fbpx
Skip to main content

საქართველოს ეროვნული სტატისტიკური სისტემის შესაძლებლობების გაძლიერება

Project Description
ევროკავშირი მხარს უჭერს ისეთი ინსტიტუციების განვითარებას, რომლებიც მნიშვნელოვან როლს ასრულებენ საქართველოს მთავრობის მიერ ასოცირების შეთანხმების ფარგლებში ინიცირებული რეფორმების წარმატებით შესრულებაში.
ინსტიტუციური დაძმობილების ეს პროექტი საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურთან მუშაობს და მის მიზანს წარმოადგენს საქართველოს საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სისტემის შესაძლებლობების განვითარება და საქართველოში ოფიციალური სტატისტიკის წარმოების, ევროკავშირისა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების სტანდარტებთან, სახელმძღვანელო პრინციპებთან და საუკეთესო პრაქტიკასთან შესაბამისობაში მოყვანა.
პროექტი, რომელიც ჩეხი, უნგრელი, ფინელი და ლიეტუველი კოლეგების დახმარებით ხორციელდება, შემდეგ მიმართულებებს მოიცავს:
- საგარეო სექტორის სტატისტიკის შექმნა
- ეროვნული ანგარიშების მეთოდოლოგიური გამართულობის გაზრდა ევროკავშირის სტანდარტებთან შესაბამისობაში
- ბიზნეს სტატისტიკის წარმოების მხარდაჭერა
- სოციალური სტატისტიკის წარმოების გაძლიერება.
გარდა ამისა, პროექტი სატისტიკის ეროვნული სამსახურის შესაძლებლობების გაძლიერებასაც ითვალისწინებს, რათა წარმატებით მოხდეს ახალი საქმიანობის განხორციელება.
Specific Objective
პროექტის მიზანია დაეხმაროს საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს (საქსტატს) თვისი სტატისტიკური შესაძლებლობების შემდგომ დახვეწასა და გაუმჯობესებაში და ასევე უზრუნველყოს ევროპულ სტატისტიკურ სტანდარტებთან შესაბამისობა ისეთ სფეროებში, როგორიცაა: საგარეო სექტორის სტატისტიკა, ეროვნული ანგარიშები, ბიზნეს სტატისტიკა, შრომის ბაზრის სტატისტიკა, სოციალური პირობები და ტურიზმის სტატისტიკა.
Expected Results
- მაღალი ხარისხის საგარეო ვაჭრობის სტატისტიკური მონაცემები
- პარტნიორ ქვეყნებს შორის ორმხრივი ვაჭრობის მონაცემებში არსებული განსხვავებების იდენტიფიცირება და მათი შემდგომი შემცირება.
- მთლიანი შიდა პროდუქტის გაანგარიშების გაუმჯობესებული მეთოდები, წლიური სექტორული ანგარიშებისა და დაუკვირვებადი ეკონომიკის შეფასების დანერგილი და გამოქვეყნებული მეთოდები.
- გაუმჯობესებული ბიზნეს რეგისტრი და განვითარებული არსებული ბიზნეს დემოგრაფიის ინდიკატორები.
- ადმინისტრაციულ მონაცემთა უფრო მეტი წყაროს გამოყენების გამოკვლეული შესაძლებლობების.
- საქსტატის მიერ შემუშავებული სამუშაო ძალის გამოკვლევის განახლებული კითხვარი, რაც საშუალებას მისცემს საქსტატს დასაქმებისა და უმუშევრობის მაჩვენებლები გაიანგარიშოს უახლესი სტანდარტების შესაბამისად.
- მზარდი ტურისტული სექტორის შესახებ ამაღლებული ცნობადობა ამ სფეროში განვითარებული ახალი სტატისტიკური მონაცემების საშუალებით.
Beneficiaries
Geostat - National Statistics Office of Georgia
Project map
Photo gallery
Geostat - National Statistics Office of Georgia
PROJECT DETAILS
საქართველო
Priority Area:
პარტნიორობა, რომელიც იცავს
Subsector:
მმართველობა და საჯარო ადმინისტრაცია
Topic:
სათანადო მართვა
Project Status:
დასრულებულია
Start Date:
01.04.2019
End Date:
31.03.2021
EU Project Number:
404-655