fbpx
Skip to main content

CyberEast - კიბერდანაშულის წინააღმდეგ ქმედებით კიბერ-მდგრადობის გაძლიერება აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში

Project Description
ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს ერთობლივი პროექტი მიზნად ისახავს კიბერდანაშაულის შესახებ ბუდაპეშტის კონვენციასთან შესაბამისი საკანონმდებლო და სტრატეგიული ჩარჩოს მიღებას; მოსამართლეთა, პროკურორთა და სამართალდამცავ ორგანოთა შესაძლებლობის განვითარებასა და უწყებათაშორისი თანამშრომლობის გაძლიერებას; და კიბერდანაშაულისა და ელექტრონული მტკიცებულების სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობისა და სისხლის სამართლის ინსტიტუციების მიმართ ნდობის გაზრდას, რაც ასევე მოიცავს პარტნიორობას ინტერნეტის მომსახურების მიმწოდებლებსა და სამართალდამცავ ორგანოებს შორის.
Specific Objective
პროექტის მიზანს წარმოადგენს აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნების კიბერ-მდგრადობისა და სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სისტემის შესაძლებლობათა ზრდა და განვითარება, რათა გაუმჯობესდეს მათი კიბერ-საფრთხეებთან გამკლავების ხარისხი და საერთო უსაფრთხოების დონე.
Expected Results
პროექტის ქმედებები გამიზნულია, აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრ ქვეყნებს დაეხმაროს ქვემოთ მითითებული მიზნების მიღწევაში:
- ეროვნულ კანონმdებლობაში კიბერდანაშაულის შესახებ ბუდაპეშტის კონვენციის მატერიალური და საპროცესო დებულებების იმპლემენტაციის დონე;
- კიბერდანაშაულთან ბრძოლის განახალებული და დამტკიცებული სტრატეგიები და სამოქმედო გეგმები;
- კიბერდანაშაულთან ბრძოლის გაძლიერებული და ქმედითი დანაყოფები;
- უკეთესი უწყებათაშორისი თანამშრომლობა და ინფორმაციის გაცვლა;
- კიბერდანაშაულის წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებებში სამოქალაქო საზოგადოების მეტი ჩართულობა, ამგვარი ღონისძიებების გაუმჯობესებული ზედამხადეველობა და მეტი ხილვადობა;
- კიბერდანაშაულისა და ელექტრონული მტკიცებულების სფეროში გაუმჯობესებული საერთაშორისო თანამშრომლობა;
- კერძო/საჯარო პარტნიორობის არსებობა კერძო ორგანიზაციებსა და სამართალდამცავ ორგანოებს შორის.
Project map
Photo gallery
CyberEast Closing Conference_14 December 2023
PROJECT DETAILS
რეგიონალური
Priority Area:
პარტნიორობა, რომელიც აკავშირებს, პარტნიორობა, რომელიც იცავს
Subsector:
ციფრული (ფართოზოლოვანი, მობილური, eGov, ციფრული ინოვაცია, საინფორმაციო ტექნოლოგიები), უსაფრთხოება და კონფლიქტებზე რეაგირება
Topic:
ციფრული ტრანსფორმაცია, უსაფრთხოება
EaP Countries:
სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელარუსი, საქართველოს, მოლდოვა, უკრაინა
Project Status:
დასრულებულია
Start Date:
20.06.2019
End Date:
31.12.2023
EU Project Number:
405-997