fbpx
Skip to main content

ენგურის ჰიდროელექტროსადგურის რეაბილიტაციის პროექტი: გარემო პირობების მიმართ გამძლეობა

Project Description
ევროკავშირი საქართველოს ეხმარება ენერგეტიკის სექტორრის გაუმჯობესებასა და მოდერნიზაციაში.
ენგურის ჰიდროელექტროსადგურის წილი საქართველოს ენერგობალანსის ერთ მესამედს შეადგენს, თუმცა 90-იან წლებში ჰიდროელექტროსადგური სავალალო მდგომარეობაში აღმოჩნდა. სხვადასხვა გრძელვადიანი პროექტების და გაუმჯობესებების კვალდაკვალ ეს პროექტი ეხმარება ზრდის ქვეყანაში განახლებადი ენერგიის წყაროების ზრდას და ენგურის ელექტროსადგურის უსაფრთხო ოპერირებას. პროექტის ფარგლებში ხდება ენგურის კაშხლის მიმდებარე ინფრასტრუქტურის დამატებითი მოდერნიზაცია.
პროექტი:
- გზების რეაბილიტაციის მეშვეობით აუმჯობესებს მისადგომებსა და უსაფრთხოებას
- ელექტრომექანიკური სარეაბილიტაციო სამუშაოებისა და რეზერვუარების ნალექის მართვის გზით ზრდის უსაფრთხოებასა და ეფექტიანობას
- შემოაქვს მდინარის აუზის კოორდინირებისათვის ეფექტიანი მექანიზმი და ჰიდროელექტრო სადგურების ოპერირებაში კლიმატის მდგრადობის საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას ითვალისწინებს. გარდა ამისა, ენგურის ჰიდროლოგიური ინიციატივის მეშვეობით, მდინარის აუზის მართვის სახელმძღვანელო გეგმის შემოღებაც ხდება.
ევროკავშირი პროექტს მხარს უჭერს 7 010 000 ევროს ოდენობის გრანტით, რაც გამიზნულია გზების რეაბილიტაციისათვის, ჰიდრო-მეტეოროლოგიური აღჭურვილობის შესაძენად ენგურის ჰიდროლოგიის ინიციატივის მხარდასაჭერად და ენგურის რეზერვუარის ნალექის მართვისათვის. ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის 38 მილიონის ევროს ოდენობის სესხი დააფინანსებს ენგურის გვირაბისა და მილსადენის რეაბილიტაციას, ასევე დააფინანსებს ენგურის გადართვის პუნქტების, ვარდნილი II-ის კარიბჭეების, მდინარის სადერივაციო ქსელის რეაბილიტაციას, ისევე როგორც, რეზერვუარების ნალექების მართვის გეგმის დანერგვასა და ოპერაციული პროცედურების გაუმჯობესებას კლიმატური ცვლილებებისადმი მდგრადობის ხელშეწყობის მიზნით.
Specific Objective
ენგურის ჰიდროელექტროსადგურის გაუმჯობესება და მოდერნიზაცია საქართველოში ელექტროენერგიის მარაგთან დაკავშირებული ხარვეზების აღმოსაფხვრელად და ენგურის ჰიდროელექტროსადგურის გარემოს მიმართ მდგრადობის უზრუნველსაყოფად.
Expected Results
- ენგურის ჰიდროელექტროსადგურის გაზრდილი მდგრადობა კლიმატის ცვალებადობასა და კლიმატის ცვლილების მიმართ
- სადგურის სრული დატვირთვით მუშაობა
- ნდობის აღდგენის პროცესის ხელშეწყობა
Beneficiaries
Engury Hydropower Plant
Project map
Photo gallery
Engury Hydropower Plant
PROJECT DETAILS
საქართველო
Priority Area:
პარტნიორობა, რომელიც ქმნის
Subsector:
კავშირი (ტრანსპორტი და ენერგეტიკა)
Topic:
ენერგეტიკა, ინფრასტრუქტურა
Project Status:
დასრულებულია
Start Date:
21.12.2018
End Date:
20.06.2023
Website:
N/A
EU Project Number:
403-314