fbpx
Skip to main content

სისხლის უსაფრთხოების სისტემის გაუმჯობესება საქართველოში

Project Description
პროექტი მხარს უჭერს საქართველოში განხორციელებულ საზოგადოებრივი ჯანმრთელობის პროგრამებს, კომუნიკაბელური დაავადებებისა და სისხლის გადასხმის სფეროში. საჯარო სამსახურების დაძმობილების, ე.წ. ,,ტვინინგის" პროექტი, რომელსაც ლიეტუველი, ჰოლანდიელი და ქართველი პარტნიორები ახორციელებენ, გულისხმობს სხვადასხვა აქტივობების მეშვეობით საზოგადოებრივი ჯანდაცვის პოლიტიკისა და პროგრამების მხარდაჭერას გადამდები დაავადებებისა და სისხლის გადასხმის კუთხით. პროექტი ითვალისწინებს სისხლის უსაფრთხოების შესახებ ეროვნული კანონმდებლობის განახლებას და სისხლის ბანკების შეფასებას. ლიეტუველი და ჰოლანდიელი პროფესიონალები ქართველ კოლეგებს დაეხმარებიან შესაძლებლობების განვითარებაში სისხლის გადასხმის სამსახურების შესაბამისი რეორგანიზაციის, ლაბორატორიების ჩამოყალიბების და სისხლის გადასხმის დაწესებულებებისთვის ხარისხის უზრუნველყოფის სისტემების შექმნის მიზნით.

პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია ინსტიტუციური რეორგანიზაცია, რომლის შედეგადაც ჩამოყალიბდება ახალი სტრუქტურები / მოხდება არსებულ სტრუქტურებში ახალი ფუნქციების ინტეგრირება.

პროექტი ახორციელებს საჭიროების შეფასებას (საკანონმდებლო ბაზა, არსებული ვითარების ანალიზი, სამიზნე ჯგუფების ანალის და სხვა), ქმნის რეკომენდაციებსა და გაიდლაინებს და ქართველ პარტნიორებს ეხმარება ამ ახალი რეგულაციების განხორციელებაში.
Specific Objective
ევროპული სტანდარტებისა და ასოცირების შეთანხმების მოთხოვნების შესაბამისად განახლდეს სისხლის უსაფრთხოების ეროვნული კანონმდებლობა, გაზარდოს ეროვნული ინსტიტუციური შესაძლებლობები, რათა მთელი ქვეყნის მასშტაბით უზრუნველყოფილ იქნას სისხლის კომპონენტების უსაფრთხოების სტანდარტები, უსაფრთხო სისხლის მომსახურება და თავიდან იქნას აცილებული სისხლის გადასხმის შედეგად ინფექციების გავრცელება.
Expected Results
- ქართული კანომდებლობისა და კანონქვემდებარე აქტების დაახლოვება ევროკავშირის სისხლის უსაფრთხოების სტანდარტებთან
- სისხლის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ქართული მარეგულირებელი საკანონმდებლო ჩარჩოს განახლება ევროკავშირის სტანდარტების მიხედვით
- კარგად ორგანიზებული და კოორდინირებული სისხლის გადასხმის სისტემის ჩამოყალიბება
- ეროვნული ორგანოს შექმნა და ფუნქციონირება ევროკავშირის სისხლის უსაფრთხოების დირექტივების გასახორციელებლად
- სისხლის ბანკების შეფასება
- ცენტრალიზებული სისხლის შემოწმების ლაბორატორიის ჩამოყალიბება
- სისხლის გადასხმის უმაღლესი სტანდარტების შემუშავება და დამკვიდრება
- დონორთა უნიფიცირებული ელექტრონული მონაცემთა ბაზის შემუშავება
- მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება სისხლის გადასხმაზე
- მოხალისეობრივ საწყისებზე დაფუძნებული სისხლის გადასხმის სერვისების მიერ უსაფრთხო, ადეკვატური და მდგრადი სისხლის მარაგის უზრუნველყოფა
- შესაბამისი სახელმწიფო და სხვა პარტნიორების შესაძლებლობების განვითარება სისხლის გადასხმის სერვისის უსარფთხოებისა და ხარისხის უზრუნველსაყოფად
Project map
Photo gallery
Reorganize blood transfusion services
PROJECT DETAILS
საქართველო
Priority Area:
პარტნიორობა, რომელიც იცავს
Subsector:
მმართველობა და საჯარო ადმინისტრაცია
Topic:
სათანადო მართვა
Project Status:
დასრულებულია
Start Date:
15.01.2020
End Date:
14.10.2021
Website:
n/a
Social Media Links:
n/a

EU Project Number:
411-554