fbpx
Skip to main content

EU4YOUTH – ახალგაზრდობის განათლების, დასაქმების და ჩართულობის გაუმჯობესება საქართველოს და უკრაინის კონფლიქტით დაზარალებულ რეგიონებში

Project Description

პროექტის მიზანი იყო იძულებით ადგილნაცვალი და კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ახალგაზრდობის საარსებო საშუალებების გაუმჯობესება და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მათი გააზრებული მონაწილეობის მხარდაჭერა. პროექტი განხორციელდა საქართველოს ორ სამიზნე რეგიონში (შიდა ქართლი, სამეგრელო) და აღმოსავლეთ უკრაინის დონეცკის ოლქში.

პროექტის მიზანი იყო იძულებით ადგილნაცვალი და კონფლიქტით დაზარალებული ახალგაზრდობის განათლების და სამეწარმეო შესაძლებლობების გაუმჯობესება, ასევე სახელმწიფო და სამოქალაქო თანამშრომლობის განმტკიცება ახალგაზრდობის განათლების, დასაქმების და მეწარმეობის სფეროებში ადვოკატირების და სახელმწიფო უწყებების პოტენციალის გაუმჯობესების საშუალებით.

Specific Objective
- იძულებით ადგილნაცვალი და კონფლიქტით დაზარალებული ახალგაზრდობის საგანმანათლებლო, დასაქმების და სამეწარმეო შესაძლებლობების გაუმჯობესება.
- სახელმწიფო და სამოქალაქო თანამშრომლობის განმტკიცება ახალგაზრდობის განათლების, დასაქმების და მეწარმეობის სფეროებში ადვოკატირების და სახელმწიფო უწყებების პოტენციალის გაუმჯობესების საშუალებით საქართველოსა და უკრაინაში.
Expected Results
- იძულებით ადგილნაცვალ და კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ ახალგაზრდებს აქვთ ცოდნა და უნარები დასაქმებისა და ფინანსურ სერვისების მისაღებად, და საარსებო საშუალებებთან დაკავშირებული მდგრადი გადაწყვეტებით სარგებლობისათვის.
- სამოქალაქო საზოგადოების, კერძო სექტორის, საქართველოს მთავრობის და უკრაინის მთავრობის უწყებები იკვლევენ და იყენებენ საუკეთესო პრაქტიკას იმისათვის, რომ ითანამშრომლონ, ეფექტიანად დაგეგმონ და განახორციელონ ახალგაზრდობის საგანმანათლებლო, დასაქმების და მეწარმეობის პროგრამები.
Project documents
Project map
Photo gallery
PROJECT DETAILS
რეგიონალური
Priority Area:
პარტნიორობა, რომელიც ქმნის
Subsector:
ახალგაზრდობა (მეწარმეობა და უნარების განვითარება)
Topic:
ახალგაზრდობა, დასაქმება, განათლება
EaP Countries:
საქართველოს, უკრაინა
Project Status:
დასრულებულია
Start Date:
01.12.2018
End Date:
30.06.2021
EU Project Number:
400-807