fbpx
Skip to main content

საჯარო მმართველობის რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში

Project Description
ევროკავშირი და საქართველო აცნობიერებენ, თუ რამდენად მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს საჯარო მმართველობის რეფორმას იმ პროცესებში, რომელიც მიმდინარეობს ევროკავშირსა და საქართველოს შორის დადებული ასოცირების ხელშეკრულების ეფექტურად განხორციელებისთვის. ეს პროექტი უზრუნველყოფს საქართველოში მიმდინარე საჯარო მმართველობის რეფორმების განხორციელების ტექნიკურ მხარდაჭერას ინსტიტუციური და ადამიანური რესურსების შესაძლებლობების გაძლიერების გზით.
პროექტი:
- აძლიერებს ცენტრალური საჯარო მმართველობის ეფექტურობას პოლიტიკაზე დაფუძნებული, შედეგებზე ორიენტირებული მიდგომის განხორციელებით;
- აძლიერებს საჯარო სამსახურების ფუნქციონირებას პროფესიული სტანდარტების მიუკერძოებლობისა და ანგარიშვალდებულების პრინციპების მიხედვით;
- ზრდის მოქალაქეებისთვის გამჭვირვალე, ადვილად მისაწვდომ და ხარისხიანი მომსახურების მიწოდებას;
- ზრდის აღმასრულებელი ხელისუფლების ანგარიშვალდებულებას და ხელს უწყობს კორუფციასთან ბრძოლის პროცესების გაუმჯობესებას;
- აძლიერებს საჯარო დაფინანსების პოლიტიკის პროცესს საჯარო დაწესებულებებში.
Specific Objective
პროექტის მიზანია საქართველოში საჯარო მმართველობის ეფექტურობის, ხელმისაწვდომობის, ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის გაუმჯობესება ევროპული პრინციპებისა და საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად.
Expected Results
• მტკიცებულებებზე დაფუძნებული პოლიტიკის შემუშავების გაძლიერება;
• საზოგადოებრივი კონსულტაციების გაუმჯობესებული ჩარჩო;
• საჯარო დაწესებულებების მენეჯერებისა და ადამიანური რესურსების სამმართველოების გაძლიერებული შესაძლებლობები საჯარო სამსახურის რეფორმის განსახორციელებლად;
• სამინისტროების გაუმჯობესებული შიდა პროცესები.
• საჯარო მოსამსახურეთა გაუმჯობესებული ცოდნა და შესაძლებლობები საჯარო სექტორის კეთილსინდისიერების პოლიტიკისა და მექანიზმების შესახებ;
• სახელმწიფო სერვისის შექმნისა და მიწოდების გაუმჯობესებული პროცესები;
• საჯარო დაწესებულებების თანამშრომელთა ინფორმირებულობის გაზრდა და მხარდაჭერა PAR-ის მიმართ;
• საზოგადოების ცნობიერების ამაღლება PAR-ის შესახებ;
• საჯარო მმართველობის რეფორმაში სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობისათვის ხელსაყრელი გარემოს შექმნა;
• სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების გაძლიერებული შესაძლებლობები შედეგებზე ორიენტირებულ მენეჯმენტსა და განხორციელებაში, საჯარო პოლიტიკის ანალიზსა და მტკიცებულებებზე დაფუძნებული პოლიტიკის შემუშავებაში;
• სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების გაზრდილი სანდოობა და ანგარიშვალდებულება;
• ინფორმაციის თავისუფლების გაუმჯობესებული საკანონმდებლო ჩარჩო და პრაქტიკული მექანიზმები;
• სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების გაუმჯობესებული კომუნიკაციისა და ხილვადობის ღონისძიებები.

Project documents
Beneficiaries
PAR Communication Network
Regulatory Impact Assessment (RIA)
Development of enabling environment for PAR related Civil Society Organisations participation on Public Administration Reform topics
Support to the Civil Service Bureau to enhance accountability among the civil servants
Civil Service Bureau
Development of Education and Science Strategy
Administration of the Government of Georgia
Ministry of Education, Science, Culture and Sport of Georgia (MoESCS)
Ministry of Internally Displaced Persons from the Occupied Territories, Labour, Health and Social Affairs (MoIDPLHSA)
Awareness Raising on Integrity for public servants
Project map
Photo gallery
Ministry of Education, Science, Culture and Sport of Georgia (MoESCS)
Ministry of Internally Displaced Persons from the Occupied Territories, Labour, Health and Social Affairs (MoIDPLHSA)
Administration of the Government of Georgia
Development of Education and Science Strategy
Workshop to present the experience of the Service Public Federal-Finances of Belgium on strategic and operational workforce planning
Awareness Raising Workshop on Integrity for public servants in managerial positions from the Ministry of Education, Science, Culture and Sport of Georgia
Workshop to present the experience of the Property Registration Agency of Ireland on strategic and operational workforce planning
PROJECT DETAILS
საქართველო
Priority Area:
პარტნიორობა, რომელიც იცავს, პარტნიორობა, რომელიც აძლიერებს
Subsector:
მმართველობა და საჯარო ადმინისტრაცია, საჯარო ადმინისტრაციის რეფორმა
Topic:
სათანადო მართვა
Project Status:
დასრულებულია
Start Date:
26.01.2019
End Date:
17.10.2023
Website:
n/a
EU Project Number:
404-675