fbpx
Skip to main content

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გაძლიერება საჯარო სექტორის მონიტორინგსა და პოლიტიკის დიალოგში გასააქტიურებლად

Project Description
პროექტის მიზანია რეგიონული საზოგადოებრივი ორგანიზაციების განვითარება, რათა ისინი იყვნენ მდგრადი განვითარების, ანგარიშვალდებულების, გამჭირვალეობის და სამოქალაქო აქტივიზმის აქტორები. პროექტის ფარგლებში შეიქმნა ონლაინ სწავლების ვებ-პორტალი, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს შემდეგ კურსებს: საჯარო პოლიტიკის ანალიზი, კვლევის მეთოდები, ადვოკატირება და ლობირება და საჯარო ფინანსები. კურსები კარგი საშუალებაა მათთვის, ვისაც სურს ერთმანეთს შეუთავსოს მუშაობა და სწავლა და ასევე იმყოფებიან რეგიონებში. პროექტი ითვალისწინებს მცირე გრანტების და სტაჟირების პროგრამას. ეს აქტივობები საშუალებას აძლევს რეგიონის ორგანიზაციებს, განავითარონ უნარები და მონაწილეობა მიიღონ პოლიტიკის დიალოგის და გადაწყვეტილების მიღების პროცესში. გარდა ამისა ონლაინ კურსები მათ საშუალებას აძლევს აიმაღლონ ცოდნა და უნარები საჯარო პოლიტიკის, კვლევის მეთოდების და საზოგადოებასთან ურთიერთობის მიმართულებით, მათი გაზრდილი კვალიფიკაცია მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ადგილობრივი თემის უფლებების ადვოკატირებას.
Specific Objective
რეგიონული საზოგადოებრივი ორგანიზაციები და მათი ქსელები ეფექტურად მონწილეობენ პოლიტიკის ფორმირებაში, ისინი წარმატებულად ახდენენ ადგილობრივი საჭიროებების ლობირებას. ასევე აქტიურად ახორციელებენ ადგილობრივი თვითმმართველობის მონიტორინგს და აქვთ უნარი მოსთხოვონ ადგილობრივ თვითთმართველობას იყვნენ ანგარიშვალდებულები, გამჭირვალეები და ხელი შეიწყონ სამოქალაქო აქტივიზმს.
Expected Results
- გაზრდილია რეგიონული საზოგადოებრივი ორგანიზაციების და მათი ქსელების შესაძლებლობა და ექსპერტიზა ჩაერთონ ადგილობრივი პოლიტიკის ფორმირების და გადაწყვეტილების მიღების პროცესში.
- გაზრდილია რეგიონული ორგანიზაციების და მათი ქსლების ცოდნა და უნარები შემდეგი მიმართულებით: საჯარო პოლიტიკის ანალიზი, კვლევის მეთოდები, ადვოკატირება და ლობირება, საჯარო ფინანსები, ეკონომიკა, სახელმწიფო ინსტიტუტების საქმიანობის მონიტორინგი, საზოგადოებასთან ურთიერთობა, შედეგზე ორიენტირებული პროექტის მართვა და საზოგადოებირივი მონაწილეობა.
- ახალგაზრდა პროფესიონალები რომლებმაც დაასრულეს ონლაინ კურსები, სტაჟრებას გადიან სახოგადოებრივ ორგანიზაციებში.
- ადგილობრივ საზოგადოებრივ ორგანიზაციებს ხელი მიუწვდებათ ფინანსურ მხარდაჭერასა და მენტორინგზე, რათა განახორციელონ საჯარო სექტორის კვლევა და მონიტორინგი.
- ადგილობრივი საზოგადოებრივი ორგანიზაციები და მათი ქსელები თანამშრომლობენ და აზიარებენ ცოდნას, გამოცდილებას და საუკეთესო პრაქტიკებს ფორუმის საშუალებით
Project map
Photo gallery
E-Learning in Georgia Conference
PROJECT DETAILS
საქართველო
Priority Area:
პარტნიორობა, რომელიც იცავს
Subsector:
მმართველობა და საჯარო ადმინისტრაცია
Topic:
სათანადო მართვა
Project Status:
დასრულებულია
Start Date:
01.02.2016
End Date:
31.07.2019
EU Project Number:
370-836