fbpx
Skip to main content

ევროკავშირმა და სამართლიანმა არჩევნებმა ახალი პროექტი დაიწყეს, რომელიც საქართველოში არჩევნების სამართლიან ჩატარებას შეუწყობს ხელს

01/02/2024

საქართველოში დემოკრატიის წინსვლისა და არჩევნების სამართლიანად ჩატარების უზრუნველსაყოფად, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ (ISFED), ევროკავშირის მხარდაჭერით, პროექტი “თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო პროცესების ხელშეწყობა საქართველოში” წარმოადგინა. აღნიშნული ინიციატივა გადამწყვეტ მომენტში ხორციელდება, როდესაც საქართველო 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ემზადება, რაც გაძლიერებული დემოკრატიული ჩართულობისა და გამჭვირვალობისთვის ქმნის საფუძველს. 

არჩევნების გლობალურ დღეს გამართულმა ღონისძიებამ შექმნა შესაძლებლობა, გაზიარებულიყო 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების გეგმები. ძირითადი აქცენტები გაკეთდა არჩევნების სადამკვირვებლო მისიაზე, ამომრჩეველთა საინფორმაციო კამპანიებსა და ინიციატივებზე, რომლებიც შემუშავებულია პოლიტიკურ პარტიებსა და ამომრჩევლებს შორის კონსტრუქციული დიალოგის გასაძლიერებლად. ეს ძალისხმევა მიმართულია ინფორმირებული, სამართლიანი და მონაწილეობითი საარჩევნო პროცესის უზრუნველყოფისკენ. 

პროექტის მთავარი მიზანია, 2024 წლის საპარლამენტო და 2025 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ფართომასშტაბიანი და დამოუკიდებელი მონიტორინგის ჩატარება. საარჩევნო პროცესებზე სამოქალაქო განათლების გაძლიერებითა და პოლიტიკურ სუბიექტებსა და ამომრჩევლებს შორის კომუნიკაციის გაღრმავებით, პროექტი მიზნად ისახავს საარჩევნო პროცესებში ანგარიშვალდებულების, გამჭვირვალობისა და ნდობის კულტურის გაძლიერებას.  

შეხვედრაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ, შვედეთის ელჩმა საქართველოში ანა ლიბერგიმ და „სამართლიანი არჩევნების“ აღმასრულებელმა დირექტორმა ნინო დოლიძემ. 

„2024 წლის საპარლამენტო არჩევნების თავისუფლად და სამართლიანად ჩატარება არის აუცილებელი ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე პროგრესისთვის. ამიტომ მნიშვნელოვანია, ამ არჩევნებზე ფართომასშტაბიანი სამოქალაქო მონიტორინგის განხორციელება, არსებობის შემთხვევაში პრობლემების გამოვლენა და მათზე დროული და ეფექტური რეაგირება.” – ნინო დოლიძე, „სამართლიანი არჩევნები“. 

პროექტი არის ერთობლივი ძალისხმევა, რომელსაც სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება ხელმძღვანელობს საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდთან (GFSIS) და საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიასთან პარტნიორობით.

ამ ქვეყნისთვის კრიტიკულ საარჩევნო პერიოდში, ევროკავშირის მხარდაჭერილი პროექტი წარმოადგენს მნიშვნელოვანი პარტნიორობის დასაწყისს, ქვეყანაში გამჭვირვალე და სამართლიანი საარჩევნო პროცესების უზრუნველსაყოფად.

საკონტაქტო პირი მედიისთვის: 
მარიამ მაღულარია, PR მენეჯერი, ISFED 
595519451; mmagularia@isfed.ge