Skip to main content

2020 წლის საზოგადოებრივი აზრის კვლევა ევროკავშირის შესახებ

ივლისი 17, 2020

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგად საქართველოს მოსახლეობის 69% ენდობა ევროკავშირს, ხოლო 77% მიიჩნევს, რომ საქართველოს კარგი ურთიერთობები აქვს ევროკავშირთან.

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „ევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლო“ ფარგლებში ჩატარდა 2020 წლის საზოგადოებრივი აზრის კვლევა ჩატარდა 2020 წლის თებერვლიდან მარტამდე (COVID-19 კრიზისის დაწყებამდე) და ის ემყარებოდა პირისპირ ინტერვიუებს 1,000 ადამიანისგან შემდგარ რეპრეზენტატულ ჯგუფებში ქვეყნის მასშტაბით.

ყოველწლიური კვლევები უკვე მეხუთე წელია ტარდება; პირველი კვლევა ჩატარდა 2016 წელს.

საზოგადოებრივი აზრის კვლევა ჩატარდა აღმოსავლეთ პარტნიორობის დანარჩენ ხუთ ქვეყანაშიც – აზერბაიჯანი, ბელარუსი, მოლდოვის რესპუბლიკა, სომხეთი და უკრაინა. აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვსი ქვეყნის შედეგები წარმოდგენილია ეროვნულ ანგარიშებში და კონსოლიდირებულ რეგიონულ მიმოხილვით ანგარიშში.

ქვემოთ მოცემულია საქართველოში ჩატარებული კვლევის ძირითადი შედეგები – დამატებითი დეტალები მოყვანილია ინფოგრაფიკის სახით და ანგარიშში, რომელთა ბმულები ასევე ქვემოთ არის მოცემული.

ძირითადი შედეგები

  • საქართველოს მოსახლეობის 77% თვლის, რომ საქართველოს კარგი ურთიერთობები აქვს ევროკავშირთან.
  • საქართველოში მოსახლეობის 69% ენდობა ევროკავშირს, და მხოლოდ 28% ენდობა ევრაზიის ეკონომიკურ კავშირს.
  • საქართველოს მოსახლეობის 49% დადებითი აზრისაა ევროკავშირზე. საქართველოს მოსახლეობის მხოლოდ 7%-ია უარყოფითი აზრის ევროკავშირზე.
  • საქართველოს მოსახლეობის 71%-მა იცის, რომ ევროკავშირი ფინანსურ მხარდაჭერას უწევს ქვეყანას, და 69% თვლის, რომ ეს მხარდაჭერა ეფექტურია.

ბმულები

საკონტაქტო პირი:

ოლენა მალინოვსკა
მედია და საინფორმაციო მენეჯერი

ევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლო
კომუნიკაცია უფრო ძლიერი პარტნიორობისთვის: მოქალაქეებთან დაკავშირება მთელ აღმოსავლეთ სამეზობლოში (ევროკავშირის პროგრამა „ღია სამეზობლო“)
olena.malynovska@ecorys.com

www.euneighbours.eu