fbpx
Skip to main content

EU4BUSINESS - ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის საკრედიტო ხაზი - II ფაზა

Project Description
ინიციატივა „EU4BUSINESS - ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის საკრედიტო ხაზი - II ფაზა“ ეხმარება მცირე და საშუალო ბიზნესის და მისი პოტენციალის განვითარებას ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) ფარგლებში არსებული შესაძლებლობებით სარგებლობისთვის. ეს ხორციელდება გრანტებით მხარდაჭერილი სხვადასხვა სახის ინვესტიციებით, რომლებიც გამოიყოფა ევროკავშირის რისკის შემცირების, ინვესტიციების წახალისების და ტექნიკური დახმარების მექანიზმებით.
Specific Objective
ინიციატივის ზოგადი ამოცანაა DCFTA-სთან დაკავშირებული პრიორიტეტული საკითხების მოგვარება მცირე და საშუალო საწარმოების საქმიანობაში საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში, 2014 წელს ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ. კონკრეტული ამოცანებია ინვესტიციების რაოდენობის გაზრდა, რომლებიც საშუალებას აძლევს მცირე და საშუალო ბიზნესს რეაგირება მოახდინოს DCFTA-ს მიერ შექმნილ შესაძლებლობებსა და გამოწვევებზე, ბიზნესის გრძელვადიანი დაფინანსების ხელმისაწვდომობის და პირობების გაუმჯობესება სამ ბენეფიციარ ქვეყანაში და სახელმწიფოთაშორისი სავაჭრო ოპერაციების მხარდაჭერა.
Expected Results
პროექტის დამთავრებისას მიღწეული იქნება შემდეგი შედეგები:
- 7 პარტნიორი ფინანსური ინსტიტუტის ჩართვა ქვე-სესხების გაცემაში მცირე და საშუალო საწარმოებისთვის.
- 12 პარტნიორი ფინანსური ინსტიტუტის ჩართვა ვაჭრობის დაფინანსების ინსტრუმენტებში.
- გაიცემა 600 მლნ ევრო ვაჭრობის მხარდაჭერის ახალი პროგრამის დასაფინანსებლად.
- გაიცემა 400 ქვე-სესხი მცირე და საშუალო საწარმოებზე ან ინვესტიციებზე მცირე და საშუალო ბიზნესისთვის DCFTA-ს მიზნების შესასრულებლად.
- გაიცემა 113 მლნ ევრო ახალი დაფინანსების სახით მცირე და საშუალო საწარმოებზე.
- შენარჩუნდება დაახლოებით 16,000 სამუშაო ადგილი.
- მხარდაჭერილი იქნებ 900 სავაჭრო ტრანზაქცია.
Project map
Photo gallery
PROJECT DETAILS
რეგიონალური
Priority Area:
პარტნიორობა, რომელიც ქმნის, პარტნიორობა, რომელიც ქმნის
Subsector:
ეკონომიკა და ვაჭრობა
Topic:
ბიზნესი
EaP Countries:
საქართველოს, მოლდოვა, უკრაინა
Project Status:
მიმდინარე
Start Date:
21.12.2017
End Date:
20.12.2027
EU Project Number:
389-994