fbpx
Skip to main content

ევროკავშირი/FAO-ს მხარდაჭერა სოფლად მცხოვრებ ქალ მეფუტკრეებს

11/03/2021

რატომღაც ყველას ჰგონია, რომ მეფუტკრე კაცი უნდა იყოს, მაგრამ ეს ის შემთხვევა არ არის. ქალებმა ახმეტიდან ბიზნესი 30 სკით დაიწყეს, მას შემდეგ სკების რაოდენობა გააოთხმაგეს და დღეს თაფლს, დინდგელს, ცვილს, ჭეოს, ყვავილის მტვერს და ფუტკრის რძეს აწარმოებენ. ევროკავშირის და FAO-ს მხარდაჭერა მათ საჭირო ინფორმაციზე, ახალ ტექნოლოგიებზე და ბაზრებზე წვდომას უადვილებს, რაც მათ წარმოების ზრდაში ეხმარება. მეფუტკრე ქალები მომავალში ადგილობრივი თაფლის მწარმოებელთა ორგანიზაციის შექმნას გეგმავენ და სურთ ადგილობრივ ქალებს მაგალითი და მოტივაცია მისცენ.

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ კამპანიის ვებგვერდს: www.eu4georgia.ge/ka/strongwomenstronggeorgia/