ეკონომიკური საქმიანობა
• გაზრდილი წვდომა ფინანსებზე ინოვაციური ფირმებისთვის
Project map
Photo gallery
PROJECT DETAILS
საქართველო
Priority Area:
პარტნიორობა, რომელიც ქმნის
Subsector:
დასაქმება და მეწარმეობა
Topic:
ბიზნესი, დასაქმება
Project Status:
დასრულებულია
Start Date:
01.01.2019
End Date:
31.12.2022
EU Project Number:
401-352