fbpx
Skip to main content

სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება სოციალური მომსახურებების განვითარებისათვის

Project Description
პროექტი "სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება სოციალური მომსახურებების განვითარებისათვის" ეხმიანება საქართველოს მთავრობის მიერ აღებულ ვალდებულებას განახორციელოს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებები და ფუნდამენტური თავისუფლებები ინკლუზიური გარემოს დანერგვისა და ხარისხიანი სოციალური მომსახურებების მიწოდების გზით.

სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა სოციალური მომსახურების მიწოდებაში, ადვოკატირებასა და ეროვნულ და ადგილობრივ დონეებზე პოლიტიკის შემუშავებაში მნიშვნელოვანი პირობაა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების განხორციელებისათვის.

პროექტის განმავლობაში განხორციელდება შემდეგი აქტივობები: საქართველოში არსებული სოციალური სერვისების შესაფასებელი კვლევა, მოთხოვნაზე და უფლებებზე დაფუძნებული ახალი სოციალური მომსახურების შემუშავება და პილოტირება საქართველოს 4 რეგიონში, 4 ქვე-გრანტის გაცემა საპილოტე მომსახურებების განსახორციელებლად, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების თანამშრომლებისათვის ტრენინგების ჩატარება, სატრენინგო მოდულების და მასალების შემუშავება, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების აქტიური მონაწილეობით სოციალური მომსახურებების ეროვნული სტრატეგიის შემუშავება და სხვა.
Specific Objective
სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების გაძლიერება შშმ პირთა საჭიროებების ადვოკატირებისათვის და მათი ჩამოყალიბება პასუხისმგებელი მმართველობის მქონე, უფლებებზე დაფუძნებული მომსახურებების მიმწოდებლებად.
Expected Results
- გაძლიერებულია სს ორგანიზაციების შესაძლებლობები, გაზრდილია მათი ჩართულობა შშმ პირთა სოციალურ მომსახურებებზე თანაბარი წვდომის უზრუნველყოფის პროცესში;

- გაუმჯობესებულია სს ორგანიზაციების ცოდნა და უნარები, რაც შშმ პირთათვის ხარისხიანი სოციალური მომსახურების მიწოდების საწინდარია;

- სს ორგანიზაციები მონაწილეობენ სხვა დაინტერესებულ მხარეებთან ერთად ეფექტური, გენდერ-სენსიტიური და ინკლუზიური სოციალური მომსახურებების ეროვნული სტრატეგიის შემუშავების პროცესში.


Project map
The final research report
Official Presentation
Videos
Project Final Video Clip
PROJECT DETAILS
საქართველო
Priority Area:
პარტნიორობა, რომელიც აძლიერებს
Subsector:
სამოქალაქო საზოგადოება
Topic:
სამოქალაქო საზოგადოება
Project Status:
დასრულებულია
Start Date:
01.02.2021
End Date:
01.03.2024
EU Project Number:
421-302