fbpx
Skip to main content

კლიმატის ცვლილების თემატური ბანაკი ქალებისა და ახალგაზრდებისთვის

კლიმატის ცვლილების თემატური ბანაკი ქალებისა და ახალგაზრდებისთვის / Thematic Camp on Climate Change for Women and Youth

CENN, პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად, ევროკავშირის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის საქართველოს კლიმატის პროგრამის ფარგლებში აცხადებს მონაწილეთა მიღებას ქალებისა და ახალგაზრდებისთვის კლიმატის ცვლილების თემატურ ბანაკში.

ბანაკი მიზნად ისახავს ადგილობრივი თემების გააქტიურებას, მუნიციპალურ და რეგიონულ დონეზე კლიმატის ცვლილების საკითხების აქტუალიზაციის მიზნით. ბანაკის მონაწილეები გაივლიან თემატურ ტრენინგებს შემდეგ საკითხებზე: ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული მიდგომა, კლიმატის ცვლილება, მისი გამომწვევი მიზეზები, კლიმატის ცვლილების მიტიგაცია და მასთან ეფექტიანი ადაპტაცია, წყლის რესურსების ეფექტიანი მართვა, ენერგო ეფექტიანობა.

ბანაკის შედეგად მონაწილეები, ლიდერებთან ერთად, შეიმუშავებენ ერთობლივ ინიციატივებს კლიმატის ცვლილების სფეროში ახალგაზრდებისა და ქალების აქტივიზმის ხელშეწყობისა და ადგილობრივ და რეგიონულ დონეზე კლიმატის ცვლილების საკითხების აქტუალიზაციის მიზნით ახალგაზრდებისა და ქალების უნარ-შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით. ბანაკის შედეგად შემუშავდება 4 ინიციატივა, რომელთა განხორციელება უზრუნველყოფილი იქნება  საქართველოს კლიმატის პროგრამის ფარგლებში.

ბანაკში მონაწილეობა შეუძლიათ:

გურჯაანის, საგარეჯოს, ახმეტის (კახეთის რეგიონი), ზესტაფონის, ტყიბულის, ჭიათურის (იმერეთის რეგიონი), ლანჩხუთისა და ოზურგეთის (გურიის რეგიონი) მუნიციპალიტეტში მცხოვრებ, 15-35 წლის, ახალგაზრდებს და  ქალებს.

შენიშვნა: ბანაკში მონაწილეობა არ შეუძლიათ იმ ქალებსა და ახალგაზრდებს, რომლებიც უკვე მონაწილეობდნენ აღნიშნულ ბანაკში 2022 წლის აპრილში.

მონაწილეობის მისაღებად:

  • შეავსეთ ელექტრონული განაცხადის ფორმა: https://forms.gle/WSZgTybMJV9JX5RM6
  • განაცხადების მიღების ბოლო ვადა –  8 ივლისი 
  • დაგვიანებული განაცხადები არ განიხილება

საუკეთესო განაცხადის ავტორები  გაემგზავრებიან კლიმატის ცვლილების თემატურ ბანაკში მონაწილეობის მისაღებად.

ბანაკი გაიმართება ბულაჩაურის მწვანე ცენტრში 6-11 სექტემბერს.

  • საკონკურსო განაცხადების მიღების პერიოდი: 15 ივნისი – 8 ივლისი
  • შერჩეულ კანდიდატებთან დაკავშირება: 25-30 ივლისი
  • ბანაკის განხორციელების პერიოდი: – 6-11 სექტემბერი

დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით:

მარი კიკვაძე – marie.kikvadze@cenn.org  

პროექტის შესახებ

ბანაკი ხორციელდება ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარე „საქართველოს კლიმატის პროგრამა“-ის ფარგლებში რომელსაც ახორციელებს CENN, კახეთის რეგიონული განვითარების ფონდთან (KRDF), ჭიათურელთა კავშირთან (ACU), რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის აგროტურიზმის განვითარების ასოციაციასთან (RLS-ADA) და ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირთან (YPU) თანამშრომლობით. პროექტის სამიზნე მუნიციპალიტეტებია: გურჯაანი, საგარეჯო, ახმეტა, ზესტაფონი, ტყიბული, ჭიათურა, ლანჩხუთი, ოზურგეთი, ონი და ამბროლაური. პროექტის მიზანია საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება და ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების მხარდაჭერა წყალსა და ჯანსაღ გარემოზე ადამიანის უფლებაზე განსაკუთრებული აქცენტით.

მედია კონტაქტი:

მარი კიკვაძე, CENN, კომუნიკაციის მენეჯერი,  marie.kikvadze@cenn.org

ევროკავშირიახალგაზრდებისათვისშესაძლებლობები, კლიმატისცვლილებისშესაძლებლობები