fbpx
Skip to main content

ევროპის კვლევისა და ინოვაციის დღეები – გაიარე რეგისტრაცია

ევროპის კვლევისა და ინოვაციის დღეები

ევროპის კვლევისა და ინოვაციის დღეები ჩატარდება ონლაინ რეჟიმში, 2022 წლის 28 და 29 სექტემბერს.

ევროკომისიის ინიციატივით ორგანიზებული ევროპის კვლევისა და ინოვაციის დღეები აერთიანებს პოლიტიკოსებს, მკვლევარებს, მეწარმეებს და მოქალაქეებს, რათა მათ განიხილონ და განსაზღვრონ კვლევისა და ინოვაციების მომავალი ევროპაში და მის ფარგლებს გარეთ.

წლევანდელი ევროპის კვლევისა და ინოვაციის დღეები მოგცემთ შესაძლებლობას, განიხილოთ და განსაზღვროთ გადაჭრის ახალი გზები ევროპის სიცოცხლისუნარიანობისა და მისი სტრატეგიული ავტონომიის გასაძლიერებლად. შემოგვიერთდით, რათა ერთად ვიმსჯელოთ იმაზე, თუ როგორ უწყობს ხელს კვლევა და ინოვაცია ევროკომისიის პრიორიტეტების განხორციელებას.

ეს არის თქვენი შანსი, განიხილოთ ახალი ევროპული ინოვაციების დღის წესრიგი, ევროპის ახალგაზრდული წელი, ევროპული კულტურული შემოქმედების სიმდიდრე, ევროკავშირის მისიები და მრავალი სხვა თემა.

გაეცანით პროგრამას, აღმოაჩინეთ თქვენთვის საინტერესეო სესიები და მოემზადეთ მონაწილეებთან ერთად, ევროპიდან და მის ფარგლებს გარეთ, კვლევისა და ინოვაციების მომავლის განსახილველად.

ბოლო ონლაინ გამოცემის დიდ წარმატებასა და შედეგებზე დაყრდნობით, წლევანდელი ღონისძიება კვლავაც იქნება სრულად ციფრული, რაც ყველას მისცემს საშუალებას, ჩაერთოს ნებისმიერი ადგილიდან. წინა წლის მსგავსად, ონლაინ პოლიტიკის კონფერენცია წელსაც მოიზიდავს ათასობით მონაწილეს მთელი მსოფლიოდან.

გაიარეთ რეგისტრაცია აქ და თვალყური ადევნეთ დამატებით სიახლეებსა და განახლებებს! გამოგვიყევით Twitter-ზე @EUScienceInnov და შემოუერთდით საუბარს #RiDaysEU-ზე.