fbpx
Skip to main content

კახეთის რეგიონში ვაშლოვანის ბიოსფერული რეზერვატის, როგორც ადგილობრივ დონეზე ინკლუზიური და მდგრადი ზრდის მოდელის, შექმნა

Project Description
პროექტი, ისევე როგორც ევროკავშირის სხვა გარემოსდაცვითი ინიციატივები, ხორციელდება ადგილობრივ მთავრობასთან თანამშრომლობით, რათა უზრუნველყოფილ იქნას რესურსების მდგრადი მართვა და უკეთესი სერვისების შეთავაზება სტუმრებისთვის. პროექტი დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტთან და ადგილობრივ დაინტერესებულ ჯგუფებთან თანამშრომლობს, რათა უკეთ მოხდეს ძალისხმევის კოორდინაცია და სისტემების დანერგვა, მონაწილეობითი და ანგარიშვალდებულების პრინციპების დაცვით.
ვაშლოვანის ბიოსფერულს რეზერვატს, საქართველოს ერთ-ერთი ულამაზეს ადგილს ევროკავშირი ადრეც უჭერდა მხარს. მან ევროკავშირის დაცული ტერიტორიების დიპლომიც მიიღო ბიოლოგიური, გეოლოგიური და ბუნებრივი მრავალფეროვნებისთვის.
Specific Objective
კახეთის რეგიონში ბიოსფერული რეზერვატის დაფუძნება, როგორც ინკლუზიური და მდგრადი ზრდის მოდელის, ადგილობრივი თვითმმართველობის აქტიური მონაწილებეობით და სექტორთაშორისი კოორდინაციით ადგილობრივ, რეგიონულ და ქვეყნის დონეზე.
Expected Results
- ადგილობრივი თვითმმართველობის შესაძლებლობები გაძლიერებულია კახეთის რეგიონში ვაშლოვანის ბიოსფერული რეზერვატის საერთო ბუნებრივი რესურსების ერთობლივი მართვის უზრუნველსაყოფად.
- მრავალმხრივი თანამშრომლობის პლატფორმა და სამუშაო ჯგუფები ჩამოყალიბებულია სხვადასხა დაინტერესებული მხარეების მონაწილეობით კახეთის რეგიონში ვაშლოვანის ბიოსფერული რეზერვატის საკანონმდებლო და ინსტიტუციური ჩარჩოს შესამუშავებლად.
- კახეთის რეგიონში ვაშლოვანის ბიოსფერული რეზერვატის საკანონმდებლო და ინსტიტუციური ჩარჩო შემუშავებულია.
- მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომი მონაცემთა ბაზა შექმნილია ადგილობრივი ხელისუფლებებისთვის, რომელიც წარმოადგენს ინფორმაციულ და ანალიტიკურ ინსტრუმენტს ბიოსფერული რეზერვატის შექმნის პროცესში მონაწილეობის და ინკლუზიური გადაწყვეტილების მიღებისთვის.
- ადგილობრივი მოსახლეობის, სამოქალაქო ორგანიზაციების, დაინტერესებული ჯგუფებისა და ფერმერების ცნობიერება ამაღლებულია რათა უკეთ გაიგონ ადგილობრივი ხელისუფლების ქმედებები და მოახდინონ მათზე ზეგავლენა, რათა უზრუნველყოფილი იყოს ბუნებრივი რესურსების თანაბარი გაზიარება დაგეგმილ ბიოსფერულ რეზერვატში.
Project documents
Beneficiaries
Birdwatching Tower
Biosphere Reserve Tourism Information Centre
Project map
Photo gallery
Biosphere Reserve Tourism Information Centre
Birdwatching Tower
PROJECT DETAILS
საქართველო
Priority Area:
პარტნიორობა, რომელიც ამწვანებს, პარტნიორობა, რომელიც იცავს
Subsector:
ეკოლოგია და კლიმატის ცვლილება, მმართველობა და საჯარო ადმინისტრაცია
Topic:
ეკოლოგია, სათანადო მართვა
Project Status:
დასრულებულია
Start Date:
01.01.2019
End Date:
31.12.2022
EU Project Number:
404-140