Skip to main content

კონკურსანტმა უნდა შეავსოს ონლაინ განაცხადის ფორმა (იხ. ზემოთ), 2026 წლის 25 სექტემბრის ჩათვლით, ქვემოთ ჩამოთვლილი დანართებით:

  • ნაშრომის ელექტრონული ფაილი (ბმული) ავტორის სახელის, გვარისა და საკონკურსო კატეგორიის მითითებით;
  • ბმული, ფოტოასლი ან “სქრინშოთი”, იმის დასტურად რომ ნაშრომი,   ბეჭდურ, სამაუწყებლო ან ონლაინ მედიაში იყო განთავსებული  მოთხოვნილი ვადების შესაბამისად;
  • თუ ვიდეო ნამუშევარი ინტერნეტში არ არის განთავსებული, კონკურსანტმა ის YouTube-ზე უნდა ატვირთოს და გამოგზავნოს შესაბამისი ინტერნეტ მისამართი ან ბმული;
  • ვიდეო ნამუშევრის სკრიპტი ვორდის ფაილით;
  • საკონკურსო კატეგორიისთვის დოკუმენტური ფოტო, სავალდებულოა ფოტო ფაილის გამოგზავნა მაღალი რეზოლუციით – jpg ფორმატში. ფაილის სახელწოდებაში მითითებული უნდა იყოს ავტორის სახელი, გვარი და საკონკურსო კატეგორია. ფოტოს არ უნდა ჰქონდეს საგანგებო ნიშნები, ლოგოები, სახელები ან ჩარჩო. დიდი მოცულობის ფაილების შემთხვევაში, კონკურსანტს შეუძლია ატვრთოს ფოტო მუდმივ ელექტრონული ბმულზე და ასე წარმოადგინოს ნამუშევარი;
  • სოციალური მედიის არხებზე გამოქვეყნებული ფოტოს კონკურსში წარდგენის შემთხვევაში, სავალდებულოა ფოტოს ავტორობის/საკუთრების დამადასტურებელი მტკიცებულების წარმოდგენა;
  • საკონკურსო კატეგორიაში საუკეთესო სტუდენტური ნაშრომი- ავტორმა უნდა წარმოადგინოს საქართველოში აკრედიტებული კერძო ან სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებელში ბაკალავრის სტუდენტის სტატუსის დამადასტურებელი საბუთი;
  • YouTube პლატფორმაზე გამოქვეყნებული ნამუშევრის წარდგენის შემთხვევაში, კონკურსანტმა უნდა წარმოადგინოს საავტორო და გამოყენების უფლებების ფლობის დამადასტურებელი მტკიცებულება.

    დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით:

    ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში თამარ მიქაძე – პრესის და ინფორმაციის სამსახური, ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში. Tamriko.Mikadze@eeas.europa.eu