fbpx
Skip to main content

ევროკავშირი და გაეროს ინდუსტრიული განვითარების ორგანიზაცია (UNIDO) აგრძელებენ საქართველოს ფარმაცევტული კლასტერის დახმარებას სათანადო წარმოების პრაქტიკის დანერგვაში (GMP)

საქართველოს ფარმაცევტული კლასტერი / Georgian Pharmaceutical Cluster

ევროკავშირის დახმარებით, გაეროს ინდუსტრიული განვითარების ორგანიზაციამ (UNIDO) ქართული ფარმაცევტული კლასტერის წარმომადგენლებისათვის, ორგანიზება გაუწია ინტერაქტიულ ღონისძიებას სათანადო წარმოების პრაქტიკის (GMP) სტანდარტის მქონე მოწინავე საწარმოს და ლაბორატორიის ფიზიკურად დასათვალიერებლად თბილისში. ტურში მონაწილეობა მიიღო კლასტერის წევრმა ყველა კომპანიამ, რომელთა წარმომადგენლებმაც ევროკავშირისა და UNIDO-ს მიმართ გამოხატეს მადლიერება ინიციატივისათვის.

ქართული ფარმაცევტული კლასტერი, რომელიც აერთიანებს როგორც ბაქტერიოფაგებისა და მცენარეული ფარმაცევტული საშუალებების მწარმოებელ კომპანიებს, ასევე დამხმარე ინსტიტიტუციებს, მიზნად ისახავს დაეხმაროს წევრებს კონკურენტუნარიანობის განსავითარებლად, გაყიდვების ზრდაში და ახალ ბაზრებზე წვდომის მოსაპოვებლად საერთაშორისოდ აღიარებული ხარისხის სტანდარტების დანერგვის გზით. დეტალური ინფორმაცია კლასტერის შესახებ ხელმისაწვდომია ქართული ფარმაცევტული კლასტერის ვებ-გვერდზე: https://pharmacluster.org/ka

დასახული მიზნის მისაღწევად, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, UNIDO-მ შეიმუშავა ტრენინგ პროგრამა ქართული ფარმაცევტული კლასტერის წევრების დასახმარებლად ხარისხის გაუმჯობესების მიმართულებით. საწარმოს ფიზიკური ტური დაიგეგმა, როგორც სათანადო წარმოების პრაქტიკაზე (GMP) უფრო ფართო სასწავლო პროგრამის შემავსებელი აქტივობა. შესაბამისად, ტური წარმოადგენდა 2022 წლის მაისში დაწყებული ხარისხის სტანდარტზე ტრენინგ სერიების გაგრძელებას. ღონისძიება ჩატარდა თბილისში, GMP სერთიფიკატის მფლობელი, ფარმაცევტული პროდუქტების მწარმოებელი მოწინავე კომპანიის – GM Pharma-ს ობიექტებზე. მონაწილეებმა, ადგილზე დაათვალიერეს საწარმოო ობიექტები და ლაბორატორია, რაც მათ დაეხმარა ტრენინგების დროს მიღებული თეორიული ცოდნის პრაქტიკული თვალსაზრისით გამდიდრებაში. ტურმა დამსწრეებს საშუალება მისცა საკუთარი თვალებით დაკვირვებოდნენ ქართულ კონტექსტში GMP სტანდარტის პრაქტიკაში განხორციელების პროცესს. აღნიშნულ ღონისძიებაზე მოწვეული იყვნენ 6 ფარმაცევტული კომპანიიდან ორ-ორი წარმომადგენელი.

ღონისძიების ორგანიზება ევროკავშირი საქართველოსთვის (EU4Georgia) პროექტის „საქართველოში კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობისთვის ევროკავშირის ინოვაციური პროექტის“ ფარგლებში განხორციელდა, რომელსაც ევროკავშირი 6 მილიონი ევროთი აფინანსებს. პროექტს გაეროს ოთხი სააგენტო: გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO), გაეროს ინდუსტრიული განვითარების ორგანიზაცია (UNIDO) და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (IOM)ახორციელებს .

ევროკავშირი და UNIDO მომავალშიც გააგრძელებენ ქართული ფარმაცევტული კლასტერის მხარდაჭერას. იგეგმება ტრენინგ სესიების გაგრძელება ფარმაცევტული კომპანიებისათვის მათთვის საინტერესო თემებზე ფოკუსირებით.

საკონტაქტო დეტალები:

გიორგი თოდუა, UNIDO-ს პორექტების ადმინისტრატორი, g.todua@unido.org; +995 597781708
გიორგი ანდღულაძე, UNIDO-ს ეროვნული კოორდინატორი, g.andguladze@unido.org; +995 557687330

ევროკავშირიბიზნესისათვისახალიამბები