fbpx
Skip to main content

თბილისში EU4Culture-ს პირველი რეგიონული ქსელის კონფერენცია გაიმართა

EU4Culture-ს პირველი რეგიონული ქსელის კონფერენცია გაიმართა

მაისს ევროკავშირის პროექტის EU4Culture ორგანიზებით თბილისში „EU4Culture-ს რეგიონული ქსელის პირველი კონფერენცია“ გაიმართა, რომლის მიზანიც აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ქალაქებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებაა.

ღონისძიებაზე პროექტმა ოფიციალურად დააფუძნა „EU4Culture-ს ქალაქების ქსელი“. ქსელი აერთიანებს ქალაქებს სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, საქართველოდან, მოლდოვიდან და უკრაინიდან, რომლებმაც EU4Culture პროექტის ფარგლებში მიიღეს დაფინანსება კულტურის განვითარების სტრატეგიების შესამუშავებლად. ქალაქების ქსელის მიზანია, ხელი შეუწყოს  შერჩეულ ქალაქებს შორის ცოდნის გაზიარებასა და თანამშრომლობას. საქართველოდან ქსელის წევრი ქალაქები გახდნენ ფოთი, ზუგდიდი და ქუთაისი.

კონფერენციას ესწრებოდნენ შერჩეული ქალაქების მერები და სხვა წარმომადგენლები, საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის წარმომადგენლები, საქართველოს კულტურის სამინისტროს წარმომადგენლები, ექსპერტები და დაინტერესებული მხარეები.

„EU4Culture-ს ქალაქების ქსელი“ ქალაქებს სთავაზობს უნიკალურ შესაძლებლობას, გახდნენ წევრები სანდო და გრძელვადიანი თანამშრომლობის პლატფორმისა, რომელიც საშუალებას მისცემს მათ, ღიად გაუზიარონ ერთმანეთს გამოცდილება და საუკეთესო პრაქტიკები კულტურასა და შემოქმედებით სექტორში, შექმნან საერთო ინიციატივები და კულტურული პროგრამები. პლატფორმა ასევე ხელს შეუწყობს რეგიონთაშორის დონეზე საჯარო და კერძო სექტორებს შორის დიალოგს“. – აღნიშნა  ანატოლი ბაიფერტმა, პროექტის EU4Culture გუნდის ხელმძღვანელმა.

ქსელის დაფუძნებასთან ერთად, კონფერენციაზე მოწვეულმა მომხსენებლებმა ქალაქების წარმომადგენლებს ერთობლივი კულტურული ღონისძიებებისა და პარტნიორობის განვითარების საუკეთესო მაგალითები გააცნეს. მათ ასევე მოისმინეს ინფორმაცია EU4Culture-სა და დონორი ორგანიზაციების დაფინანსების მოპოვების შესაძლებლობების შესახებ.

EU4Culture ოთხწლიანი პროექტია, რომელიც ევროკავშირის მიერაა დაფინანსებული. პროექტმა 2021 წლის მაისში გამოაცხადა კონკურსი აღმოსავლეთ პარტნიორების ქვეყნების ქალაქებისთვის. კონკურსში 14 ქალაქი შეირჩა, რომლებსაც გადაეცათ 30 000 ევროს დაფინანსება კულტურის განვითარების სტრატეგიების მოსამზადებლად. კონკურსის საბოლოო ეტაპზე, თითოეული ქვეყნიდან შეირჩევა ერთი ქალაქი, რომელიც მიიღებს 300 000 ევრომდე გრანტს შემუშავებული სტრატეგიის განსახორციელებლად. პროექტს ახორციელებენ გოეთეს ინსტიტუტი (წამყვანი პარტნიორი), დანიის კულტურის ინსტიტუტი, ჩეხეთის ცენტრები და საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი.       

საკონტაქტო ინფორმაცია

მარიამ ლეჟავა, EU4Culture-ს კომუნიკაციების მენეჯერი; Mariam.Lezhava@goethe.de

ევროკავშირიკულტურისთვისახალიამბები, კულტურისახალიამბები