fbpx
Skip to main content

ევროკავშირი ხელს უწყობს ახალგაზრდებისა და დამსაქმებლებისთვის სამართლიანი სტანდარტების შესახებ ცნობიერების ამაღლებას.

19/05/2023

ალბათ ყოველი ჩვენთაგანი იყენებს ჩატბოტს, როდესაც ფეისბუქის გვერდს დახმარებისთვის მიმართავს. მაგრამ ჩატბოტებს ბევრად მეტის გაკეთება შეუძლიათ. ევროკავშირის (EU) თანამონაწილეობით, დაფუძნდა პროგრამა EU4Youth და Telegram-ში შეიქმნა თამაში @fairemployment ჩატბოტის გამოყენებით. თამაშის ძირითადი მიზანია იმ სამართლიანი შრომითი პრაქტიკისა და სტანდარტების შესახებ ცნობიერების ამაღლება და მათი უკეთ გააზრება, რომლებიც უზრუნველყოფილი უნდა იყოს შრომითი ხელშეკრულების გაფორმებამდე და მის შემდეგ, როგორც ახალგაზრდებისთვის, ასევე დამსაქმებლებისთვის.

სწავლის ინტერაქტიული მეთოდი

ახალგაზრდებისთვის საგანმანათლებლო სისტემიდან შრომის ბაზარზე გადასვლა, ხშირად სირთულეებთან და გაურკვევლობასთანაა დაკავშირებული. მათ უჭირთ პირველი სამუშაოს პოვნა, სათანადო სამუშაო სტანდარტებისა და საკუთარი კანონიერი უფლებების გაგება, რამაც შეიძლება ამ სტანდარტების არასწორი ინტერპრეტაცია გამოიწვიოს. დამსაქმებლების მიერ შრომითი უფლებების დარღვევა, მნიშვნელოვანი საკითხია, განსაკუთრებით ახალგაზრდებისთვის, რომლებიც შესაძლოა მხოლოდ ახლა იწყებენ სამუშაო კარიერას და არ იციან თავიანთი კანონიერი უფლებების შესახებ ან თავს უძლურად გრძნობენ მათი დაცვის კუთხით, რაც მეტი ინფორმირებულობისა და ადვოკატირების საჭიროებას წარმოშობს.

ახალგაზრდებისათვის ამ სტრესულ პროცესში მეგზურობის გაწევის მიზნით, ევროკავშირმა დააფუძნა ახალგაზრდების დასაქმებისა და მეწარმეობის პროგრამა „EU4Youth“ და შექმნა Telegram-ის ჩატბოტის თამაში სამართლიან/ღირსეულ შრომის თემაზე. შეტყობინებების პლატფორმა Telegram-ი, შერჩეულ იქნა მომხმარებლისთვის მოსახერხებელი მახასიათებლებისა და მასში ჩატბოტების ინტეგრაციის გამო, რაც არ არის ხელმისაწვდომი სხვა შეტყობინებების პლატფორმებზე. გარდა ამისა, Telegram-ი წარმატებით იქნა გამოყენებული ჩატბოტებზე დაფუძნებული სხვა თამაშებისთვის, როგორიცაა „Шлях до роботи“, რომელიც უკრაინაში 2021 წელს შეიქმნა.

ეს თამაში, EU4Youth-ის სხვა ინიციატივებთან ერთად, შეესაბამება „ევროპის უნარების წელი -2023“-ის ფარგლებში გათვალისწინებულ აქტივობებს, რომლებიც მიზნად ისახავენ ადამიანების უნარ-ჩვევების ამაღლებას და მათ გაძლიერებას შრომის ბაზარზე და მის ცვლილებებში წარმატებულად ნავიგაციისა და საზოგადოებასა და დემოკრატიაში სრულად ჩართვისთვის.

სწავლა რეალურ ცხოვრებაში არსებული პრობლემების  შესახებ სიმულაციების საშუალებით

Telegram-ის ჩატბოტის თამაშში @fairemployment მოთამაშე საინტერესო და შემეცნებით მოგზაურობას გადის, რომლის დროსაც, მას შეუძლია აირჩიოს, იყოს დამსაქმებელი თუ დასაქმებული და შეამოწმოს საკუთარი ცოდნა სამართლიანი შრომითი პრაქტიკის შესახებ სიმულირებული სამუშაო ადგილის პირობებში. აღნიშნული ოთხეტაპიანი თამაში მოიცავს წინასწარი ინტერვიუს, გასაუბრების და კონტრაქტის ეტაპების სიმულაციას, სადაც მონაწილეები პასუხობენ სამ კითხვას და საკუთარი პასუხების საფუძველზე აცნობიერებენ რისკის ზონებს, რომელთა შედარების შედეგად თამაშის ბოლოს გამოვლენილი იქნება თანამშრომლების უფლებების დარღვევები და რისკის ზონები დამსაქმებლებისთვის.

თამაში ხელმისაწვდომია Telegram-ის აპლიკაციაში ქართულ ენაზე შემდეგ მისამართზე:

საქართველოსთვის: https://t.me/Ge_Fairemployment_bot

Chatbot QR code

პროექტის შესახებ

Telegram-ის ჩატბოტის თამაშში @fairemployment ახალგაზრდების დასაქმებისა და მეწარმეობის პროგრამა „EU4Youth“-ის აქტივობების ნაწილია.  პროგრამა ხორციელდება ევროკავშირისა და ლიეტუვას საგარეო საქმეთა სამინიტროს თანადაფინასებით. ის მიზნად ისახავს ინფორმაციის გავრცელებას კარიერული მეგზურობის პროცესის, შრომის ბაზრის, პიროვნული განვითარებისა და ახალგაზრდებისთვის ღირსეული სამუშაო სტანდარტების შესახებ დეტალური ინფორმაციის შესახებ. ინიციატივას ახორციელებს პროექტების მართვის ცენტრალური სააგენტო (CPMA) აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში (სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელორუსია, საქართველო, მოლდოვა და უკრაინა) 2024 წლის ბოლომდე. იგი მოიცავს ტექნიკურ დახმარებას ახალგაზრდების დასაქმების შესაძლებლობებისა და უნარების განვითარებასთან დაკავშირებული ორგანიზაციული სტრუქტურებისა და ინსტიტუტების (როგორც სამთავრობო, ასევე არასამთავრობო) მხარდასაჭერად.

ეს სტატია მომზადებულია ევროკავშირის დახმარებით. მის შინაარსზე პასუხისმგებელია პროექტების მართვის ცენტრალური სააგენტო (CPMA) და ის შეიძლება არ ასახავდეს ევროკავშირის შეხედულებებს.

ეს პუბლიკაცია შექმნილია ევროკავშირის მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია პროექტების მართვის ცენტრალური სააგენტო და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის შეხედულებებს.