fbpx
Skip to main content

EU4Dialogue: საგრანტო კონკურსი – რაუნდი 2

საგრანტო კონკურსი / Call for proposals

გაეროს განვითარების პროგრამა ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს პროექტს „EU4Dialogue: კონფლიქტის ტრანსფორმაციის მხარდაჭერა სამხრეთ კავკასიასა და მოლდოვის რესპუბლიკაში“, რომლის ფარგლებშიც ცხადდება საგრანტო კონკურსი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისათვის. მისი მიზანია ხელი შეუწყოს სამხრეთ კავკასიის კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობისათვის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის, საცხოვრებელი პირობებისა და ადამიანის უსაფრთხოების გაუმჯობესებას.

სამხრეთ კავკასიაში მცხოვრებ კონფლიქტით დაზარალებულ მოსახლეობას ისეთ მნიშვნელოვან გამოწვევებთან გამკლავება უწევს, როგორებიცაა ხარისხიანი ჯანდაცვის მომსახურებასა და განათლებაზე არასათანადო წვდომა,  შემოსავლის სტაბილური წყაროების ნაკლებობა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული სხვა სირთულეები, რომლებიც ხშირად სავალალო გავლენას ახდენს მათ საცხოვრებელ პირობებზე.  კონფლიქტით დაზარალებული საზოგადოებებისთვის სოციალურ-ეკონომიკური პირობებისა და უსაფრთხოების გაუმჯობესება  კვლავაც უმნიშვნელოვანესი წინაპირობაა კონფლიქტის ტრანსფორმაციისათვის მდგრადი საფუძვლის შესაქმნელად.

EU4Dialogue-ის საგრანტო მექანიზმის მიზანია სამხრეთ კავკასიის კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის წინაშე მდგარ სოციალურ-ეკონომიკურ და უსაფრთხოების გამოწვევებზე რეაგირება. ამ მხრივ, მნიშვნელოვანია, საგრანტო წინადადება განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებდეს გენდერული თანასწორობის  ხელშეწყობაზე, ბავშვებისა და ახალგაზრდების, ასევე სხვადასხვა მოწყვლადი ჯგუფისათვის დამატებითი პერსპექტივების გაჩენაზე. 

კონკურსის ფარგლებში დაფინანსდებიან ახალბედა ან/და სათემო ორგანიზაციები რომლებიც უპასუხებენ ადგილობრივ დონეზე არსებულ პრიორიტეტულ საჭიროებებს, გამოავლენილს პრობლემის თანამონაწილეობითი და  გენდერულად მგრძნობიარე ანალიზის შედეგად.

საქართველოში განსახორციელებელ  გრანტებზე განაცხადების მიღება დაწყებულია. განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2023 წლის 23 იანვარი. საკონკურსო დეტალები შეგიძლიათ იხილოთ აქ: https://bit.ly/3PR920P (გაეროს განვითარების პროგრამის შესყიდვების ვებგვერდი).  

სამოქალაქოსაზოგადოებისშესაძლებლობები