fbpx
Skip to main content

ევროკავშირის მხარდაჭერით, ახალქალაქის ადგილობრივი განვითარების ჯგუფი აცხადებს საგრანტო კონკურსს კორონა ვირუსის პანდემიით შექმნილი გამოწვევების საპასუხოდ

22/09/2020

ევროკავშირის ENPARD-ის პროგრამის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის “სოფლის განვითარების ახალი მიდგომის ხელშეწყობა ახალქალაქში” ფარგლებში,  ახალქალაქის ადგილობრივი განვითარების ჯგუფი (LAG), GIPA-თან თანამშრომლობით, აცხადებს კონკურსს სოციალური პროექტებისთვის, რომლის მიზანია, COVID-19-ის პანდემიით გამოწვეული სოციალური სირთულეების დაძლევა და ადგილობრივი თემების კეთილდღეობის გაუჯობესება.

საგრანტო კონკურსი იწყება 2020 წლის  18 სექტემბერს  და დასრულდება 30 სექტემბერს 17:00 საათზე. 

საგრანტო კონკურსი მხარს დაუჭერს იმ ინიციატივებს, რომლებიც ორიენტირებული იქნება შემდეგ მიმართულებებზე:

  • პირველადი ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის გაზრდა სათემო, სოფლის დონეზე;
  • ამბულატრიული შესაძლებლობების გაზრდა სათემო, სოფლების დონეზე;
  • COVID-19-ის პრევენციასთან დაკავშირებით მიღებული ეროვნული რეგულაციებისა და პრაქტიკების შესახებ მომზადებული ვიზუალური მასალის განთავსება სოფლებსა და სათემო ცენტრებში;
  • ისეთი საქმიანობის განხორციელება, რაც პანდემიით გამოწვეულ სტრესის გამკლავებაში დაეხმარება ადგილობრივ მოსახილეობას;
  • ამასთანავე პროექტი სრულად უნდა ითვალისწინებდეს COVID-19 დაკავშირებულ ეროვნულ რეგულაციებსა და რეკომენდაციებს.

მნიშვნელოვანია, რომ ინიციატივები მიმართული იყოს მხოლოდ ახალქალაქის მუნიციპალიტეტზე. გრანტის სახსრები ხელმისაწვდომი იქნება მხოლოდ წარმატებული პროექტის განაცხადის მხარდასაჭერად. დაფინანსების მინიმალური ოდენობა შეადგენს 1,000 ლარს,  მაქსიმალური – 150,000-ს. ამასთანავე უნდა აღინიშნოს, რომ სრული საგრანტო ბიუჯეტი შეადგენს 150,000 ლარს. განმცხადებლებს მოეთხოვებათ ფულადი თანამონაწილეობა, არანაკლებ 10%-სა.

განაცხადების წარმოდგენა შეუძლიათ მხოლოდ ადგილობრივ და/ან ეროვნულ სამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც უნდა აკმაყოფილებდნენ შემდეგ კრიტეტიუმებს:

  • წარმოადგენდნენ საქართველოში რეგისტრირებულ იურიუდიულ პირს;
  • ჰქონდეთ ოფიციალური, რეგისტრირებული სტატუსი;
  • წარმოადგენდგენ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის თვითმართველობის საჯარო სამართლის იურიდიულ პირს;
  • წარმოადგენდგენ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, რომლის საქმიანობა უკავშირდება ახალქალაქის მუნიციპალიტეტს;

აპლიკანტებს აქვთ მხოლოდ  ერთი განაცხადის წარმოდგენის უფლება.

განაცხადისათვის საჭირო ყველა დოკუმენტი გთხოვთ იხილოთ შემდეგ მისამართზე: https://rb.gy/evqkpl

საგრანტო განაცხადის ჩაბარება უნდა მოხდეს ქართულ ენაზე,  ელექტრონული ფორმით შემდეგ მისამართზე: applications@akhalkalakilag.ge

დაგვიანებული ან შეუსაბამო განაცხადები არ განიხილება.

პროექტს ახორციელებს საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის, სოფლის მეურნეობის განვითარებისა და პროფესიული სწავლების დეპარტამენტი (DRDVE/GIPA) პროექტის პარტნიორები არიან მერსი ქორფსი, ELVA საზოგადებრივი ჩართულობა და დასავლეთ კორკის განვითარების პარტნიორობა. ევროკავშირი მხარს უჭერს სოფლის მეურნეობასა და სოფლის განვითარებას საქართველოში ENPARD-ის პროგრამის დახმარებით. პროგრამა ხორციელდება 2013 წლიდან და მისი მთლიანი ბიუჯეტი შეადგენს 179.5 მილიონ ევროს. ENPARD-ის ძირითადი მიზანი საქართველოში სოფლად სიღარიბის დაძლევაა. პროგრამის პირველი ფაზის პრიორიტეტი სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა იყო, ხოლო მეორე და მესამე ფაზა მიზნად ისახავს სოფლად მცხოვრები ადამიანების ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობების შექმნას არამარტო აღნიშნულ სექტორში. მეტი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ENPARD-ის ვებ-გვერდს: www.enpard.ge.