fbpx
Skip to main content

EU4BUSINESS - EAST INVEST I და II

Project Description
"EU4BUSINESS-EAST INVEST" არის ვაჭრობის მხარდაჭერის რეგიონული პროექტი, რომლის ამოცანაა აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონის ეკონომიკური განვითარების და მისი ბიზნეს-გარემოს გაუმჯობესების მხარდაჭერა. აღნიშნული ხელს უწყობს ინტერნაციონალიზაციის პროცესს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების და ევროკავშირის მცირე და საშუალო საწარმოების მონაწილეობის მიზნით. პროექტი ქმნის მექანიზმებს უცხოური პირდაპირი დაფინანსების ახალი ნაკადების სტიმულირებისთვის, აძლიერებს ინვესტიციების მხარდაჭერის მიმდინარე პროცესს ევროკავშირსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის, ასევე აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონის ფარგლებში, რითაც ხელს უწყობს ვაჭრობის განვითარებას რეგიონში.
Specific Objective
- შეხვედრების მოწყობა კონტაქტების დასამყარებლად ევროკავშირის და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მცირე და საშუალო საწარმოებს შორის პარტნიორული ურთიერთობების დამყარების მიზნით, მათ შორის რეგიონულ გამოფენებში მონაწილეობით.
- მცირე და საშუალო ბიზნესის ტექნიკური დახმარებით უზრუნველყოფა EAST-NET-ის ფარგლებში მათი ქსელური აქტივობის, სავაჭრო კომპეტენციის და შესაძლებლობების გასაუმჯობესებლად.
- ბიზნეს-ფასილიტატორების ტექნიკური დახმარება EAST-NET-ის ფარგლებში, რაც აუმჯობესებს მათ უნარს და შესაძლებლობებს მცირე და საშუალო საწარმოების ქსელის მხარდასაჭერად.
- საჯარო სექტორის შერჩეული ორგანიზაციების ტექნიკური დახმარება EAST-NET-ის ფარგლებში, რაც აუმჯობესებს მათ უნარს შექმნან უფრო ხელშემწყობი ბიზნეს-გარემო მცირე და საშუალო საწარმოებისთვის პროგრამის EAST-INVEST რეგიონში.
Expected Results
- დიალოგის გაუმჯობესება საჯარო და კერძო სექტორს შორის, კერძოდ, მცირე და საშუალო ბიზნესის, ბიზნეს-ფასილიტატორების და საჯარო სექტორის შერჩეული მცირე და საშუალო ბიზნეს-ფასილიტატორების ინტეგრაცია ქსელური აქტივობის მექანიზმებში.
საუკეთესო პრაქტიკის ურთიერთგაზიარების და ურთიერთკავშირების მხარდაჭერა ევროკავშირის და აღმოსავლეთ სამეზობლოს კომპანიებს შორის; ეს დაეხმარება ბიზნესის თანამშრომლობის ხელშეკრულებების გაფორმებას, ერთობლივ ვაჭრობას, ტექნოლოგიის ტრანსფერს, საბაჟო პროცედურებს, პროდუქტების სტანდარტიზაციას და ინვესტიციებს.
- აღმოსავლეთ პარტნიორობის მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდამჭერი ორგანიზაციების პოტენციალის განვითარება მცირე და საშუალო ბიზნესის ქსელური აქტივობის და ვაჭრობის განვითარების ხელშეწყობის მიზნით.
- მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდამჭერი ქსელური აქტივობის კონსოლიდაცია და ჩამოყალიბება აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონსა (EAST-NET) და ევროკავშირში (EURONET).
Project map
Photo gallery
PROJECT DETAILS
რეგიონალური
Priority Area:
პარტნიორობა, რომელიც ქმნის, პარტნიორობა, რომელიც ქმნის
Subsector:
ეკონომიკა და ვაჭრობა, დასაქმება და მეწარმეობა
Topic:
ბიზნესი
EaP Countries:
სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელარუსი, საქართველოს, მოლდოვა, უკრაინა
Project Status:
დასრულებულია
Start Date:
26.10.2010
End Date:
23.12.2017
EU Project Number:
253-271