fbpx
Skip to main content

ევროკავშირი დამწყებ ჟურნალისტებს Youth4Regions პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

28/06/2023

ევროკომისია ჟურნალისტიკის შემსწავლელ სტუდენტებსა და ახალგაზრდა ჟურნალისტებს იწვევს Youth4Regions პროგრამაში, რათა დაეხმაროს მათ, აღმოაჩინონ, რას საქმიანობს ევროკავშირი მათ რეგიონში.

პროგრამის მონაწილეებს ჩაუტარდებათ ტრენინგი ჟურნალისტიკისა და ევროკავშირის რეგიონული პოლიტიკის საკითხებზე და მათ მენტორობას წარმატებული ჟურნალისტები გაუწევენ. ისინი, ამასთან, ევროკავშირის რეგიონების კვირეულის განმავლობაში ცნობილი ჟურნალისტების მხარდამხარ იმუშავებენ, ეწვევიან ევროკავშირის მედიაშტაბებსა თუ ინსტიტუტებს და გაემგზავრებიან ევროკომისიის მიერ ორგანიზებულ პრესტურებში ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში.

საცხოვრებელ და მგზავრობის ხარჯებს მთლიანად ევროკომისია დაფარავს.

აპლიკანტები უნდა იყვნენ 18-30 წლის. მათ უნდა ჰქონდეთ გარკვეული გამოცდილება ჟურნალისტიკაში (იქნება ეს განათლება თუ მაქსიმუმ ორწლიანი სამუშაო სტაჟი) და ევროკავშირის ან მეზობელი ქვეყნის მოქალაქეობა. ისინი, ამასთან, 2023 წლის 7-13 ოქტომბრის პერიოდში ხელმისაწვდომნი უნდა იყვნენ.  

განაცხადების შეტანის ბოლო ვადაა 10 ივლისი.

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი