fbpx

სამედიცინო ინვენტარის ქართულ საწარმოს ევროკავშირის მხარდაჭერით საკუთარი წვლილი შეაქვს ეპიდემიასთან ბრძოლაში

17/07/2020

პანდემიის პერიოდში მოთხოვნა სამედიცინო ტექსტილის მწარმოებელი კომპანიის „დოქტორ გუდსის“ ნაწარმზე სწრაფად გაიზარდა. ევროკავშირისა და გერმანიის მთავრობის დახმარებით კომპანიამ ახალი ტექნიკის შეძენა და წარმოების მოცულობის გაორმაგება შეძლო. კომპანიამ ასევე 5-ჯერ გაზარდა თანამშრომლების რაოდენობა. მან ძირითადად ის ადამიანები დაასაქმა, რომლებმაც სამსახური პანდემიის გამო დაკარგეს. ნახეთ ვიდეო კომპანიის მიღწევების შესახებ.

„შპს დოქტორ გუდსმა“ დაფინანსება ევროკავშირის პროექტის “კლასტერები განვითარებისთვის – უკეთ განვითარებული ბიზნესი საქართველოში“ ფარგლებში მიიღო, რომელსაც, გერმანიის მთავრობის სახელით, GIZ ახორციელებს. პროექტი ხორციელდება ევროკავშირის ინიციატივის EU4Business-ის ფარგლებში და მიზნად ისახავს ბიზნეს კლასტერების ხელშეწყობას და განვითარებას სამ სფეროში: ტანსაცმლის წარმოება, სამშენებლო მასალების წარმოება და ტურიზმი.
დამატებითი ინფორმაცია პროექტის „კლასტერები განვითარებისთვის“ შესახებ იხილეთ ბმულზე:
https://eu4georgia.ge/clusters-4-development-better-business-sophistication-in-georgia/

The information on this site is subject to a Disclaimer and Protection of personal data. © European Union 2021