fbpx
Skip to main content

ტარიფების დადგენის მეთოდოლოგიის, ენერგოეფექტურობისა და განახლებადი ენერგიის მარეგულირებელი სტრატეგიის ჩამოყალიბება და მარეგულირებელი ჩარჩოს შექმნა მოთხოვნის მხარის ჩართულობით

Project Description
საქართველოსა და ევროკავშირს შორის დადებული ასოცირების შეთანხმება საქართველოს ავალდებულებს გააძლიეროს ენერგეტიკის მარეგულირებელი ადგილობრივი ორგანო, გაზარდოს მისი შესაძლებლობები, რათა ჩამოყალიბდეს შესაბამისი მარეგულირებელი ჩარჩო და უზრუნველყოფილ იქნას ენერგეტიკის ბაზარზე კონკურენტუნარიანი, გამჭვირვალე და ეფექტური ოპერირება.
ინსტიტუციური დაძმობილების (ე.წ. twinning) პროექტი საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან მუშაობს სამი ძირითადი მიმართულებით:
- ქსელის ტარიფების დადგენის პროცესის მხარდაჭერა
- ხელისშემწყობი გარემოს შექმნა ბაზრის გახსნისა და საბითუმო თუ საცალო ბაზარზე აქტიური მონაწილეობისათვის
- ეროვნული მარეგულირებელი ჩარჩო-კანონმდებლობს განახლება განახლებადი ენერგიისა და ენერგოეფექტურობის კუთხით.
Specific Objective
საქართველოს მარეგულირებელი ჩარჩო-კანონმდებლობის დაახლოვება ევროკავშირის სტანდარტებთან და საცალო ცა საბითუმო ბაზრის განვითარების ხელშეწყობა, მათ შორის, მარეგულირებლის როლის გაზრდა ბაზრის რეგულირების, განახლებადი ენერგიისა და ენერგოეფექტურობის სფეროში.
Expected Results
- საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის გაზრდილი შესაძლებლობები ქსელის ტარიფების დადგენის მეთოდოლოგიის, ბაზრის გახსნისა და მონაწილეობის და განახლებადი ენერგიისა და ენერგოეფექტურობის კუთხით არსებული მოთხოვნების შესასრულებლად
- ქსელის ტარიფების დადგენის მეთოდოლოგიის შემუშავება ელექტროენერგიის სექტორისთვის
- შესაბამისი პროცედურების/წესების შემუშავება ბაზრის გახსნისა და აქტიური მონაწილეობისთვის
- მარეგულირებელი სტრატეგიისა და მეორადი კანონმდებლობის შემუშავება განახლებადი ენერგიის / ენერგოეფექტურობის სფეროში.
Project documents
Beneficiaries
Georgian National Energy and Water Supply Regulatory Commission (GNERC)
Project map
Georgian National Energy and Water Supply Regulatory Commission (GNERC)
Videos
Mr. Stefan Katzmann's interview on the benefits of the Twinning projects for Green Energy development in Georgia, potential of the country in development of Green Energy, collaboration readiness of scientists and business sector in this area.
PROJECT DETAILS
საქართველო
Priority Area:
პარტნიორობა, რომელიც ამწვანებს
Subsector:
ენერგეტიკა და ენერგოეფექტურობა
Topic:
ენერგეტიკა
Project Status:
დასრულებულია
Start Date:
01.02.2021
End Date:
30.04.2023
EU Project Number:
415-426