fbpx
Skip to main content

მხარდაჭერა ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების ხელშეკრულების გარემოსდაცვითი დებულებების განხორციელებაში

Project Description
პროექტის ზოგადი მიზანია საქართველოს მხარდაჭერა გარემოსდაცვითი მმართველობის სფეროში, გარემოს დეგრადაციის პრევენცია და სტრატეგიული გარემოსდაცვითი დაგეგმვის გაუმჯობესება, ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შესახებ შეთანხმების შესაბამისად.
Specific Objective
პროექტი მიმართულია ოთხი მნიშვნელოვანი გარემოსდაცვითი საკითხისადმი:
პირველი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის კანონზე მომუშავე ჯგუფის მხარდაჭერა, კანონქვემდებარე აქტების წინადადებების შემუშავებითა და ტრენინგების მეშვეობით, ევროკავშირის გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ დირექტივის შესაბამისად.
მეორე საკითხია შავი ზღვის დაცვა. შემუშავებული იქნება წინადადება საზღვაო სტარტეგიისა და სამოქმედო გეგმის შესახებ საზღვაო გარემოს გასაუმჯობესებლად, ევროკავშირის საზღვაო სტრატეგიის შესახებ ჩარჩო დირექტივის თანახმად.
ჰაერის ხარისხის გასაუმჯობესებლად, აონ-ების თვალსაზრისით (იხ. „ჰაერის ხარისხი“), მესამე ასპექტი იქნება აონ-ების ემისიებთან დაკავშირებული სექტორების შეფასება (ბენზინი, საღებავი, გამხსნელები) და ინსპექტორები გაივლიან ტრენინგს ახალი რეგულაციების აღსრულების მიზნით, ევროკავშირის ე.წ. საღებავის შესახებ დირექტივისა და ბენზინის შენახვითა და დისტრიბუციით გამოწვეული აონ-ების გაფრქვევების შესახებ დირექტივის თანახმად.
მეოთხე საკითხი ეხება საქართველოში ზურმუხტის ქსელის ტერიტორიების განვითარებას. სემინარები, მათ შორის ადგილობრივ მოსახლოებასთან, ხელს შეუწყობს ზურმუხტის ტერიტორიების მართვის გეგმების, მონიტორინგისა და კონსერვაციის ღონისძიებების განხორციელებას, ევროკავშირის ე.წ. ჰაბიტატების და ფრინველების შესახებ დირექტივის მიხედვით.
Expected Results
პროექტის კომპონენტი 1
ოთხი კანონქვემდებარე აქტის თაობაზე წინადადების მომზადება საქართველოს გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ კანონის მიხედვით, შესაბამისი თანამშრომლების ტრენინგი ამ მიმართულებით.
პროექტის კომპონენტი 2
წინადადების მომზადება ეროვნული საზღვაო სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შესახებ, მოსამზადებელი შეხვედრებისა და სემინარების გათვალისწინებით.
პროექტის კომპონენტი 3
ინსპექტორების და გარემოს ეროვნული სააგენტოს თანამშრომლების ტრენინგი აონ-ების შესახებ დირექტივების მოთხოვნების თანახმად (იხ. სათაური ჰაერის ხარისხი). ბენზინის დისტრიბუციის სექტორის ადაპტაციის შესაძლებლობისა და საღებავებში, ლაქებსა და სატრანსპორტო საშუალებების გადაღებვის პროდუქციაში ორგანული გამხსნელების დონის შეფასება.
პროექტის კომპონენტი 4
დახმარება ზურმუხტის ქსელის შექმნისა და ბიომრავალფეროვნების მონიტორინგის ეროვნული სისტემის პერიოდული ანგარიშგების პროცესში.
Project documents
Beneficiaries
Ministry of Environmental Protection and Agriculture
Project map
Photo gallery
Ministry of Environmental Protection and Agriculture
PROJECT DETAILS
საქართველო
Priority Area:
პარტნიორობა, რომელიც ამწვანებს
Subsector:
ეკოლოგია და კლიმატის ცვლილება
Topic:
ეკოლოგია
Project Status:
დასრულებულია
Start Date:
18.03.2019
End Date:
17.11.2021
Website:
n/a
Social Media Links:
n/a
EU Project Number:
403-559