fbpx
Skip to main content

„აქტივიზმის 16 დღე“ – ევროკავშირი გენდერული ძალადობის წინააღმდეგ

მსოფლიოს მასშტაბით, 736 მილიონი ქალიდან თითქმის ყოველი მესამე ცხოვრებაში ერთხელ მაინც ყოფილა, პარტნიორის/მეუღლის, სხვა პირის ან ორივე მათგანის მხრიდან, ძალადობის მსხვერპლი. მიუხედავად იმისა, რომ პანდემიის პირობებში ძალადობის ბევრი შემთხვევის შესახებ შეტყობინება არ ხორციელდება,  ძალადობის მსხვერპლ ქალთა რაოდენობა დიდი ალბათობით კიდევ უფრო გაიზარდა.

სხვადასხვა წყაროებში ასახული ინფორმაცია განგაშის საფუძველს იძლევა:

  • გაეროს ქალთა ფონდის ქვეყნის გენდერული პროფილის მიხედვით, ხუთი ქალიდან ერთი ცხოვრებაში ერთხელ მაინც გამხდარა სექსუალური ძალადობის მსხვერპლი, ამ შემთხვევებიდან ნახევარი სამუშაო ადგილზე განხორციელდა;
  • გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიერ, 2017 წელს, საქართველოში ჩატარებული ქალთა მიმართ ძალადობის ეროვნული კვლევის თანახმად, ქალების 9%-ს, ბავშვობაში, სექსუალური ძალადობა გამოუცდია;
  • ქალების 31% და მამაკაცების 36% კი ეთანხმება მოსაზრებას, რომ ქალების გაუპატიურება მათივე წინდაუხედაობით ხდება;
  •  ამასთან, გამოკითხვის მონაწილეთა 50%-ს სჯერა, რომ გაუპატიურებას ვერ დავარქმევთ, თუ ქალი ფიზიკურად არ იბრძვის ამის წინააღმდეგ.

 ქალებსა და გოგოებზე ძალადობის ნებისმიერი ფორმის წინააღმდეგ ბრძოლაში საკუთარი წვლილი ევროკავშირსაც შეაქვს და მოსახლეობას ცნობიერების ამაღლებაში, დამოკიდებულებებისა თუ ქცევების შეცვლაში და სტერეოტიპების მსხვრევაში ეხმარება.

მხარდაჭერა ამ მიმართულებით არსებული კანონმდებლობის გაუმჯობესებას, პოლიტიკის განსაზღვრას და ინსტიტუციების გაძლიერებას მოიცავს. ასევე, ეხმიანება საქართველოს მიერ, ევროპის საბჭოს ფარგლებში, სტამბოლის კონვენციით ნაკისრ ვალდებულებებს, რომლებიც, სხვა არაერთ კომპონენტთან ერთად,  ქალთა და გოგონათა მიმართ ძალადობის ყველა ფორმის, მათ შორის სექსუალური ძალადობის წინააღმდეგ გარკვეული მოქმედებების უზრუნველყოფას გულისხმობს.

გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან პარტნიორობით, ევროკავშირის მხარდაჭერა, ოჯახური ძალადობის რისკების შეფასების პროცესში, ტექნიკურ დახმარებასაც მოიცავს, რომელიც პოლიციას შესაძლებლობას აძლევს, ლეტალური შედეგის ან ძალადობის განმეორების რისკი შეაფასოს. ინსტრუმენტი საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით, გლობალურ კვლევებს ეფუძნება. სწორედ საუკეთესო პრაქტიკის გათვალისწინებით, ევროკავშირის მხარდაჭერით შეიძინეს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის GPS პროგრამული უზრუნველყოფით აღჭურვილი ფეხის სამაჯურები, რომლებიც პოლიციას შესაძლებლობას აძლევს დამნაშავის მოძრაობას თვალი ადევნოს, როდესაც დამნაშავე სასჯელს ციხეში არ იხდის.

ქალთა მიმართ ძალადობის აღმოსაფხვრელად, ევროკავშირის მხარდაჭერა ამით არ სრულდება. გაეროს ქალთა ორგანიზაციამ სსიპ „ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა სახელმწიფო მოვლისა და დახმარების სააგენტოსთანაც“ ითანამშრომლა, რათა, გურიასა და ქვემო ქართლში, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა სახელმწიფო კრიზისული ცენტრები გაეხსნა. ცენტრის მომსახურება ფსიქო-სოციალურ, სამედიცინო და იურიდიულ დახმარებას, ასევე სათარჯიმნო მომსახურებას და, საჭიროების შემთხვევაში, სხვა სახის დახმარებასაც მოიცავს.

სწორედ ქვეყანაში გენდერული ნიშნით ძალადობის შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით, ევროკავშირი, გაეროს ქალთა ორგანიზაციასა და სხვა პარტნიორებთან ერთად, ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ, 16- დღიან აქტივიზმს იწყებს, რომელიც 25 ნოემბერს აიღებს სტარტს და 10 დეკემბრამდე გაგრძელდება.

კამპანიის ფარგლებში, მთავარი აქცენტი ისეთ საკითხებზე გაკეთდება, როგორებიც სექსუალური ძალადობის, განსაკუთრებით გაუპატიურების შესახებ მსჯელობის დაწყება, გაუპატიურების არსებულ კულტურასთან ბრძოლა, ქალებისა და გოგონების მათი უფლებების შესახებ ინფორმირება თუ სექსუალური ძალადობის მსხვერპლთა მიმართ სოლიდარობის გრძნობის გაჩენაა.

ევროკავშირის მხარდაჭერით ქალთა მიმართ ძალადობის აღმოსაფხვრელად განხორიცლებეული პროექტების შესახებ, შეგიძლიათ იყილოთ ბმულები:

ქალებისა და გოგოების მიმართ ძალადობის წინააღმდეგ საქართველოში
EU4GENDER EQUALITY: ერთად გენდერული სტერეოტიპების და გენდერული ძალადობის წინააღმდეგ
თანასწორი, ინკლუზიური და უსაფრთხო სამუშაო საქართველოში
გენდერული ნიშნით სქესის შერჩევისა და მასთან დაკავშირებული მავნე პრაქტიკების დასაძლევად სამხრეთ კავკასიაში

გენდერულითანასწორობისახალიამბები