fbpx
Skip to main content

საქართველოს ეროვნული ბანკის შესაძლებლობების გაძლიერება საბანკო და საგადახდო მომსახურების სფეროში ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისად

Project Description
ევროკავშირმა მხარი დაუჭირა საქართველოს უმნიშვნელოვანესი ინსტიტუტების გაძლიერებას, რათა უფრო კარგად მოხდეს ასოცირების შეთანხმების მოთხოვნების შესრულება.
საჯარო სამსახურების დაძმობილების პროექტმა დახმარება გაუწია საქართველოს ეროვნულ ბანკს ფინანსური ზედამხედველობის ინსტრუმენტების გაუმჯობესებაში ევროკავშირში არსებული საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად, საქართველოში ფინანსური სექტორის სტაბილურობის გაუმჯობესების და მეტი გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით.
პროექტის ექსპერტები მუშაობდნენ შესაბამისი მარეგულირებელი, საზედამხედველო და აღსრულების ჩარჩოს გაუმჯობესებაზე ქართულ მხარესთან ერთად. პროექტი შედგებოდა ორი კომპონენტისგან და ორიენტირებული იყო საბანკო და საგადახდო სექტორში საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოებასა და მის დანერგვაზე.
პოლონელი და ქართველი პარტნიორების ერთობლივი მუშაობა მოიცავდა კონსულტაციებს და ტრენინგებს საქართველოში და დისტანციურად ონლაინ კომუნიკაციის პლატფორმების გამოყენებით..
პროექტმა ხელი შეუწყო:
- მარეგულირებელი, საზედამხედველო და აღსრულებბის ჩარჩოს თანდათანობით დაახლოებას ევროკავშირის კანონმდებლობისა და საქართველოსა და ევროკავშირს შორის დადებული ასოცირების ხელშეკრულების შესაბამისად;
- საქართველოს ეროვნული ბანკის საზედამხედველო ფუნქციისა და შესაძლებლობების გაძლიერებას საბანკო და საგადახდო მომსახურების ბაზრის დარეგულირების კუთხით, ევროკავშირის კანონმდებლობისა და საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად;
- ფინანსური ზედამხედველობის მექანიზმების ეფექტურობის გაუმჯობესებას საბანკო და საგადახდო მომსახურების სექტორის ბენეფიციარების დაცვისა და ფინანსური ბაზრის განვითარების მიზნით საქართველოში.
Specific Objective
საქართველოს ეროვნული ბანკის შესაძლებლობების გაძლიერება საბანკო და საგადახდო მომსახურების სფეროში, ასევე, მარეგულირებელი, საზედამხედველო და აღსრულების ჩარჩოს ევროკავშირის კანონმდებლობასთან თანდათანობით დაახლოება, საქართველოსა და ევროკავშირს შორის დადებული ასოცირების ხელშეკრულების შესაბამისად.
Expected Results
- საბანკო კანონმდებლობა გადასინჯული და დანერგილია CRD IV პაკეტის შესაბამისად, რომელიც მოიცავს კაპიტალის ადეკვატურობის მოთხოვნებს, ინსტიტუტების ადმინისტრატორების და მნიშვნელოვანი წილის მფლობელების შესაბამისობის კრიტერიუმებს, ლევერიჯის კოეფიციენტს, წმინდა სტაბილური დაფინანსების კოეფიციენტს, მსხვილი რისკის პოზიციების ხარისხს, კორპორაციულ მართვას, მნიშნველოვანი წილის გადაცემასა და ლიცენზირებას, შიდა კაპიტალის შეფასებას და ინფორმაციის გამჟღავნების მოთხოვნებს.
- საგადახდო მომსახურების სამართლებრივი და აღსრულებადობის ჩარჩო გადასინჯულია ევროკავშირის დირექტივებისა და რეგულაციების შესაბამისად და მომზადებულია შესაბამისი სამართლებრივი ცვლილებები, შემუშავებულია პრუდენციული ზედამხედველობის ჩარჩო, გადახდის ოპერაციების შესრულების წესები განახლებულია და მოქმედია, საგადახდო მომსახურების სისტემის ოპერატორების რეგისტრაციისა და რეგისტრაციის გაუქმების წესში შესატანი ცვლილებები მომზადებულია, კლიენტის ავთენტიფიკაციის მოთხოვნები და კომუნიკაციის უსაფრთხო ღია სტანდარტები შემუშავებულია.
- საქართველოს ეროვნული ბანკის თანამშრომლებს გავლილი აქვთ სწავლება და შეუძლიათ ახალი წესებისა და რეგულაციების გამოყენება.
Beneficiaries
National Bank of Georgia (NBG)
Improved Legislation on Banking and Payment Services
Project map
Photo gallery
Improved Legislation on Banking and Payment Services
National Bank of Georgia (NBG)
Kick-off Meeting
PROJECT DETAILS
საქართველო
Priority Area:
პარტნიორობა, რომელიც იცავს
Subsector:
მმართველობა და საჯარო ადმინისტრაცია
Topic:
სათანადო მართვა
Project Status:
დასრულებულია
Start Date:
01.03.2019
End Date:
31.05.2021
EU Project Number:
404-871