fbpx
Skip to main content

EU4Business: აღმოსავლეთ პარტნიორობის ვაჭრობის Helpdesk

Project Description
პროექტის მიზანია აღმოსავლეთ პარტნიორობისა და ევროკავშირის ქვეყნებს შორის ვაჭრობის ზრდის ხელშეწყობა ონლაინ პორტალის საშუალებით, რომლის დახმარებითაც ხელმისაწვდომი იქნება ვაჭრობის შესახებ რეგიონის ჭრილში აკუმულირებული ინფორმაცია. პროექტის ფარგლებში იგეგმება, როგორც სავაჭრო ბარიერების კვლევების ჩატარება თითოეულ ქვეყანაში, ასევე, პორტალზე ონლაინ შეტყობინებების სისტემის დამატებით განთავსებაც, რათა სავაჭრო პოლიტიკის გამტარებლებს შესაძლებლობა ჰქონდეთ გამოავლინონ ვაჭრობასთან დაკავშირებული ხარჯების შემცირების გზები. პროექტი ასევე ითვალისწინებს, ვაჭრობის მომსახურების შერჩეულ სექტორებში ადგილობრივ დონეზე ინფორმაციის შეგროვებისა და დამუშავების უნარების გაძლიერებასა და, ამასთანავე, ბიზნესის ხელშემწყობი ორგანიზაციების გადამზადებას, რათა მათ შეძლონ პორტლზე არსებული ბაზრის ანალიზის ინსტრუმენტების გამოყენება აღმოსავლეთ პარტნიორობისა და ევროკავშირის ბაზრებზე ახალი შესაძლებლობების აღმოსაჩენად.
Specific Objective
პროექტის ძირითადი მიზანია ხელი შეუწყოს ვაჭრობის ზრდას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისა და ევროკავშირს შორის. პროქტის მთავარი ამოცანაა მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებმა შეძლონ უკეთ გათვითცნობიერებული სავაჭრო გადაწყვეტილებების მიღება რეგიონისა და ევროკავშირის ბაზრების ჭრილში.
Expected Results
პროექტის ძირითადი მიზანია ხელი შეუწყოს ვაჭრობის ზრდას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისა და ევროკავშირს შორის. პროქტის მთავარი ამოცანაა მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებმა შეძლონ უკეთ გათვითცნობიერებული სავაჭრო გადაწყვეტილებების მიღება რეგიონისა და ევროკავშირის ბაზრების ჭრილში.”
მოსალოდნელი შედეგები:
პროექტი ითვალისწინებს:
• ონლაინ პორტალის განვითარებას, რომელიც უზრუნველყოფს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებსა და ევროკავშირის ბაზრებზე ვაჭრობის შესახებ არსებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობას, რაც მოიცავს:
- ბაზრის ტენდენციებს; (სავაჭრო სტატისტიკა, სავაჭრო ინდიკატორები, საექსპორტო პოტენციალი);
- ბაზრის მოთხოვნებს (ტარიფები, არასატარიფო ზომები, გადასახადები, სავაჭრო ხელშეკრულებები, წარმოშობის წესები);
- ექსპორტის სახელმძღვანელოს შერჩეული პროდუქციისთვის;
- ბიზნეს კონტაქტებს.
• მარეგულირებელი და პროცედურული სავაჭრო დაბრკოლებების იდენტიფიცირებას კვლევების საფუძველზე
• პორტალზე არსებული ონლაინ შეტყობინების სისტემის მეშვეობით ანგარიშგების, მონიტორინგისა და გადაწყვეტის გზების პროცესის ხელშეწყობას
• ვაჭრობის მომსახურების შერჩეულ სექტორებში მონაცემთა შეგროვებისა და დამუშავების კუთხით ცოდნისა და უნარების გაუმჯობესებას
• ბიზნეს ხელშემწყობი ორგანიზაციების გადამზადებას, პორტალზე არსებული ბაზრის ანალიზის ინსტრუმენტების გამოყენებაში, აღმოსავლეთ პარტნიორ ქვეყნებისა და ევროკავშირის ბაზრებზე ახალი შესაძლებლობების გამოვლენის მიზნით.
Project documents
Project map
Photo gallery
Videos
Promo video (Ukrainian)
Promo video (Romanian)
Promo video (Azerbaijani)
Promo video (Armenian)
Promo video (Georgian)
Promo video (English)
PROJECT DETAILS
რეგიონალური
Priority Area:
პარტნიორობა, რომელიც ქმნის
Subsector:
ეკონომიკა და ვაჭრობა
Topic:
ბიზნესი
EaP Countries:
სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელარუსი, საქართველოს, მოლდოვა, უკრაინა
Project Status:
მიმდინარე
Start Date:
01.12.2019
End Date:
01.12.2024
Social Media Links:

EU Project Number:
409-026