fbpx
Skip to main content

ევროპული სამეზობლო მექანიზმის საზღვრისპირა თანამშრომლობის პროგრამების ინსტრუმენტი ევროკავშირის საგარეო საზღვრებზე (TESIM)

Project Description
„ევროპული სამეზობლო მექანიზმის (ENI) საზღვრისპირა თანამშრომლობის (CBC) პროგრამების ინსტრუმენტი ევროკავშირის საგარეო საზღვრებზე“ (ტექნიკური დახმარება ევროპული სამეზობლო მექანიზმის საზღვრისპირა თანამშრომლობის პროგრამების განხორციელებასა და მენეჯმენტში) -TESIM წარმოადგენს ევროკომისიის მიერ დაფინანსებულ ტექნიკური დახმარების პროექტს. ის მიზნად ისახავს 15 პროგრამის მხარდაჭერას, რომლებიც ევროპული სამეზობლო მექანიზმის საზღვრისპირა თანამშრომლობის საპროგრამო დოკუმენტშია ჩამოთვლილი.
Specific Objective
• ENI CBC პროგრამების მენეჯმენტისა და განხორციელების ხარისხის გაუმჯობესება, პროგრამის დონეზე წევრ სახელმწიფოებსა და პარტნიორ ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება.
• ადგილობრივი და რეგიონალური ხელისუფლებისა და კერძო ორგანიზაციების შესაძლებლობების განვითარება CBC პარტნიორი ქვეყნების შესაბამის რეგიონებში პროექტების შემუშავებასა და მენეჯმენტში.
• არა მხოლოდ ENI CBC პროგრამებს შორის კოორდინაციის სტიმულირება, არამედ ENI CBC პროგრამებსა და სხვა მსგავს ინსტრუმენტებს შორის.
• ENI CBC ინსტრუმენტის ხილვადობის (Visibility) გაზრდა.
Expected Results
• ENI CBC პროგრამების დაინტერესებულ მხარეებს შეეძლებათ გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება სხვა პარტნიორებთან ENI CBC პროგრამებში და ევროპულ ტერიტორიულ თანამშრომლობაში ჩართულ მოთამაშეებთან და საჭიროების შემთხვევაში იმ CBC პროგრამებში, რომლებიც გაწევრიანებისწინა ინსტრუმენტის (IPA) ფარგლებში ხორციელდება;
• კომისია და ENI CBC პროგრამის დაინტერესებული მხარეები მიიღებენ დახმარებას განხორციელების პრობლემების გადასაჭრელად;
• განხორციელდება კომისიის ან ENI CBC დაინტერესებული მხარეების მიერ მოთხოვნილი ზოგადი ხასიათის კვლევები და / ან ინსტრუმენტები;
• პროგრამის დაინტერესებულ მხარეებს შორის აქტიური ქსელი დამყარდება, რაც მათ საშუალებას მისცემს გაუზიარონ ინფორმაცია, მენეჯმენტის კარგი პრაქტიკა და გააუმჯობესონ პროცედურები.
• გაიზრდება ინფორმირებულობის დონე ბენეფიციარ რეგიონებში ტრანსსასაზღვრო და რეგიონული თანამშრომლობის შესაძლებლობების შესახებ;
• გაძლიერდება ENI CBC ინსტრუმენტის ხილვადობა;
• გაიზრდება ENI CBC ინსტრუმენტის კოორდინაცია დაფინანსების სხვა წყაროებთან.
• გაიზრდება პარტნიორების შესაძლებლობები CBC პარტნიორ ქვეყნებში კარგი ხარისხის პროექტების იდენტიფიცირებისა და მომზადების მიზნით;
• გაიზრდება პარტნიორების შესაძლებლობები CBC პარტნიორ ქვეყნებში ადგილობრივი / რეგიონული განვითარების პროექტების მართვის მიზნით;
• გაიზრდება კარგი ხარისხის პროექტების რაოდენობა, რომლებიც მომზადებულია და დამტკიცებულია განსახორციელებლად.
Project map
Photo gallery
PROJECT DETAILS
რეგიონალური
Priority Area:
პარტნიორობა, რომელიც იცავს
Subsector:
საზღვრისპირა თანამშრომლობა და საზღვრის მართვა
Topic:
ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობა
EaP Countries:
სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელარუსი, საქართველოს, მოლდოვა, უკრაინა
Project Status:
დასრულებულია
Start Date:
15.10.2015
End Date:
30.04.2023
EU Project Number:
136-274