fbpx
Skip to main content

ევროკავშირი იწყებს საგზაო უსაფრთხოების ერთიანი მართვის ჩამოყალიბების მხარდასაჭერ ახალ პროექტს

ევროკავშირი იწყებს საგზაო უსაფრთხოების ერთიანი მართვის ჩამოყალიბების მხარდასაჭერ ახალ პროექტს / EU launches a new Twinning project to support the Establishment of Comprehensive Road Safety Management in Georgia

ევროკავშირმა საჯარო სამსახურების დაძმობილების 2-წლიანი პროექტის, „საგზაო უსაფრთხოების ერთიანი მონაცემთა ბაზის ჩამოყალიბების და საგზაო უსაფრთხოების მართვის შემდგომი გაუმჯობესების მხარდაჭერა საქართველოში, “განხორციელება დაიწყო. პროექტის ბიუჯეტი შეადგენს 1 300 000 ევროს და ითვალისწინებს საქართველოში საგზაო უსაფრთხოების პოლიტიკის განვითარებას ინსტიტუციურ დონეზე და საგზაო შემთხვევების მონაცემების შეგროვებისა და ანალიზის მეთოდების ხარისხის გაუმჯობესებას.

პროექტი ითვალისწინებს პოლონელი და ლიეტუველი ექსპერტების თანამშრომლობას ქართველ კოლეგებთან და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის, შესაძლებლობების გაძლიერებას საგზაო უსაფრთხოების პოლიტიკის განვითარების გზით.

საგზაო უსაფრთხოების სფეროში, საჯარო სამსახურების დაძმობილების პროექტის სასტარტო ღონისძიებას დაესწრო ევროკავშირის, საელჩოების, მთავრობის, სახელმწიფო და კერძო უწყებების 65-ზე მეტი წარმომადგენელი.

„ეს პროექტი ეძღვნება ისეთ მნიშვნელოვან თემას, როგორიც საგზაო უსაფრთხოებაა. ავტო საგზაო შემთხვევების რაოდენობის შემცირება მხოლოდ ფაქტებზე დაფუძნებული გადაწყვეტილების მიღების გზით არის შესაძლებელი. ეს პროექტი კი იქნება პასუხი ამ მოთხოვნაზე,“ – განაცხადა პოლონეთის ფონდების განვითარებისა და რეგიონული პოლიტიკის მინისტრმა, ბ-ნმა გჟეგორგ პუდამ.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, გურამ გურამიშვილის განცხადებით, „ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ეს პროექტი მნიშნველოვანია საქართველოში საგზაო უსაფრთხოების განვითარებისთვის. იმედი მაქვს, რომ თანამშრომლობა ნაყოფიერი იქნება და პროექტის მხარდაჭერის შედეგად საგზაო უსაფრთხოების მართვის კომპონენტი გაძლიერდება, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების დღის წესრიგის შესაბამისად. “

„ევროკავშირი მოხარულია, რომ მხარს უჭერს ესეთი მნიშვნელობის პროექტს საგზაო უსაფრთხოების მიმართულებით. სამწუხაროდ, ყოველწლიურად, უამრავი ადამიანი იღუპება ან ზიანდება ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად საქართველოში. ევროკავშირის გამოცდილებიდან გამომდინარე, არსებობს სიტუაციის გაუმჯობესებისა და საგზაო შემთხვევების რაოდენობის შემცირების მკაფიო შესაძლებლობები. ევროკავშირის მხარდაჭერითა და პოლონელი და ლიეტუველი პარტნიორების ხელმძღვანელობით, ეს პროექტი გააუმჯობებსებს საგზაო უსაფრთხოების პირობებს საქართველოში, “-განაცხადა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ჯგუფის ლიდერმა, ბ-ნმა ალექსანდრე დარასმა.

პროექტს, პოლონეთის ფონდების განვითარებისა და რეგიონული პოლიტიკის სამინისტრო ახორციელებს.

მომდევნო ორი წლის განმავლობაში, პროექტი გააუმჯობესებს საგზაო უსაფრთხოების ელექტრონულ მონაცემთა ბაზებს, საგზაო უსაფრთხოების მონაცემების მართვაში ჩართული პერსონალის შესაძლებლობების გაზრდით. გარდა ამისა, პროექტი მიზნად ისახავს ერთიანი საგზაო უსაფრთხოების მართვის სისტემის შემუშავებას საგზაო უსაფრთხოების მიმართულებით მომუშავე ეროვნული სააგენტოებისთვის, ტრამვის ეროვნული რეესტრისა და მონაცემთა მართვის ეფექტური სისტემის ჩამოყალიბების გზით.
ღონისძიების მსვლელობისას, მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ განეხილათ პროექტის ფარგლებში განსახორციელებელი კომპონენტები, აქტივობები და მოსალოდნელი შედეგები.

დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ დაუკავშირდეთ:
ბ-ნი რაფალ ნოვაკი, საჯარო სამსახურების დაძმობილების პროექტის მუდმივი რეზიდენტი მრჩეველი. „საგზაო უსაფრთხოების ერთიანი მონაცემთა ბაზის ჩამოყალიბების და საგზაო უსაფრთხოების მართვის შემდგომი გაუმჯობესების მხარდაჭერა საქართველოში“, Rafal.Nowak@mfipr.gov.pl

საგზაოუსაფრთხოებაახალიამბები, ტვინინგიახალიამბები