fbpx
Skip to main content

მიგრაციის მართვის მდგრადობის ხელშეწყობა საქართველოში (ENIGMMA-2)

Project Description
პროექტი „მიგრაციის მართვის მდგრადობის ხელშეწყობა საქართველოში“ (ENIGMMA 2) დაფინანსებულია საქართველო-ევროკავშირს შორის გაფორმებული ფინანსური შეთანხმების ფარგლებში. ამ შეთანხმებას ხელი 2017 წლის მაისში მოეწერა, ევროპის სამეზობლო ინსტრუმენტის (ENI) 2016 წლის ტექნიკური თანამშრომლობის ხელშეწყობის II პროგრამის ფარგლებში. პროექტი ძირითადად ეფუძნება მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის (ICMPD) საქმიანობას საქართველოში, მათ შორის, ევროკავშირის დაფინანსებით განხორციელებულ პროექტს „მიგრაციის მართვის გაძლიერება საქართველოში“ (ENIGMMA), რომელმაც ხელი შეუწყო საქართველოს მთავრობას ევროკავშირთან მიმდინარე სავიზო დიალოგის ფარგლებში მიგრაციასთან დაკავშირებული საქმიანობის განხორციელებაში.

პროექტი ENIGMMA 2 განხორციელდება 2017 წლის სექტემბრიდან 2020 წლის ნოემბრამდე, ICMPD-სა და საქართველოს მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის (SCMI) მიერ.

მისი მიზანია, უფრო მეტად შეუწყოს ხელი საქართველო-ევროკავშირს შორის მობილობის გაზრდასა და ხალხთა შორის კავშირების გაძლიერებას. ეს მიზნები მიიღწევა ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებული იდენტიფიცირებული თუ პოტენციური რისკების შემცირებით და ვიზალიბერალიზაციის დადებითი ასპექტების გაძლიერებით როგორც საქართველოში, ისე ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში. პროექტი გააგრძელებს საქართველოს მთავრობის მხარდაჭერას მიგრაციის სტრატეგიის განხორციელებაში, ასევე, მისი გავლენის მონიტორინგსა და შეფასებაში.
Specific Objective
1. მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის მხარდაჭერა მიგრაციის სტრატეგიის განხორციელებასა და შეფასებაში,
2. ერთობლივი ზომების გატარება მიგრაციის პოტენციური რისკების გამოვლენის, შემცირებისა და მოგვარებისტვის
3. მიგრაციის შესახებ ცნობერების ამაღლება, ექსპეერტიზა და განათლება
4. თანამშრომლობის გაძლიერება ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიგრაციაზე პასუხისმგებელ დაწესებულებებსა და საქართველოს შორის ევროპული ინტეგრაციის პროცესის მხარდასაჭერად.
Expected Results
- განხორციელებული მიგრაციის სტრატეგია;
- მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის შესაძლებლობების გაძლიერება სავიზო ლიბერალიზაციის ანალიზის, მონიტორინგის და შეფასების კუთხით;
- საქართველოში მიგრაციის მართვაზე მიგრაციის სტრატეგიის გავლენის ანალიზი და შეფასება;
- მიზნობრივი საინფორმაციო კამპანიის შემუშავება და განხორციელება რომელიც მიმართულია ლეგალური მიგრაციისა და დასაქმების შესაძლებლობებზე და ასევე ითვალისწინებს საზოგადოების ინფორმირებას არარეგულარული მიგრაციის რისკების შესახებ (1 კომპონენტის შედეგეის გათვალისწინებით);
- კავშირის დამყარება ევროკავშირის წევრი ქვეყნების იმ სახელმწიფო უწყებებთან რომლებიც მიგრაციის საკითხებზე არიან პასუხისმგებელი და თანამშრომლობის გაღრმავება;
- მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის შესაძლებლობების გაძლიერება მიგრაციის რისკების ანალიზის მიმართულებით;
- ლეგალური მიგრაციისა და ევროკავშირში ლეგალურად დასაქმების პოპულარიზაცია;
- ინფორმაციის გაცვლის გაუმჯობესება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის მიგრაციის განათლებისა და კვლევის საკითხებზე;
- მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის შესაძლებლობების გაძლიერება ევროკავშირის სამართლებრივი ჩარჩოსა და მიგრაციის სტრატეგიის განსაზღვრული საკითხების მიმართულებით;
- მედიის ცნობიერების გაზრდა მიგრაციის საკითხებზე;
- მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის ინსტიტუციური ცოდნისა და პრაქტიკული გამოცდილების გაძლიერება ევროკავშირის მიგრაციის სამართლებრივი ჩარჩოს გათვალისწინებით;
- ევროკავშირის ექსპერტების მიერ რეკომენდაციების შემუშავება საქართველოს მიგრაციის კანონმდებლობის მიახლოებაზე ევროკავშირის მიგრაციის კანონმდებლობასთან;
- მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის სამუშაო კონტაქტების დამყარება ევროკავშირის სახელმწიფო უწყებებთან.
Project documents
Beneficiaries
Public Service Development Agency
Ministry of Justice
Ministry of Internal Affairs of Georgia
Ministry of Foreign Affairs of Georgia
State Commission on Migration Issues (SCMI)
Visa-Free Public Information Campaign
Project map
Photo gallery
Visa-Free Public Information Campaign
State Commission on Migration Issues (SCMI)
Public Service Development Agency
Ministry of Internal Affairs of Georgia
International Conference – “Migration in the Media – Perceptions, Opportunities and Challenges”
ENIGMMA2/MOBILAZE Summer School on Migration 2018
International Conference – “Dialogue on Migrants’ Integration – Challenges, Benefits and good Practices”
PROJECT DETAILS
საქართველო
Priority Area:
პარტნიორობა, რომელიც აძლიერებს
Subsector:
მობილობა
Topic:
მიგრაცია და მობილობა
Project Status:
დასრულებულია
Start Date:
29.04.2016
End Date:
29.04.2023
EU Project Number:
388-111